მთავარი » ქრისტიანობა

“მოძრაობა” აცოცხლებს, სამოძრაო მიმართულებას კი ჯვარი გვიჩვენებს…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2021 | 171 ნახვა

მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია: მცდარია კითხვა, თუ „რა“ არის სიყვარული! სინამდვილეში, ჩვენ უნდა ვეძებოთ, „ვინ“ არის სიყვარული! სწორი გეზი უცილობლად მიგვიყვანს სიმართლემდე, ეს სიმართლე კი სახარებაში ამგვარად ჟღერს: „ღმერთი სიყვარული არს“.

ადამიანებს ხშირად გვაინტერესებს, როგორ, რა გზით, რა ფორმით უნდა აღვასრულოთ სიყვარული. ამ კითხვას მაცხოვარი გარკვევით პასუხობს: „შეიყვარე ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი შენი არსებით და მთელი შენი გონებით“ და „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“.

საოცარია, მეტიც, გამაოგნებელია ღვთის კაცთმოყვარება, რადგან მან ადამიანსა და სიყვარულს შორის დამაკავშირებელ ხიდად თავად ადამიანი აქცია და თან ამას მცნება უწოდა.

დიახ, სწორედ მცნების შესრულებით იხილვება სიყვარული. ეს არის ,,მოძრაობა”, რაც გულისხმობს მის აღსრულებას, მოქმედებას, ძიებას, რომლის გარეშეც სიყვარული არ არსებობს, რადგან ,,სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს”.

სწორედ იმით (,,მოძრაობით”), თუ რამდენად გიყვარს ღმერთი და ადამიანი, იზომება ღვთისაგან ჩვენი სიყვარული, სწორედ ამ საოცარ კავშირზე ბრძანებს პავლე მოციქულიც, რომ სჯულის გარეშე სიყვარული არ არსებობს, რადგან „აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს!“

უმოძრაობა კლავს, მოძრაობა აცოცხლებს, სამოძრაო გეზს კი ჯვარი გვიჩვენებს…

მაშ, ,,ავმოძრავდეთ” და ვეძებოთ ადამიანები, ვისაც შესაძლოა ჩვენი დახმარება სჭირდება, ვუმოყვასოთ მათ და სწორედ მაშინ ვიპოვით ,,მას”, ვინც თავად სიყვარულია!

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი