მთავარი » სხვადასხვა

მჯდომარე ანასტასია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2012 33 კომენტარი | 56,176 ნახვა

ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობდა ნახალოვკაში. დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. ანასტასია ძალიან მორწმუნე გოგონა იყო და სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. მჯდომარე ანასტასია სლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მას ერთი უბრალო ღარიბი ოფიცერი შეუყვარდა და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს გერის ეკლესიური ცხოვრება ძალიან აღიზიანებდა და არც მისი საქმრო მოსწონდა. 1905 წელს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა: ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი.

არადა ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა, სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და ამ დღიდან დაიწყო მისი მოწამეობრივი მოღვაწეობა. სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. ხალხმა მას “მჯდომარე ანასტასია” შეარქვა. ანასტასია ათეული წლების მანძილზე, 1905 წლიდან 1970 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე უძრავად, ქარსა და წვიმაში, მზესა თუ თოვლში საკუთარ ქუსლებზე იჯდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა.

მიუხედავად ამისა, ანასტასიას დედინაცვალი მაინც სასტიკად ექცეოდა, ყინვაში გამოდიოდა და ცივ წყალს ასხამდა. ერთხელ გამოუცხადა, შუა ეზოში რომ ზიხარ, გზაზე სიარულში ხელს მიშლიო და პატარა ქოხში შეუშვა, რომელიც ძაღლის სადგომს უფრო გავდა. მან ჩათვალა, რომ რადგან ჭერი ჰქონდა, ამით ღვაწლი შეუმსუბუქდა, ამიტომ დამსხვრეული შუშის ბოთლებზე დაჯდა. ბასრი ნამტვრევები ხანდახან ძვლამდე ატანდა.

მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი პირობებისა, ანასტასია უძრავად იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ ავად არასდროს გამხდარა და არც ერთი ჭრილობა არ გართულებია.

მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა და ლოცულობდა, მაგრამ ხშირად დევნიდა პოლიცია მომლოცველებს. თუმცა ერთხელ პოლიციის ერთ–ერთი მაღალი ჩინოვნიკის შვილს პრობლემები შეექმნა. მჯდომარე ანასტასია ის მივიდა ანასტასიასთან და რჩევა ჰკითხა. პასუხად შეწევნა მიიღო და მას შემდეგ ისე სასტიკად აღარ დევნიდნენ.

ერთხელ მასთან საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეც იყო. ანასტასიას მისთვის უთქვამს: “ერთ წელიწადში წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეთეთო”. მართლაც, მჟავანაძემ რუსეთიდან ფინანსები გამოითხოვა და ჯებირები გააკეთა. სწორედ იმ წელს, ანასტასიამ როგორც იწინასწარმეტყველა, მართლაც მოხდა წყალდიდობა, მაგრამ თბილისი გადარჩა.

ანასტასიასთან უამრავი სნეული მოდიოდა. მოჰყავდათ ბავშვები და მისგან შეწევნას იღებდნენ. იგი აიღებდა ვაშლს, ილოცებდა და ჯვარს გადასახავდა. გადმოცემით, ამ ვაშლის ჭამით ბევრი ადამიანი იკურნებოდა.

ღრმადმორწმუნე ანასტასია 1970 წელს გარდაიცვალა. ის 65 წელი ქუსლებზე იდგა და ფეხები შეხორცებული ჰქონდა. დაკრძალულია კუკიას სასაფლაოზე. ადამიანები დღემდე მიდიან მის საფლავზე, ვაშლებს აწყობენ, სანთლებს ანთებენ და ანასტასიას შემწეობას, ჯანმრთელობასა და გაჭირვების ჟამს დახმარებას სთხოვენ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

33 კომენტარი »

  • ნანა says:

    შეეწიე წმიდაო დედა ანასტასია ჩემი ძმის ოჯახს!

  • მაია says:

    შეეწიე წმინდაო ანასტასია ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ბოლოს მეც!

  • ნინო says:

    წმინდაო ანასტასია შეეწიე ჩემ ოჯახს,ჯამრთელი მიმკოფე შვილი!ამინ.

  • თეონა says:

    მჯდომარე ანასტასია წმიდანად არ არის შერაცხილი და ისე შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ :)

    • გაგა says:

      65 წელი რომ ადამიანი ასეთ ღვაწლში იქნება და ასეთ სასწაულებს განახებს ღმერთის ნებით ,წმინდანი არის აბა რა არის ,,სიცოცხლეშივე წმინდანი იყო ,,,, და ეხლაც წმინდანია ,,,

      • გიო says:

        რათქმაუნდა.ის ღმერთისგანაა დალოცვილი აუწონელი ძალითა და აუწონელი დიდებით.ხორციელ სამყაროს რა ძალუძს ის ვერ დაბადებს წმინდანს,შესაბამისად ვერც ვერავის დაარქმევს წმინდანს.ის ხალხის ანასტასიაა,რომელიც ღმერთმა გამოგზავნა,რომელიც ალბათ ყოველდღე საუბრობდა ღმერთთან.ის წმინდანია!!!

  • მარი says:

    წმინდაო ანასტასია დაიფარე ჩემი ოჯახი და ჩემი ნათესავები.ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო.

  • tamar says:

    visac sjera da darwmundes visac arada dapikrdes anastasia sazanova wmindani adamiania romlis sulamde kurnavs adamians da bevr saswauls axdens me vtxove iseti ram ise amixda ver warmomedgina anastasia marto saswaulebs axden bevr ramesac da marto akedan werit ar axdens aramed unda iarot yovel kviras tu shegizliat kvirashi sam jer me 2 welia rac davdivar da mwams zaan …chems cxovrebashi bevri ram sheicvala

    • ილია says:

      თქვენ ღმერთის გწამთ თუ ანასტასიასი? ყოველკვირას ტაძარში არ დადიხართ და ანასტასიას საფლავზე დადიხართ? რომელი ეკლესიის წმინდანებშია შერაცხული და ვინ შერაცხა წმინდანად?

      • მარი says:

        პირველ რიგში სიწმინდე სულში უნდა ვეძებოთ.უფალი გვაძლევს ამ სასწაულებს და ადამიანებს არ სრჯერა.ვინც სუფთა გულით მიდიოდა მასთან ყველას ეხმარებოდა ვინც არა ლანძღავდა თუ უფლის მადლი და ძალა არ ქონდა საიდან ხვდებოდა?

      • გაგა says:

        წმინდანია ადამიანი რომელმაც ამდენი წლები იღვაწა ტანჯვაში და ლოცვაში იცხოვრა ,,,ღმერთის ნებით უამრავი სასწაული აღასრულა ,,,ის სიცოცხლეშივე წმინდანი იყო და წმინდანი
        არის რა თქმა უნდაა!!!

      • tatia says:

        ra mnishvnelobaaq ivli tu ara eklesiashiii mtavaria gulit sulita da xorcielad irwmuno.. gmerti ertia am qveyanaze wmindanebi ki bevri mashin tqveni saubrit ise gamodis rom arc gmerti unda iwamo adamianma. eklesia ra shuashia icit ra xdeba ekllesiashi batono chemooo tqven gecodinebat tu yovel kvira dadixart mamaoo ar gavs mamaoos mgvdeli mgvdels mama gabrielis shtamomavali nikolozii gaadzeves rodesac tvit mama gabrielsaaqvs natqvami rom mama nikolozi bevr tanjvas gamoivlis chveni eris xelshi tumca is kankurnavs yvelass da daexmareba yvelas roca dro mova xoda swored es droa tqven rom idzaxit eklesiashi ramdenjer dadixartoo da ase shemdeg . tqven tu dadixart ar icit rom sxvisi nebis da sarwmunoebiss ara agiarebad ufali gangsjit annn tqven tu iseti eklesiuri bdzandebit vin mogcat ufleba adamiannns rwmena daakarginot imisi risic wams/ me girchevt biblia waikitxot guldasmit tavidan bolomde.. me qristiani var da ar mimachnia rom adamians risic wamss is monagoni iyos. radgan tu ar irwmune ramiss gvmdlebis da eklesiiis saertod ar mwammss.. me mwams chemi antebuli kelaptris romelic locvashi iwvis

    • kako says:

      Ra adgilzea dasaplavebuli maswavlet ra tu shegidzliat

    • qeti says:

      rogor midixart mis safavze rom mitxrat. kukias bevri shesasvleli aq.. saaidan midis an tran
      sporti?

  • nino says:

    wmidao anastasia yvela sneulis da yvela qartvelis shveba xar,dagvexmare, pirvel rigshi sneulebs da yvelas,radgan dzalian gvchirdebi.

  • nino says:

    yvela qartvels da aramxolod qartvels swirdeba sheni daxmareba:(

  • sofio says:

    wmindao anastasia ghvtis nebit damexmare da shemwe iyavi chemi siyvarulis

  • Maka says:

    Wminda anastasia daifare chemi ojaxi,mteli saqartvelo da gtxov gvatare uflis siyvarulit.dagvweros ufalma me da chems meugles jvari,romelsac ver vaxerxebt,erti mizezis gamo.da is adamianic daloce,auxile tvali,rom shegveshvas.amin

  • სოფიო says:

    წმინდაო ანასტასია შეეწიე ჩემს ოჯახს,გთხოვ დამიფარე და შემიწყალე, დაიფარე სრულიად საქართველო..დაეხმარე ჩემს სულს

  • ირაკლი says:

    რა რომეო და ჯულიეტა ეს ნამდვილი ამბავი ნამდვილად უსახელოა.ჯერ ვაჟის თავის მოკვლა და შემდეგ საბრალო, გაოგნებული გოგონის (ვითომ სუსტი სქესის)გამაოგნებელი, დიადი, (სიტყვებით არ შემიძლია მე ამის გამოთქმა, იქნებ სხვა, ვინმე მადლმოსილმა შეძლოს) პასუხი. აი ვინ არის ნამდვილი წმინდანი, თან ჩვენ დროში მცხოვრები. აუცილებლად მივალ მის საფლავზე, არა რაიმეს სათხოვნელად არამედ პატივის მისაგებად.

  • Nato says:

    Cmindao anastasia daipare chemi shvilebi chemi ojaxi chemi dedmamishvili chemi sakvareli deda sruliat sakartvelo cudisagan, shegvinde da shegvickale chven codvilebi. Madloba minda gadagixado. Tkveni locvit da vashlit chemi da ganikura, sheminde da shemickale me codvili, shvilebi damikene gzaze, cknari da mshvidi cxovreba momeci.

  • wmindao dedao anastasia shemecie siyvarulsa da yovelive siketeshi.

  • medea says:

    dagvifare da dagvicavi wmidao anastasia cudisgan,agvaride xifati da boroteba.

  • ქეთევანი says:

    ფრაზამ “სურდა თვითმკვლელის სულისთვის ელოცაო” შეცდომაში შეიყვანს დამიანებს და შეიძლება დიდ ცოდვაში ჩააგდოს ვინმე. რედაქციას ვთხოვ, მიაქციოს ყურადღება ამ ფრაზას. თვითმკვლელის სულისთვის ლოცვა არ შეიძლება და ძალიან სახიფათოა მისთვის, ვინც მაინც გააკეთებს ამას.

    • tatia says:

      chemo kargo ramnishvnelobaaaq raze da rogor ilocebb an sataurs ra mnishvnelobaaaq igi wmindnat sherawmxes igi aris wmindani rato ar sheidzleba tvitmkvlelze locva akrdzala ufalmaaa tuu eklesiamm ar aq mnishvneloba tvitmkvlelze iloceb tu mkvlelze mtavaria irwmunooo rwmena ar dakargooo da gulit iloco tumdac saxlshiii kelaptari aantoo /…

  • თამარი says:

    ანასტასია გევედრები დედაჩემი ანნა განკურნე სნეულებისგან და შეავედრე უფალს მისი ჯანმრთელობა, თავისი და თავის წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვების შენდობა. ორივეს შეგვიმსუბუქე ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები და მოგვეცი მშვიდი ცხოვრება და ღვთის სასოება. დაგვისაახე ცხოვრების მიზანი და მოგვანიჭე წარმატება ყოველგვარ კეთილ საქმეში!!!

  • Nini says:

    Dagvifare da dagvloce wmindao Anastasia.amin!!!

    Rotor unda mivide kukiis sasaplaomde gtxovt damiwerot…

  • maka says:

    wmindao anastasia damiloce cemi shvilebi da svilisvilebi da seevedre upalsagmertsa momitevos me codvilsa

  • მერსიკო says:

    წმინდაო ანასტასია, გევედრები, შეეწიე და დაიფარე პატარა და უმწეო ანასტასია გოგაძე. გადაარჩინე და შეუნარჩუნე მის მშობლებს.

  • სალომე says:

    წმინდაო, ანასტასია, დალოცე ჩემი ოჯახი, ყველა გაჭირვებული ხალხი და სრულიად საქართველო, ამინ!

  • მანანა მირიანაშვილი says:

    გამარჯობა, ვაგზლის მოედნიდან გადია ავტობუსი 53, ჩამოხვალთ კუკიის სასაფლაოსთან (პოლიციის შენობასთან). მერე ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა მიგასწავლით. შეიძლება ასეც: ისევ ვაგზლის მოედნიდან გადის სამარშრუტო ტაქსი 53 კუკიის სასაფლაოზე. ამასაც ყველა მიგასწავლით. წარმატებას გისურვებთ. მანანა მირიანაშვილი.

  • Liana Hoffmann says:

    Schoba modjis,24-25 dekembers schesciret jesos puli,gundruki da mirrhe,scheutkwit da schesciret mschwerpli, gadauchadet pataklisi mizwalebuls,dazeret micaze, moikitchet mediumtan , ra gawaketo mizwalebulta sulisatwis. lozwa dacere zaige da datowe salozawschi.schedi salozawschi dade puli da tkwi :jesus es aris gamosaskidi tschemi daawadebis, zodwis, hipnozis boroti dzaisagan, gachseni borotis gaketebuli zkewla, madlobisac schesziret, gmerti brazdeba,rom wer wchedawt.
    Mis arsebobas,dazeret matschwene upalo sad aris tschemi schezdoma, maszawle rogor gaw a keto es da es, tschamet da daibanet nachschirit. zaikitchet sachareba joannesi schabats, radgan zmindaa

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი