მთავარი » ქართული მეტყველების კულტურა

მოწამე – მოწმის მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.04.2017 ერთი კომენტარი | 968 ნახვა

წიგნი ძვ. ქართულში უმეტესად ძირშეუკუმშავი მოწამე ფორმა გამოიყენებოდა ორივე მნიშვნელობით, რომელსაც ადასტურებს გამოთქმა: ღმერთია მოწამე (ღმერთი მოწმეა, დამსწრე, მნახველი), რომელშიც მოწამე და მოწმე სიტყვები ერთნაირი მნიშვნელობისაა.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში თანდათან გაიმიჯნა მო– თავსართით ნაწარმოები წამ ძირის შემცველი შეუკუმშავი და შეკუმშული ფორმები: მოწამე და მოწმე.

„ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ ბოლო ვრცელ გამოცემაში მოწამე ფორმა მოწმის მნიშვნელობით მოძველებულად არის შეფასებული:

მოწამე (მოწმისა) (=წამებული)

(მოწამე მოძვ.||) მოწამე

მოწამებრივი და მოწამეობა ფორმებიც არის:

მოწამე (მოწმისა; ვითარ. მოწმედ; მრ. მოწმეები(მოძვ. მოწამე).

არის ასევე მოწმეობა ფორმაც (ანუ მოწმედ ყოფნა, მოწმედ დადგომა).

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში მოწამე და მოწმე სხვადასხვა მნიშვნელობისაა. მოწამე აღარ იხმარება მოწმის მნიშვნელობით. ისინი საერთო ფუძის მქონე მნიშვნელობით განსხვავებულ პარონიმებად იქცნენ.

პარონიმებს უწოდებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ჰგვანან ერთმანეთს მაგრამ მნიშვნელობით განსხვავდებიან, რაც ხშირად ხდება მათი აღრევის მიზეზი. პარონიმთა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება წარმოშვას აზრობრივი შეცდომები, ორაზროვნება და საერთო ჯამში არასწორი მეტყველება.

მოწამე და მოწმის სიტყვათა მნიშვნელობა:

მოწამე: ვინც ეწამება, მარტვილობს. პიროვნება, რომელიც საკუთარი სარწმუნოებისათვის განიცდის დევნას, ტანჯვას და იღებს სიკვდილს.

მაგ. დედოფალმა ქეთევანმა… მიიღო მოწამის გვირგვინი (ი. გოგებ.).

მოწმე: 1. რაიმე შემთხვევის დამსწრე, მნახველი|| რისამე დამადასტურებელი ფაქტი, საბუთი.

მაგ.ზაზამ უამბო [გარსევანს], თუ რისი უნებური მოწმე გახდა ღამით (ს. კლდ.).

2. სასამართლოში ან საგამომძიებლო ორგანოებში ჩვენების მისაცემად მიწვეული პირი, რომელმაც რაიმე იცის გასარჩევი ან გამოსაძიებელ საქმისა.

მაგ.«მოწმეებმა ჩვენება დააბნიეს და გამომძიებელმა მოსასპობად გადასცა საქმე» (აკაკი).

ეს მნიშვნელობაა ამოსავალი ამ სიტყვებისაგან ნაწარმოები თანამედროვე სხვა ზმნური ფორმებისთვისაც: ემოწმება (დაემოწმა), იმოწმებს (დაიმოწმა), უმოწმებს (დაუმოწმა)…

ამრიგად, თანამედროვე სალიტერატურო ქართულში მოწამე და მოწმე ბგერობრივად მსგავს და შინაარსობრივად განსხვავებულ სიტყვათა წყვილად(პანორიმებად) იქცნენ. ბგერობრივად ორივე სიტყვა სწორია, მაგრამ მთავარია ამ სიტყვების შინაარსობრივი, სიღრმისეული ცოდნა, რაც მეტყველების კულტურას ემსახურება.

მოამზადა ლელა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.