მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის მორჩილებასა და ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2014 | 2,649 ნახვა

რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვრის მორჩილება და რა შემთხვევაშია აუცილებელი სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევის აღება? ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი:

”სიტყვა მორჩილება რაიმესადმი დამორჩილებას ნიშნავს. მორჩილებისას ჩვენ ვემორჩილებით არა მოძღვარს, როგორც პიროვნებას, არამედ – უფალს. მორჩილება თავისთავად გულისხმობს, მამა დავით დათუაშვილი რომ ჩვენი სულით იმდენად ახლოს ვართ უფალთან, მზად ვართ ყველაფერი შევასრულოთ იმისათვის, რომ უფალი ვადიდოთ და უფლისათვის სათნონი ვიყოთ.
არსებობს მორჩილების სხვადასხვა ფორმა, რაც გულისხმობს მრევლის ზოგად მორჩილებას, სასულიერო პირის ლოცვა-კურთხევის შესრულებას, მაგალითად, ამა თუ იმ ლოცვის წაკითხვაზე… მაგრამ როდესაც ადამიანი სასულიერო ცხოვრებისთვის, მონაზვნობისთვის ემზადება მორჩილების საკითხი სხვა მხრივ რეგულირდება და ამ დროს, ადამიანი ვალდებულია, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეასრულოს მოძღვრის ლოცვა-კურთხევა, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ფიზიკური სამუშაოს შესრულებასაც…

ადამიანებს ძალიან გვებრძვის ამპარტავნების, თავის განდიდების, პატივმოყვარეობის ცოდვა. სწორედ მორჩილებითი ცხოვრებაა ამ ცოდვების მკურნალი. თუ ადამიანი გრძნობს ეს ბრძოლა მასში დაუძლეველია, მხოლოდ მორჩილებით შეუძლია მათგან თავის დაღწევა.

ყველა ადამიანი პიროვნება და ინდივიდია. თითოეულს აქვს ინდივიდუალური თვისებები. აქედან გამომდინარე, მოძღვარს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიური წვდომის უნარი თავის მრევლთან, რომ შეარჩიოს მორჩილების ფორმა. მორჩილება ჩვენთვის არის არა როგორც საჭიროება იმისა, რომ მოძღვარს ეს სჭირდება, რომ რაღაც მიიღოს ამით, არამედ ეს არის სენის საკურნებელი საშუალება. ამ შემთხვევაში, სენში იგულისხმება ის ცოდვა, რომელიც ამ ადამიანშია. შეიძლება ზოგ ადამიანს გავუმკაცროთ მორჩილების, ლოცვა-კურთხევის აღების მდგომარეობა. ჩვენ ხომ ვგრძნობთ, რომელ ადამიანში და რა ფორმით მძლავრობს ბოროტი. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მორჩილების სხვადასხვა სახით მივაღწიოთ ადამიანის ცოდვისაგან გათავისუფლებას.

მოძღვარზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრი სასულიერო პირი გამოცდილია და კარგად ახერხებს ადამიანში ფსიქოლოგიურ წვდომას. სამწუხაროდ, არის გადაცდომებიც, ზედმეტად სთხოვენ მორჩილების შესრულებას. ზოგჯერ, ზოგიერთი მოძღვარი ითხოვს მრევლისაგან მკაცრ და გადამეტებულ მორჩილებას, რაც სასურველი არ არის. რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვა აუცილებელია. მორჩლება არ არის რიტუალი. მორჩილება არის საშუალება, რომ ადამიანს დავეხმაროთ რაღაც ცოდვისგან თავის დაღწევაში.

რა შემთხვევაშია აუცილებელი სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევის აღება?

როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ზოგადად, ლოცვა-კურთხევა არის საფუძველი ეკლესიისა. თუ ლოცვა-კურთხევა არ არის პატრიარქისა, ეკლესია არ აშენდება. როდესაც მოციქულები ამბობდნენ, აქ უნდა შეიქმნას ეკლესია და ა.შ. ეს იყო მათი ლოცვა-კურთხევა. ეკლესია მხოლოდ შენობა არ არის, ეს არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს და ცხოვრობენ ეკლესიური წესით. აქედან გამომდინარე, ეს ლოცვა-კურთხევა რომ არ იყოს, არც ეკლესია შეიქმნებოდა.
ლოცვა-კურთხევის უგულებელყოფა და მიუღებლობა არ შეიძლება. უნდა განისაზღვროს რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ ლოცვა-კურთხევის შესრულება. თუ ის სცილდება ეკლესიურობის ზოგად კონტექსტს, ამ შემთხვევაში, მრევლს აქვს უფლება, მივიდეს გამოცდილ მოძღვართან და მიიღოს რჩევა- დარიგება. როცა ადამიანის კურნებასა და სულიერების სფეროზეა საუბარი, რა თქმა უნდა, სასურველია ლოცვა-კურთხევის აღება და შესრულება, ეს ძალზედ ფაქიზი საკითხია.
ხოლო საეკლესიო წესით დადგენილი მორჩილისთვის, ლოცვა-კურთხევა მუდმივად საჭიროა, რადგან სხვა გზა აქვს გასავლელი და უნდა მიეჩვიოს მორჩილებას. მრევლისთვის კი, რომელიც ერში ცხოვრობს არაა აუცილიბელი ყოველ წვრილმანთან დაკავშირებით ლოცვა-კურთხევის აღება. მაგრამ, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა ოჯახის შექმნა, სამსახურის დაწყება, ნათლობა და ა.შ. სასურველია მოძღვარსა და მრევლს შორის მოხდეს ე.წ. შეთანხმება, რადგან მოძღვარი ყოველთვის ცდილობს რჩევა-დარიგება საღვთისმეტყველო ცოდნიდან გამომდინარე მისცეს, რათა ადამიანმა უფლის მცნებები არ დაარღვიოს.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი