მთავარი » ფოტორეპორტაჟი

მოწამეთა – სამონასტრო ანსამბლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.10.2018 | 3,555 ნახვა

მოწამეთა — სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად.

მოწამეთა

მდებარეობს ქუთაისიდან 6 კმ დაშორებით, მდინარე წყალწითელას აღმოსავლეთ ხეობაში, სოფელ მოწამეთაში. მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია. გალავნით შემორტყმული მონასტერი კლდოვან-ტყიან მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, მონასტრის გარშემო მყოფ ბუნებაზე მოგზაური ალექსეი მურავიოვი ამბობდა: „შეუძლებელია უკეთესი ადგილის შერჩევა საბერ-მონაზვნო განმარტოებისთვის“. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არგვეთის ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.

მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი – დასავლეთისა და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს.მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. მის ეზოში დასაფლავებული დაკრძალული არიან XIX-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები. ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი (მოსაცდელი).

მოწამეთას ეკლესიის აშენების საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ერთნი ფიქრობენ, რომ ეკლესია აშენდა 11 საუკუნეში ბაგრატ IV-ის მიერ, მეორენი კი ეკლესია აშენდა ბაგრატ V დიდის დროს, ეს დაბნეულობა გამოწვეულია იმით, რომ მარტვილობის ტექსტში მითითებულია მეფე ბაგრატი, მაგრამ რომელი ზუსტად არ არის ნაცნობი.

მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი