მთავარი » სხვადასხვა

მისი თუ თავისი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2018 | 15,823 ნახვა

მისი თუ თავისი მისი და თავისი – ამ ორი კუთვნილებითი ნაცვალსახელის აღრევა იშვიათი არ არის. მაგალითად, შევხვდებით ამგვარ წინადადებას:

დედამ მისი შვილი სკოლაში წაიყვანა. ამ წინადადებაში გაუგებარია ვის შვილზეა საუბარი – საკუთარსა თუ სხვის შვილზე. ორივე ნაცვალსახელი მესამე პირის (ის, მან, მას…) კუთვნილებას გამოხატავს, მაგრამ სხვადასხვაგვარ ვითარებაში:

თუ ობიექტი (კუთვნილების საგანი) ზმნით გამოხატული მოქმედების სუბიექტს ეკუთვნის, ანუ სუბიექტის საკუთარს გულისხმობს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ თავისი ნაცვალსახელი:

დედამ თავისი შვილი სკოლაში წაიყვანა.

ხოლო თუ ობიექტი სხვისი კუთვნილებაა და არა სუბიექტის, მაშინ მისი ნაცვალსახელი იქნება შესაფერისი; ანუ – დედამ მისი შვილი სკოლაში წაიყვანა, – იმას ნიშნავს, რომ მას სხვისი შვილი წაუყვანია.

როგორ შევამოწმოთ?

საორჭოფო ნაცვალსახელს (მისი თუ თავისი) ჩავუნაცვლოთ სხვისი და, თუ ის შეუფერებელი აღმოჩნდა, თავისი უნდა გამოვიყენოთ, თუ არა – მისი. ამ მიზნით საკუთარი ზედსართავი სახელის გამოყენებაც შეიძლება. სხვათა შორის, მას არცთუ იშვიათად თავისი ნაცვალსახელის ნაცვლად სვამენ წინადადებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

ავთანდილ არაბული, ქართული მეტყველების კულტურა (ავტორი). – თბილისი, კულტურა, 2004.გვ. 116-117

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი