მთავარი » ქრისტიანობა

რა მნიშვნელობა აქვს მომაკვდავი ადამიანის აღსარებასა და ზიარებას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.11.2019 | 1,376 ნახვა

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “უმძიმესი დღეებია, როცა ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს. ღრმა მოხუცებულობის ან მძიმე სნეულების გამო დანამდვილებით ვიცით და აშკარად ვხედავთ, რომ ადამიანი დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, ვხვდებით, რომ კვირები, დღეები ან ზოგჯერ საათებიღა დარჩენია ამ ქვეყანად, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვინდა ამის აღიარება, მიმავალ ადამიანს ვერ ვეხმარებით ამ ქვეყანასთან გამოთხოვებაში.

მქონია ბევრი შემთხვევა, როცა სასიკვდილოდ სნეულ ქრისტიანს ან მის ოჯახს ახლობლებმა ვერ შესთავაზეს მღვდლის მიყვანა მომაკვდავთან. ასე ვიმართლებთ ხოლმე შემდეგ თავს: “მღვდელი რომ ვუხსენო, იფიქრებს ვკვდებიო და ახლა ამას ვერ გავუბედავ და უფრო ვერ დავუმძიმებ მდგომარეობასო” და ამის გამო ქრისტიანი ვერ ამბობს უკანასკნელ აღსარებას. შემდეგ, როცა ჩვენთან აღარ არის, ხშირად გვიფიქრია: იქნებ სიკვდილის წინ რა ჰქონდა სათქმელი უფლის წინაშე, იქნებ რა სიმძიმე ან დარდი აწვა გულზე, იქნებ რა სინანულის გამოხატვა და განთავისუფლება უნდოდა მის სულს სიკვდილის წინ? ჩვენ კი მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გავბედეთ სიკვდილის მოახლოების აღიარება და შეგვეშინდა, მოვაკელით მას ეს ბოლო და აუცილებელი საქმე. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს თავის სიკვდილის წინ დაწერილ წერილში: “სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი”, ნუ შეგვეშინდება სიკვდილის მოახლოების დანახვის და ნუ მოვაკლებთ იმქვეყნად მიმავალ ქრისტიანს ამ ბოლო და უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს – აღსარებას.

ღმერთმა ბედნიერი სიცოცხლე მისცეს ყველას ღრმა სიბერემდე!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი