მთავარი » ქრისტიანობა

მომაკვდავთა ზიარება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2020 | 143 ნახვა

სიკვდილისწინა მადლმოსილი გაცილება – მომაკვდავის ზიარება ღვთის სამსჯავროზე მისი განსვლის წინ – უდიდესი სულიერი სიხარულია თითოეული ქრისტიანისათვის, რომელიც შემოქმედის წინაშე უნდა წარსდგეს. საეკლესიო წესები განსაკუთრებულად ავალდებულებენ სამრევლო მღვდლებს, მღვდელმსახურებს ყოველივე შესაძლებელი იღონონ იმისთვის, რომ მრევლის წევრთაგან არავინ არ გარდაიცვალოს სიკვდილისწინა ზიარების გარეშე. ამ შესაძლებლობის უზრუნველყოფა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანის მოვალეობაცაა ჩვენი მომაკვდავი ახლობლების მიმართ.

სიკვდილისწინა ზიარება ნებისმიერ დროს შეიძლება აღსრულდეს, ზემოთ აღნიშნული ზიარებისწინა პირობების დაუცველადაც, ამასთან, იმ წესით, რომლითაც სნეულ მორწმენეებს აზიარებენ. ერთადერთი აუცილებელი პირობა ამ დროს ის არის, რომ მომაკვდავ მორწმუნეს ცნობიერება არ უნდა ჰქონდეს დაკარგული, რათა თავისი უკანასკნელი სინანული მოუტანოს უფალს და სრული შეგნებით ეზიაროს მის წმინდა საიდუმლოებებს.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი