მთავარი » ქრისტიანობა

მოკრძალება – წმინდა პაისი მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.01.2021 | 137 ნახვა

***

მოკრძალება გადამდებია, ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა სხვას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასში კეთილი განწყობა და სიმდაბლე არსებობს. გეტყვი, რომ თუ ადამიანს მოკრძალება არა აქვს, მაშინ მას არაფერი აქვს. მოკრძალებული ადამიანი, გაუნათლებელიც რომ იყოს, ყოველგვარ სიწმიდეს წმიდად ხედავს, ხედავს ზუსტად ისე, როგორიც სინამდვილეშია და ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც საღვთო აზრებს ეხება, არაფერში ცდება. მოკრძალებული ადამიანი ჰგავს ბავშვს, რომელსაც დედ-მამის მიმართ ბოროტი აზრები არ შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ უყვარს მშობლები, პატივს სცემს და ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ სიკეთით და წმიდად აღიქვამს. რამდენად მეტი მოკრძალებაა საჭირო წინაშე ღვთისა, რომლის სრულყოფილებასაც ვერაფერს გაუთანაბრებ! ვისაც მოკრძალება არა აქვს, შეცდომებს უშვებს, რამდენადაც ცდომილებისაკენ იხრება დოგმატებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რა შეცდომებს უშვებენ ისინი, ვინც მოკრძალების გარეშე წერენ განმარტებებს და კომენტარებს წმიდა წერილისა და მამათა შრომებისათვის.

***

როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმიდა ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმიდანები აისახებიან. წმიდანები ხარობენ, როდესაც „სწყდებიან” ქაღალდსა და დაფას და ადამიანების გულებში აღიბეჭდებიან. როდესაც ქრისტიანი კრძალვით ემთხვევა წმიდა სახეებს და შეწევნას ითხოვს ქრისტესაგან, ღვთისმშობლისა და წმიდანებისაგან, ამ დროს იგი აღასრულებს თაყვანისცემას იმ მთელი გულით, რომელიც მხოლოდ ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმიდანების მადლს კი არ იღებს, არამედ – სრულად ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმიდანებს, რომლებიც მისი შინაგანი ტაძრის კანკელზე არიან გამოსახულნი. „ადამიანი ტაძარია სულისა წმიდისა”. დააკვირდი: ყოველგვარი მსახურებაც ხომ ხატებთან მიმთხვევით იწყება და მთავრდება. ადამიანებს რომ ეს ესმოდეთ, რაოდენ სიხარულს განიცდიდნენ, რა დიდ ძალას მიიღებდნენ ისინი!

***

ყოველივე სულიერში აუცილებელია კრძალულება და გული, ყველაფერი, რაც მოკრძალებით კეთდება, კურთხეულია. განსაკუთრებით იმისათვის, რომ რომელიმე წმიდანის მსახურება დაწერო, უნდა გიყვარდეს ეს წმიდანი, მისდამი კრძალვას უნდა გრძნობდე, მაშინ ეს მსახურება გულიდან შეიქმნება და კეთილკრძალულების არომატს დააფრქვევს. ხოლო, თუ საღვთო გულმოდგინების მდგომარეობას, საღვთო უგუნურების მდგომარეობას მივაღწევთ, მაშინ ტროპრები თავად გადმოიღვრება ჩვენი არსებიდან.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი