მთავარი » კულტურა, ქრისტიანობა

“მოვიხიბლე იქაური ჩუმი, ღვთიური გარემოთი, რომელიც ბიძგს მაძლევდა რამე შემექმნა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.08.2019 | 613 ნახვა

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” გაგაცნობთ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგონას, ელისაბედ მიქელაძეს, რომელიც ხეზე კვეთით არის დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა რაც ამ სფეროთი დაინტერესდა, უკვე სერიოზული ნამუშევრები შექმნა და ცოდნას კიდევ უფრო იღრმავებს, რაშიც მისი სულიერი მოძღვარი ეხმარება.

-ელისაბედ, მოგვიყევით თქვენზე…

-ვარ ელისაბედ მიქელაძე , 15 წლის, ქ.ბათუმიდან. ჩემი ინტერესის სფერო მრავალმხრივია თუმცა, უფრო მეტად კონცერტრირდება ხელოვნებაზე. თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა, ჩოგბურთის თამაში, პიანინოზე დაკვრა.

მამა შიოსთან

-როდის დაინტერესდით ამ სფეროთი?

-რამდენიმე თვეა დავინტერესდი ხეზე კვეთით და გადავწყვიტე გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და უნარები ამ სფეროში. ამ დარგთან შეხებისთანავე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის გარემო და საქმიანობა იყო, რომელშიც საკუთარ თავს და განვითარების გზას ვხედავდი. ჩემი განსაკუთრებული სიყვარული დიდწილად განაპირობა მამა შიომ, ჩემმა მასწავლებელმა, რომელიც ამავდროულად, ჩემი მოძღვარია(დეკანოზი შიო პაიჭაძე არის ბათუმის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი). მისი ამ საქმისადმი სიყვარული და შრომისმოყვარეობა გადამდები აღმოჩნდა.

მამა შიოსთან

-როდის დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

-კარგად მახსოვს პირველი დღე. მოვიხიბლე იქაური ჩუმი, ღვთიური გარემოთი, რომელიც ბიძგს მაძლევდა რამე შემექმნა. სწორედ ეს განცდა გადავიტანე ხეზე. ამას საფუძვლად უდევს მამა შიოს დაუღალავი, სითბოთი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება საქმისადმი. სწორედ მამა შიოს დამსახურებაა ჩემი სულიერი ზრდა და წარმატებაც. ჩემი პირველი ნამუშევარი – „მოცეკვავე ქალი“ მივუძღვენი ჩემს საყვარელ მასწავლებელს. საინტერესოა ის პროცესიც, თუ როგორ ვითარდები და ხვეწ მუშაობის ტექნიკას დროთა განმავლობაში. შემდეგ შთაგონებას შთაგონება ემატებოდა და ასე იქმნებოდა ჩემი თითოეული ნაწარმოები და რაც შეეხება გალაკტიონს, ეს სხვა გალაქტიკაა…

ძველი თბილისი
მთის არწივი
თამარ მეფე
გალაკტიონი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.