მთავარი » სხვადასხვა

მიწისძვრა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2012 | 1,902 ნახვა

სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დაფიქსირდა (07.05.2012). მიწისძვრა აზერბაიჯანი-საქართველო მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, შედარებით სუსტი სიმძლავრის მიწისძვრა კვლავ დაფიქსირდა, თუმცა ეს თანამდევი ბიძგებია და მისი კვლავ განმეორება, გამორიცხული არაა.

მიწისძვრას საქართველოში მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია, განსხვავებით აზერბაიჯანისგან.

აზერბაიჯანის, ზაქათალასა და ალიაბადის რაიონებში, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია. ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლების კედელი და სახურავი. კახის რაიონში, სადაც ასევე ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, მიწისქვეშა ბიძგები შედარებით სუსტი იყო.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი