მთავარი » ქრისტიანობა

მოგონებები ბერ ვიტალიზე (სიდორენკო)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.07.2011 18 კომენტარი | 15,164 ნახვა

სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

mama vitaliმრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მამა ვიტალის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის ბედნიერება. „ამბიონი“ გთავაზობთ მოგონებებს მამა ვიტალიზე:

ლეილა გოგინაშვილი (ქ.თბილისი): ,,ძნელია სიტყვები იპოვო იმის გადმოსაცემად, როგორი დიდებული ადამიანი იყო მამა ვიტალი. მე მასთან და დედა მარიამთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში მოსკოვის პროსპექტზე 1970-იანი წლების დასაწყისიდან მის გარდაცვალებამდე.

ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენი შვილები მამა ვიტალის ბაბუას ეძახდნენ და როცა ბერი ჯვარს გადასახავდა, მაშინვე წყნარდებოდნენ. პატარები გახარებულები მისცვივდებოდნენ ხოლმე ტაძრიდან დაბრუნებულ მამა ვიტალის: ბაბუ! ბაბუ! – ეძახდნენ და ცდილობდნენ, ფეხსაცმლის გახდაში დახმარებოდნენ, როგორც ამას დედა მარიამი აკეთებდა ხოლმე.

მამა ვიტალიმ მათ რუსულად საუბარი ასწავლა და როდესაც ნონა სკოლაში წავიდა, მასწავლებელს ეგონა, რომ გოგონას რუსი დედა ჰყავდა. ბერი თავისი ხელით კიდებდა ხატებს საბავშვო ოთახში. ბავშვებს ლოცვას ასწავლიდა. მამა ვიტალი პატარასათან პატარა იყო, დიდთან – დიდი, მეცნიერთან – მეცნიერი.

სახლში მას ყველა იცნობდა და ძალიან უყვარდათ. განსაცდელის ჟამს ყველა მას აკითხავდა. ისიც ყველას ეხმარებოდა – სულიერადაც და მატერიალურადაც.

მეზობელს, ვაჟას მანქანის საბურავები მოპარეს. მამა ვიტალიმ ამის შესახებ შეიტყო და ფული მისცა: „ნუ დარდობთ, მიიღეთ, როგორც ღვთის შეწევნა“. ერთხელ პატარა გოგონა ავად გახდა, მისი დედა კი სამსახურში იყო წასასვლელი. მამა ვიტალი ახლა უკვე ძიძად გადაიქცა. მან გოგონა თავის საწოლზე დააწვინა, თვითონ იატაკზე დაწვა და თვალყურს ადევნებდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო, თან ძალიან უხაროდა, რომ პატარას უვლიდა.

vitali sidorenkoჩვენი ოჯახის ცხოვრებაში ყველაფერი ხდებოდა. იყო სიძნელეებიც, ავადმყოფობაც, მაგრამ მისი ლოცვა ყველას კურნავდა. სამსახურის შემდეგ დაღლილ-დაქანცული უბრალოდ იჯექი მის წინ და მთელი დაღლილობა, საზრუნავი, გაღიზიანება ქრებოდა, კვლავ გემატებოდა ძალა, სხვა ადამიანი ხდებოდი.

საღამოს ის ჩვენთან გამოდიოდა საინფორმაციო გადაცემის „ნოვოსტის“ საყურებლად. თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა გარდაიცვალა ომში, ან უბედური შემთხვევის გამო, სანთლებს ანთებდა დაღუპულთათვის და მათი სულების ცხონებისთვის ლოცულობდა. მამა ვიტალი ყოველთვის აღავლენდა ლოცვას. ღამით თითქმის არ ეძინა. მისი ოთახიდან მუდამ სანთლების შუქი გამოდიოდა. ასეთ დროს ვიცოდით, რომ თითოეული ჩვენგანის ცხონებისათვის ლოცულობდა. გვეუბნებოდა, მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანის გადარჩენაო.

იმდენად ცოტას ჭამდა, გვიკვირდა, საიდან იღებდა საარსებო ძალას. დედა მარიამი ტაძარში წასვლის წინ დიეტურ საჭმელს უტოვებდა ( მას კუჭი აწუხებდა), ის კი ყველაფერს მერაბს, ან ჩვენ გვაძლევდა. უარზე ვიყავით: „ბაბუ, ეს ხომ თქვენ დაგიტოვეს,’’- ვეუბნებოდით. მაგრამ ის დაჟინებით გვთხოვდა : „ჭამეთ, თორემ დედა მარიამი ძალიან გამიბრაზდება“. მას შეეძლო, რამდენიმე დღე ყოფილიყო უსმელ – უჭმელი. თუ ჰკითხავდი: „ბაბუ , რატომ არ ჭამ?“ – ღიმილით გვიპასუხებდა: „ვიწმინდები“.
ღარიბებს ურიგებდა რაც შეეძლო. ერთხელ რუსეთიდან ჩექმები გამოუგზავნეს. მას წესიერად არც კი შეუხედავს, ისე მისცა ვიღაც გაჭირვებულს. თვითონ მშიერი დარჩებოდა და სხვას მისცემდა. მასთან მისულს ხელცარიელს არასდროს უშვებდა – აუცილებლად გაატანდა რაიმეს.
ასე მგონია, ისევ ცოცხალია და ჩვენ შორისაა. ეს შეგრძნება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაიმე გაგვიჭირდება თუ არა, მაშინვე მასთან გავრბივართ საფლავზე და ვთხოვთ დახმერებას. ისიც გვეხმარება. ასევე არიან ჩვენი მეზობლებიც.

მამა ვიტალიმ ძალიან ბევრი გადაიტანა თითოეული ჩვენგანისთვის. ალბათ, ამიტომაც გარდაიცვალა ასე ადრე.’’

ნატალია (ქ. თბილისი): ,,როდესაც მატერიალურად განსაკუთრებით გვიჭირდა, დედა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წავიდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ დადგა და სთხოვა მას, თუნდაც 20 მანეთი მაინც ებოძებინა ჩვენთვის. მალე საკურთხევლიდან მამა ვიტალი გამოვიდა, დაუძახა დედას, რაღაც შეკრული ფუთა გადასცა და უთხრა: „სახლში გახსენი, ეს დედა ღვთისმშობელმა გამოგიგზავნა.“ სახლში დედამ გახსნა ფუთა და მასში აღმოჩნდა საცვლები და 20 მანეთი.“

ეპისკოპოსი ნიკონი (ვასიანი): ,,მამა ვიტალი სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვისაც ლოცულობდა. ვიეტნამის ომის დროს ის სანთლებს ანთებდა ვიეტნამელთათვის, რომელთა შესახებაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ.

მამა ვიტალი ძალიან მოსიყვარულე იყო და ცოდვების გამო არასოდეს არავის სჯიდა. ხშირად სხვის სნეულებას საკუთარ თავზე ტვირთულობდა, თუმცა უამისოდაც საკმაოდ ავადმყოფობდა. შეტევის დროს ტახტზე ერთი მხრიდან მეორეზე გორაობდა, თან თითქოს იღიმებოდა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე ტკივილების გამო აკეთებდა, რადგან ამის ატანა შეუძლებელი იყო. თუმცა ითმენდა და არავის არაფერს ეუბნებოდა.
სნეულების გამო არასოდეს წუწუნებდა, მაგრამ სხვებს ავადმყოფობასა და განსაცდელში ყოველთვის თანაუგრძნობდა.

მამა ვიტალისთვის ბევრი რამ ცხადი იყო. ასე, მაგალითად, ეპისკოპოსად ხელდასხმამდე 15 წლით ადრე მან მღვდელმთავრობა მიწინასწარმეტყველა.’’

მხევალი ღვთისა ნინა: ,,ჩემი ბათუმელი მეგობარი მომაკვდავი იყო. ექიმებს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი და ყვირილი დავიწყე: „მამა ვიტალი, ლიდა კვდება!“ ისინი, ვინც ამ დროს მის გვერდით იყვნენ, შემდეგ ყვებოდნენ, რომ ტაძრის გვერდით ისხდნენ. უეცრად მამა ვიტალი სწრაფად წამოდგა: „ჩქარა, გახსენით ტაძარი! აანთეთ კანდელები, სანთლები, პარაკლისს გადავიხდით!“ და მათ იგი გადაარჩინეს. როდესაც მამა ვიტალისთან ჩავედი, მან ჩემივე სიტყვებით გამომაჯავრა: – „მამა ვიტალი, ლიდა კვდება!“ შემდეგ კი დაუმატა : ,,არაფერია, კიდევ იცოცხლებს.’’

mama vitalis saplaviმამა ვიტალი გარდაიცვალა 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე. მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია II, გამოემშვიდობა საყვარელ მოძღვარს და თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დაკარგეთ.“

უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა იმ ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა ეს უდიდესი ბერი. პატრიარქმა ბრძანა:“მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს.“

1992 წლის 5 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II – ის კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალეს წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში.

მას შემდეგ უამრავი ადამიანი მიდის მის საფლავზე და შესთხოვს დახმარებას.

მოამზადა: დავით დანელიამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

18 კომენტარი »

  • სერგი says:

    გაგახაროთ უფალმა, ძალიან თბილი სტატიაა…
    მამა ვიტალის ცხოვრებაზე კითხვისას შეუძლებელია არ გაგითბეს გული…
    თქვენთან ერთი კითხვა მექნება, მაინტერესებს დედა სერაფიმა (დიაჩენკო), თუ არის ცოცხალი და როგორ შეიძლება მას დავუკავშირდეთ (გერმანიდან გწერთ)

  • ლია says:

    mama vitalis shesaxeb,me gvian gavige albat ar viyavi ghirsi da ghmertma ar momca amis sashualeba.magram madloba ghmerts,rom misi midzinebis shemdeg shevdzeli mistan misvla.me mgoni eset adamianebtan,rom mixvide shenc unda mixvide garkveul donemde,rom mixvde tu vin arian isini.misi locva-kurtxeva ar moaklos mtel saqartvelos,romelic mas ase dzalian uyvarda.

    • ხათუნა says:

      მამა ვიტალის შესახებ მსმენია,მაგრამ მის საფლავზე არასოდეს ვყოფილვარ.ერთხელ თბილისში, კერძოდ მარჯანიშვილზე მოვხვდი, რატომღაც მომინდა ტაძარში შევსულიყავი და გამყიდველს ვკითხე, სადმე ახლოს ხომ არ იყო ტაძარი.მან კი მომასწავლა წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარი. ბინდდებოდა, ეზოში რომ შევედი და ტაძრის კარები დაკეტილი დამხვდა.გავიფიქრე ლიტანიობას გავაკეთებ მეთქი და როდესაც ტაძარის უკან აღმოვჩნდი, შევამჩნიე საფლავი, რომელზეც კანდელი ენთო. დანახვისთანავე ღვთაებრივი სიხარული მეწვია…საფლავს მივუახლოვდი და მის ქვაზე გაოცებით ამოვიკითხე ,,სქიმარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო”!
      მადლიერი ვარ მამა ვიტალის,რომ გამხადა მასთან მიახლების ღირსი.შეგეწიოთ ყველას მისი მადლი ქართველებო!

  • დათო says:

    სამწუხაროდ დედა სერაფიმა (დიაჩენკო) გარდაიცვალა ხუთი წლის წინ, იგი დაკრძალულია სამთავროს მონასტრის ეზოში.

  • zviadi. gomareli says:

    დედა სერაფიმას გარდაცვალების დგე არის15 იანვარს და ყოველ ამ დგეს პანაშვიდს უხდის მისი სულიერი შვილი მამა ადამი. ყველა მსურველს შეუდლია დაესწროს და მონაწილეობა მიიგოს. მალე გამოიცმა წიგნი დედა სერაფიმაზე მამა ადამის ავტორობით სადაც იქნება ისეთი ფაქტები აღწერილი რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი.

  • კახა says:

    მისი ლოცვის ძალა მეც შემწევია! მადლობა უფალს !

  • Natia says:

    სად მდებარეობს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი??

    • ირაკლი says:

      წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია მდებარეობს ივ. ჯავახიშვილის ქ. №69-ში, მეტრო „მარჯანიშვილის“ (უკან) მიმდებარე ტერიტორიაზე.

  • ნინო says:

    მეც შემწევია მისი ლოცვა და დამხმარებია. თავად სასწაულია

  • ნინო says:

    მამა ვიტალი?ძალიან მიყვარს,ბევრჯერ დამხმარებია და ბევრჯერ მიგრძვნია მისი ძალა და მადლი

  • დათა says:

    ნეტარ არიან რომელთა მიეტევნენ ცოდვანი

  • lia says:

    მაპატიე ჩადენილი ცოდვები და ჯამრთელობა მომეცი რომ შევძლო შრომა.გვფარავდეს უფალი.

  • qeti says:

    ar arsebobs rcmenit mixvidet mis saflavtan, stxovot rac gindat da rom ar shegisruldet.. mam vitalim tkva: damelaparaket rogorc cocxals da dagexmarebito…

  • nestani says:

    veTanxmebi rasac weren ar arsebobs mis saflavze mivide da rame vtxovo ar semisrulos misi madli segvewios yvelas

  • vazhap says:

    მამა ვიტალი ცხოვრობდა და მსახურობდა დედოფლისწყაროში ღვთის მშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლში

  • nana says:

    dzalian minda mama vitalis saflavze mivide da vemtxvio wmindanis saflavs.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი