მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.03.2015 7 კომენტარი | 4,369 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი.

მკითხველის კითხვა:

გამიტყდა ნათლობის ჯვარი და ძალიან განვიცდი ამას, მივიტანე შესაკეთებლად, მაგრამ იმდენად თხელი ნაკეთობაა, შეუძლებელი გახდა აღდგენა. ქაშვეთიშეიძლება თუ არა გადავადნო, კიდევ მივამატო ოქრო და ახლიდან გავაკეთებინო? ექნება თუ არა მას ნათლისღების მადლი?

პასუხი:

ნამდვილად ექნება მას ნათლისღების მადლი. გააკეთებინეთ ახლიდან, ოღონდ მიიტანეთ ეკლესიაში და აკურთხებინეთ.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, ბიჭი, რომელიც მართლმადიდებლად არის მონათლული, მაგრამ დადის სხვა ეკლესიაში, სექტანტია (იაღოველი არ არის), შეიძლება თუ არა მისი ლოცვებში მოხსენიება?

პასუხი:

ჩვენ სექტანტური ეკლესიის ნათლობას ნათლობად არ ვთვლით. მისი ლოცვებში მოხსენიება შეიძლება, რომ დავეხმაროთ, თავი დააღწიოს ამ ჯოჯოხეთურ საქმეს. ამ კუთხით შეიძლება ვილოცოთ მისთვის.

მკითხველის კითხვა:

ძალიან ცოდვიანი ვარ, მამაო, მაგრამ ჩემს მამაოსთან მრცხვენია და ვერ ვამბობ ბოლომდე ყველაფერს, რამდენჯერ ტაძარში ვყოფილვარ და მამაო რომ დამინახავს, არა ჩემი მოძღვარი, ისე მდომებია მისვლა და ყველაფრის მოყოლა გულახდილად,იმიტომ, რომ მისი არ შემრცხვებოდა, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გულიდან ამოვიღო ყველაფერი და გავთავისუფლდე.

პასუხი:

უნდა იცოდეთ, რომ ადამიანში ყოველთვის მოქმედებს ორი ძალა – დადებითი და უარყოფითი, სიკეთე და სიძულვილი. თქვენ როდესაც მიდიხართ მოძღვართან და გინდათ აღიაროთ ყველაფერი, ამ დროს ეშმაკი გებრძვით და გაიძულებთ, დამალოთ ცოდვები. როგორმე უნდა შეებრძოლოთ ეშმაკს და საკუთარ მოძღვარს უთხრათ აღსარება.

მკითხველის კითხვა:

დამლოცეთ, მამაო, ცუდად ვგრძნობ თავს, ვიცი, დანაშაულს ჩავდივარ და ძალიან განვიცდი. ვცხოვრობ კაცთან, რომელიც ჯვარდაწერილია, მაგრამ გაშორებულები არიან. ჩვენ ერთად ვართ დიდი ხანია და დაოჯახებასაც ვგეგმავთ. ბევრი ტანჯვა გვაქვს ერთად გადატანილი,ბევრი ცრემლი და სიმწარე. მინდა მამაოსთან მივიდე და ცოდვები მოვინანიო, მაგრამ მეშინია, როგორ ჩავხედო მას თვალებში და როგორ მოვუყვე ყველაფერი, დედ-მამას თვალებში ვერ ვუყურებ. ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან, მაგრამ ღვთის წყალობით ერთად დავძლიეთ, ჯერ 18 წლის ვარ.

პასუხი:

როდესაც ჯვარდაწერილ კაცთან გაქვს ურთიერთობა, მრუშობ. ეს დიდ ცოდვად ითვლება. ჯერ მან უნდა აიყაროს ჯვარი, შემდეგ დაიწეროთ ჯვარი და ამის მერე გაქვთ უფლება, იყოთ მასთან.

მკითხველის კითხვა:

მამაო, ბოდიშს გიხდით წინსაწარ, რომ ცოტა გრძელი შეკითხვა მაქვს. მეორე წელია შევქმენით ოჯახი, შეგვეძინა გოგონა დ უკვე 1 წელზე მეტისაა. ოჯახის შექმნა რომ გვინდოდა და საუბრები გვქონდა შეყვარებულობის დროს, სულ გვინდოდა მრავალი შვილის ყოლა, არადა რაც ეს პირველი გოგონა გაგვიჩნდა, მის მერე ჩემმა ცოლმა დიდი უარი განმიცხადა სხვა ბავშვების ყოლაზე. ვმუშაობ საზღვარგარეთ და ისეთი სამსახური მაქვს, რომ ერთი თვე მივდივარ, ერთი თვე კი სახლში ვარ, ანუ წელიწადში მიწევს 6 თვე წასვლა. მაქვს რამოდენიმე ათასი შემოსავალი ყოველთვე, მაშინაც კი, როცა სახლში ვარ და არ ვმუშაობ, ფულს მიხდიან, ჩემს ცოლსაც კარგი სამსახური აქვს და არანაირად დატვირთული გრაფიკი არ გააჩნია. ამ ერთ ბავშვზე თავისი დაჟინებული თხოვნით ავუყვანე ძიძა, რომელიც დილიდან საღამომდე ეხმარება, ასევე მთელი ზაფხული ბავშვი ჩემს მშობლებთან გვყავდა. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ მატერიალურად ყველანაირად უზრუნველყოფილები ვართ, ახლახან ვიყიდეთ ძვირადღირებული ბინა, ცოტა ვალი გვაქვს, მაგრამ მალე გავისტუმრებთ. ბოდიში, მამაო, ასე დეტალურად რომ ვსაუბრობ ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ გული არ მითმენს, არ ვთქვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია რამოდენიმე შვილის ყოლა და მათი გაზრდა, რაც ჩემი ცხოვრების ოცნებაა, მაგრამ ჩემი ცოლი ძალიან წინააღმდეგია. არ უნდა შვილი და ბოლოს მეუბნება, აღარ წახვიდე, აქ იშოვე ფული და მერე ვიყოლიოთ შვილებიო. მირჩიეთ, რა ვქნა, მამაო? ნამდვილად ფული და ეკონომიური მდგომარეობა არ არის ყველაფერი – ეს ამაოებაა, გინდაც არაფერი გვქონდეს, მაინც უნდა გვყავდეს შვილები, მაგრამ ჩემი ცოლი მარტო მაგით საზღვრავს და რადგან არ უნდა ბავშვი, მაიძულებს, თავდაცვის საშუალებების გამოყენებას ურთიერთობის დროს. ეკლესიაში სადაც დავდივარ, იქ მამაოს ჩემთვის არ სცალია, ჩემი ბრალიც არის. რომ მივდივარ, ერთი თვით ვაცდენ წირვა-ლოცვას და მოძღვარი ისე ახლოს არ არის ჩემთან. ვლოცულობ, მეუღლე მოვიდეს იმ ჭკუაზე, რომ ბავშვები ვიყოლიოთ, დარწმუნებული ვარ, რომ დავანებო სამუშაოს თავი და მართლა თბილისში ვიშოვო ფული, მაინც რაღაცას მოიგონებს კიდევ. იქნებ თქვენთან მოვიყვანო და ერთად რამე დარიგება მოგვცეთ. ძალიან გამწარებული ვარ და მთელი ცხოვრება აზრს კარგავს, აღარც შრომის ხალისი მაქვს. თუ ნებას მომცემთ, მოვალთ თქვენთან, როგორც კი ჩამოვალ თბილისში, ძალიან გთხოვთ, მითხრათ რამე, თორემ შეიძლება ოჯახს ცუდი დასასრული ჰქონდეს. მადლობა და დიდი ბოდიში, რომ მოგაბეზრეთ თავი, პატიებას გთხოვთ, მამაო.

პასუხი:

მოძღვარი ჯვრისწერის დროს კითხულობს: „და მოეცა ამას მორჩილებაი ქმრისა თვისისა“; ხოლო სამოციქულოში კი ვკითხულობთ: “ხოლო ცოლსა მას, რათა ეშინოდეს ქმრისა“. ახლა კი წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელსაც შვილები უნდა და ცოლი წინააღმდეგია. ქალი იმიტომ არის დედამიწაზე გაჩენილი, რომ მან შვილები გააჩინოს. ქალს, რომელსაც არ უნდა შვილი, მას არც ქმარი სურს. ძალიან რთულია ასე პასუხი, იქნებ საზღვარგარეთ მუშაობა ქმნის ქალისთვის პრობლემას, მას ეშინია მარტო დარჩენის, თუნდაც რაიმე განსაცდელის ჟამს, კაცი ყოვლთვის დიდი იმედია ოჯახისთვის. რა გითხრათ, თუ მოიყვანთ, მოგისმენთ, დაგარიგებთ. ქალი ასეთ საქმეში ხელს უნდა უწყობდეს ქმარს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • თინათინი says:

    მამო ბავშვი ერთი წლის რომ ხდება აღნიშვნა არ შეიძლებაო რომ ამბობენ, თქვენი აზრი მაინტერსებს, მადლობას გიხდით წინასწარ და ბოდიშს გიხდით ასეთ უბრალო რამეზე შეწუხებისთვის

    • კეთილისმსურველი says:

      მღვდელი არ ვარ მაგრამ გეტყვით ასეთ რამეს: თქვენ ცხოვრებაში ერთი წლის წინ მოხდა ამ ქვეყნიური უდიდესი სასწაული. უფლის შემწეობით და თქვენი მეშვეობით ახალი სიცოცხლე მოევლინა სამყაროს. ამაზე დაფიქრდით და მიხვდებით რამხელა უაზრო ცრურწმენაა შვილის დაბადების არ აღნიშვნა :) უფალს ყოველდღე უნდა მადლობდეს ადამიანი შვილიერებას და ერთი წლის თავზე რა უშლის ხელს მაგ ამბავს?

  • elene says:

    ჩემი მამა ღვთისო, ჩემი ძვირფასი მოძღვარი, ყველა პასუხი კითხვისას გონებაში მამაოს ხმით ჩამესმოდა. :)

  • ruso says:

    გამარჯობათ.მამაო ჩემს ძმას დაეკარგა ნათლობის ჯვარი.როგორ შეიძლება მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში?

  • mzeo says:

    ვარ გაურკვეველ მდგომარეობაში, მეგობრის შვილი უნდა მომენათლა, მაგრამ მე არ ვიყავი მონათლული, მამაოს შევუთანხმდით და ერთ დგეს მოხვდა ჯერ ჩემი ნათლობა და შემდეგ ჩემი ნათლულის, მაგრამ სახლში რომ მოვედი, ვნახე რომ დედათა ციკლი მოსული მქონდა,იმის შემდეგ ვერსად ვერაფერს ვერ ვამბობ და ვარ გაურკვეველ მდგომარეობაში, გთხოვთ შემეხმიანოთ,როგორ მოვიქცე არ ვიცი

  • ცირა says:

    მაინტერესებს ჯვრისწერის ბეჭდებზე დავამატებინე ოქრო და ფორმა შევუცვალე.ამით ჯვრისწერის მადლიდაიკარგებოდა თუ როგორ მოვიქცე?დიდი მადლობა წინასწარ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი