მთავარი » ქრისტიანობა

მოსაყდრეობასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2017 | 2,916 ნახვა

დავით ჩიკვაიძე (სამართლის დოქტორი):

მოსაყდრე 1. პატრიარქის მოსაყდრის ინსტიტუტი ყველა ავტოკეფალურ ეკლესიაშია და მას მხოლოდ ერთი ფუნქცია ეკისრება: მართოს ეკლესია ახალი პატრიარქის აღსაყდრებამდე და უზრუნველყოს საპატრიარქო არჩევნების ჩატარება.

2. ჩვეულებრივ, პატრიარქის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მოსაყდრე ხდება წმინდა სინოდის წევრთაგან ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, ანუ ის ეპისკოპოსი, რომლის ხელდასხმაც სხვებზე ადრე მოხდა.

3. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებები, მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, გარდა მოსაყდრეობისა, იცნობს ე.წ. „საპატრიარქო ანდერძის“ ინსტიტუტს. ანდერძით პატრიარქი ასახელებს სწორედ რომ მოსაყდრეს (და არა მემკვიდრეს! საეკლესიო სამართალში უცნობია მემკვიდრეობა საპატრიარო საყდარზე) იმისათვის, რომ მან შეასრულოს ზემომოყვანილი ფუნქციები. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საპატრიარქო ანდერძი, მოსაყდრე ჩვენთანაც ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ხდება.

4. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში მრავალი მითქმა-მოთქმა გავრცელდა საპატრიარქო ბეჭდისა და მისი უწმიდესობის ხელმოწერის თითქოსდა გაყალბების ფაქტების თაობაზე, პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსაყდრე განესაზღვრა მისივე სიცოცხლეში, რაც უზრუნველყოფს დამატებითი სპეკულაციების მოსპობას ხსენებულ საკითხზე.

5. პატრიარქის მმართველობის პირობებში მოსაყდრის დანიშვნა მიღებულია დებულების თანახმად, რადგან მოსაყდრე განსაზღვრულია, როგორც „პატრიარქის მიერ დადგენილი“, ხოლო დადგენის კონკრეტული დრო ან ვითარება არ არის გამოყოფილი.

6. პატრიარქის მოსაყდრე, როგორც კანონიკური ტრადიციით, ისე საქართველოს ეკლესიის დებულების თანახმად, ვიდრე პატრიარქი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, ფუნქციურად არ განსხვავდება წმ. სინოდის სხვა მღვდელმთავრებისგან. მისი მართვა იწყება მხოლოდ პატრიარქის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ და როგორც დებულებაშია აღნიშნული, ის მართავს ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე.

7. მოსაყდრეს, რამდენადაც მისი დანიშვნა არ ნიშნავს მის მემკვიდრედ აღიარებას, არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა სხვა მღვდელმთავრებთან შედარებით საპატრიარქო არჩევნების დროს. მეტიც, მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების ისტორიაში უამრავი მაგალითი მოიპოვება, როდესაც მოსაყდრედ დადგინებული პირი ეკლესიის მეთაურად არ ყოფილა არჩეული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.