მთავარი » საზოგადოება

მისაღებია თუ არა მეტროში შესაწირის შეგროვება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2013 37 კომენტარი | 12,696 ნახვა

თბილისის ქუჩებსა თუ ხალხმრავალ მეტროსადგურის ფოიეში, ალბათ, არაერთხელ შეხვედრილხართ სამღვდელო სამოსში გამოწყობილ ადამიანებს, მეტროს მოძღვრებირომლებიც შესაწირს აგროვებენ. გამვლელებს ისინი ჯვარზე ამთხვევენ და ზეთსაც სცხებენ. მორწმუნეები მათ შესაწირის ყუთში ხურდა ფულს უგდებენ და მათი აზრით, გაღებული მოწყალებით რომელიმე კონკრეტული ტაძრის მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას.

მეტროსა თუ ქუჩაში “სასულიერო პირების” შესაწირის ამგვარი ფორმით შეგროვებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და გაურკვევლობა მალევე გამოიწვია.

ნოდარ გიორგაძე (41 წლის, ბუღალტერი): “თითქმის ყოველდღე ვხედავ ამ ადამიანებს მეტროში. ვიცი, რომ მოწყალების გაცემა ქრისტიანული საქმეა, მაგრამ ზოგჯერ არც მაქვს მატერიალური საშუალება, ყველას დავეხმარო. ტელევიზიითაც ხშირად გვესმის და ქუჩებშიც ბევრგან გვხვდება წარწერები, რომ დავეხმაროთ ტაძრის მშენებლობასა თუ რესტავრაციას. ხალხს ძალიან უჭირს და როცა ამას მეტროში სასულიერო პირებისგან შესაწირის გაღების თხოვნაც ემატება, ძალიან ცუდი ფაქტია. ხალხი ბრკოლდება. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია მეტროში ზეთის ცხება?! ეკლესიისთვის შესაწირი ტაძარში უნდა გროვდებოდეს და არა კარდაკარ, რაც, ასევე, ყურადსაღებია და ამგვარ შემთხვევებს დროულად უნდა მიექცეს ყურადღება.”

ნინო ლომაძე (19 წლის, სტუდენტი): “ეკლესიის გარეთ ტაძრისთვის შესაწირის შეგროვების ისეთ ფორმას, რასაც მეტროში ხშირად ვაწყდებით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ შეგროვებული თანხა კეთილ საქმეს ხმარდება, მაგრამ ბევრს ეჭვიც კი ეპარება, მის მიერ გაღებული ფული სწორად თუ იხარჯება. მოწყალების გაღება არც ყველას დასანახადაა საჭირო. ჩემი აზრით, უხერხულიც კი არის, როდესაც ფულის შეგროვება ეკლესიის სახელით ქუჩაში ხდება.”

რამდენად მისაღებია მეტროში მოძღვრის მიერ შესაწირის აგროვება? ამ კითხვით “ამბიონის” რედაქციას არაერთი მკითხველი მომართავს. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდით.

როგორც დეკანოზმა მიქაელმა აღნიშნა, თანხის შეგროვების ამგვარი ფორმა საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით არ ხორციელდება.

“ჩვენ ვგმობთ ასეთ საქციელს და ვამბობთ, რომ ეს არ ხდება საპატრიარქოს ნებართვით. პირიქით, არიან თუ არა ისინი სასულიერო პირები, საპატრიარქო კრძალავს მსგავსი საქმიანობის განხორციელებას,” – აღნიშნა “ამბიონთან” სატელეფონო საუბრისას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

37 კომენტარი »

  • ანი says:

    უი, ამათზე ამბობენ მგონი, სარამოობით მეტროში ახალგაზრდა გოგონებს თხოვენ ხატები მივატანინეთ სახლამდეო და მერე იქ ეუბნებიან სასულიერო პირთან სექსი დიდი მადლიაო.. ერთი მოძღვრის სტატია წავიკიტხე, სადაც ხალხს აფრთხილებდა, ფრთხილად იყავით, ჩემს ერთ მრევლს დაემართა ასეო… ამაზრზენია რა…ესაა, იმის შედეგი რომ საპატრიარქო და სასულიერო პირები ყველგან ცხვირს ყოფენ(პოლიტიკაში პირველ რიგში) სადაც მათი საქმე არაა და ხალხი ბნელი და ფანატი გახადეს და ასეთი ავანტიურისტი გარყვნილი ხალხიც მღვდლის ანაფორაში ძვრება და თვითმარქვიობით ასეთ საზიზღრობებს აკეთებს…ეს ყველა სბრალია, საპატრიარქოსი , ხელისუფლების(წინა-ახალი)და გაუნათლებელი ფანატიკოსი, ფარისეველი საზოგადოების..ეს მოვლენა ყველას ბრალია..

    • დავითი says:

      პირველ რიგში, ადამიანმა საკუთარი ცოდვების განხილვა უნდა დაიწყოს ანა და მერე სხვას უნდა მოკითხოს. თქვენი აქ მოყვანილი კომენტარიდან ჩანს, რომ ყველა დამნაშავე და ცოდვილია თქვენს გარდა.
      სხვისი მასწავლებელი, რომ არ გამოვიდე, მე თვითონ ცოდვილი ვარ! რამდენჯერ ამივლია გვერდი ეკლესიისათვის არ შევსულვარ, არ მილოცია და შესაწირი არ გამიღია, თუმცა შემეძლო….
      ღმერთო მომიტევე მე ცოდვილსა ამას.

      • ანი says:

        ბნ, დავით, საიდან დაასკვენით, რომ ყველას ცოდვილად ვთვლი ჩემს გარდა?! :)) მე გასაგებად დავწერე, რომ ეს ყველას ბრალია ერთად, რაც ამ ქვეყანაში ხდება.. მეც ამ ქვეყნის ნაწილი ვარ და შესაბამისად, ყველაში მეც ვიგულისხმები..:)) და ნუ იცით ხოლმე, სიმართლის მოსმენისას, ეს დემაგოგია, “ყველამ საკუთარ თავს მიხედოს.. და ასე შ.”..

        • მარიამ–ხათუნა says:

          ანა! თუ ანა ხარ მართლა და არა ვინმე ამოფარებული ამ სახელს….პირველ რიგში არა ხარ მართლმადიდებელი…და გისურვებ მომავალში გახდე..მე გისურვებ და შენი შენ იცი…სხვა რა გირჩიო…წამალი არაფერს შველის ცოდვებს,განსაკუთრებით განკითხვას….ერთი წუთი დაგჭირდა ნეტავი შენი კომენტარის დაწერას? რა მნიშვნელობა აქვს თუ გინდ 5 წუთი იყოს…სამწუხაროდ ამ 5 წუთის მონანიება შეიძლება 1 ან 2 ან მეტი წელიც გაგრძელდეს(ნუ თუ მიხვდი შენს ცოდვას და აღიარე ცოტა შეგიმცირდება, მაგრამ “ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის”ფს.50)მაინც მოსანანიებელი გექნება ანუ “რასაც დასთეს იმას იმკის” ადამიანი ასე რომ დავუფიქრდეთ ყოველ სიტყვით თუ საქმით შეცოდებას,რადგან ცოდვა წამიერია და მონანიებას კი წელი და წლები ჭირდება….და წამალი ტკივილს არ აყუჩებს და აქედან გამომდინარე ნუ მივეჯაჭვებით წამლებს არამედ ვილოცოთ და ვიშრომოთ ცოდვების გამოსასყიდად..ამენ

          • ანი says:

            მარიამ-ხათუნა, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, ანა-მარია ვიქნები თუ ავთო-ჯუმბერი. მადლობა რცევებისათვის, ნეტა საკუთარ თავებსა და ცოდვებს მიხედავთ უკეთესი იქნეობდა.:)))))))

            • mariami says:

              martali xar,getanxmebi.aseti problebi mtlianad sazogadoebis bralia,radgan tvals vxuchavt. . yvela anaforiani ar aris gvtis madlis matarebeli. rac xdeba,es yvelaferi bolo jamis momaswavebelia.chven ki,miuxedavad imisa,rasac zogi “sasuliero piri” aketebs,ar gvaqvs gankitxvis ufleba.ogond,rodesac davinaxavt chveni tvalit mis garyvnilobebs da msgavs faqtebs,unda vamxilot da ar unda gavchumdet,rata tavisi mrevli jojoxetshi ar chaiyolos. . .

    • ლიკა ბერიძე says:

      იცი რა არ მესმის ქალბატონო ანი? რისი თქმა გინდათ ამით? :-”ესაა, იმის შედეგი რომ საპატრიარქო და სასულიერო პირები ყველგან ცხვირს ყოფენ(პოლიტიკაში პირველ რიგში)” ანუ საზოგადოების რაღაც ნაწილი რომ ცუდად იქცევა საპატრიარქოს ბრალია? ისე დიდი თხოვნა მექნება თუ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვებს გაფილტრავთ…

      • qeti says:

        gmerto apatie am xalxs aseti ampartavneba, rogor sheidzleba rom sapartiarqo eseti sityvebit moixsenio uwmindesis mainc moiridet,meoret mosvlis erterti nishania rom momravldeba ugirsi sasuliero pirebi es paqtia asea magram amashi nuravis davadanashaulebt xalxo chveni codvebistvis vigvawot raa nu ganvikitxavt nuravis.ertert apokripshi weria rom mgvdlis da sasuliero piris hankitxva tundac ugirsis did codvashi agdebs adamians da apokripshi”gvtismshoblis mimosvla jojoxetshi” weria, rom ganmkitxveli adamianebi enit arian dakidebulni da ise itanjebian

  • keti says:

    მართალი ბრძანდებით დავით. ღმერთმა შგვაძლებინოს რომ არავინ განვიკითხოთ და საკუთარ ცოდვებზე ვიფიქროთ

  • nika says:

    ანის ვეთანხმები ყველაფერში

  • nika says:

    ამიტომ არ დავდივარ და არ მწამს ამ ღვდლების.ყველა დამნაშავე მანდ ყრია და ეკლესია სავაჭრო ცენტრად აქვთ გადაქცეული და ეს ხალხსაც ხო დაუბნელეს გონება,იმიტომ არის რომ არაფერი ეშველა საქართველოს

    • გიორგი says:

      საწყალი ხარ…. ღმერთმა მოგიტევოს.

    • ლიკა ბერიძე says:

      არ შედიხარ ეკლესიაში ერთია, ნება შენია არც არავინ აძალებს არავის ამას… მარა იმ საზოგადოების ნაწილს პატივი ეცი ვინც დადის… იმათ თუ არ სცემ პატივს შენ თავს ეცი პატივი და ნუ აფიქრებინებ სხვებს რომ პრიმიტიული აზროვნებით ხარ შეპყრობილი… არავის საქმე არა ვინ სად ივლის ეკლესიასიში სინაგოგაში თუ კიდე სხვაგან…ადამიანი თავისუფალი ნებით იბადება და ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეთია.

    • mariami says:

      martali ar xar :) yvelas erti sazomit nu gansji. chems modzgvars rom icnobde,sruliad shegecvleboda azri. . :) saqartvelos imitom ar eshvela,rom siyvaruli ar aris ershi. uflis gwams da mgvdlebis ara? visic gwams misi mcnebebi sheasrule mashin :) marxva,locva,agsareba,ziareba ufalma daawesa da ara romelime mmgvdelma.mashin ufals daujere :) shendobas vitxov.

  • მაია says:

    anas vetanxmebi,ar unda ganvikitxot ertia magram codvaze tvalis daxuchva da dumili gankitxvaze uaresia,,amit upro gairkvneba isedac codvebshia chapluli eriiiiii

  • natalia says:

    როგორ შეიძლება ერთი და ორი გზიდან აცდენილი ადამიანის გამო ყველა მღვდელი შეურაცხყოთ? გონებას არავინ არავის არ უბნელებს, ყველა ადამიანი თავისი ნებით მოქმედებს. მოძღვრები ქადაგებენ და ჩვენ გვინდა მოვუსმენთ გვინდა არა. მოძღვარი სულის კურნებაში უნდა დაგეხმაროს და თუ შენ ერთი არ მოგწონს მაშინ მეორეს მოძებნი თუ ნამდვილად გინდა სულის განკურნება ადამიანს…მთავარია იმაში გავერკვეთ ვის რა გვინდა, ღმერთთან მყოფობა თუ ეშმასთან? ღმერთმა ყველას მოგვცეს გული გონიერი.

  • keti says:

    მღვდელი არის შუამავალი, რომელსაც ადამიანი ღმერთამდე მიყავს. არ აქვს მნიშვნელობა ის როგორია ან რა თვისებები გააჩნია. მთავარია რომ მას შენი სულის განკურნება ყოველთვის შუძლია. თუ მოძღვარს რამეს შეამჩნევ ისეთს რაც არ მოგეწონება, როგორც ნოეს შვილმა დაუფარა სიშიშვლე სხვა შვილებისგან განსხვავებით, რომლებმაც დასცინეს როცა სასმელი მეტი მოუვიდა დათვრა და გაშიშვლდა, იმ შვილივით დაუფარე ის ნაკლი.

  • ელისაბედი says:

    კომენტარისაგან ყოველთვის თავს ვიკავებ, მაგრამ ბევრი გულსატკენი აზრი ვნახე კომენტარებში და არ შემეძლო ჩემი აზრი არ მეთქვა.
    სტატიაში ფაქტია განხილული და საპატრიარქოს მიერ უარყოფითად შეფასებული. მესმის საზოგადოების გარკვეული გაღიზიანება ამ ფაქტების მიმართ, მაგრამ საოცრად გამაკვირვა ასეთმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ ეკლესიისა და მისი მრევლის მიმართ. ანა, ძვირფასო, რა შუაშია აქ სამღვდელო პირებისა და ეკლესიის მრევლის ასე მოხსენიება. არავინ არ არის ბნელი და ფანატი. სირცხვილია შენს საკუთარ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებ. თუ არ გინდა საერთოდ ნურავის ნუ დაეხმარები. ეს პირები, მეტროში რომ არიან, შეიძლება საერთოდ არც არიან საეკლესიო პირები. ხომ ნახე, საპატრიარქომ დაგმო ეს ქმედება.შენ ასეულ ათასობით შენს თანამოძმეს მიაყენე შეურაცხყოფა. და კიდევ ანუშკა, ცხვირს არავინ არ ჰყოფს პოლიტიკაში. საეკლესიო პირებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და თავისი აზრის გამოხატვის უფლე ყველას აქვს, მითუმეტეს, მათ ყველაზე მეტად იციან ხალხის სატკივარი.

  • ანი says:

    აუუ, ეს მარაზმატული დემაოგია მაღიზიანებს კიდევ… უფალს ჩევნგან კეთილი საქმეები და სამართლიანობა უფრო მოწონს , ვიდრე საპატრაირქოს ადვოკატობა.. იმ საპატრიარქოსი, რომელიც სახემწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ ტანხას ირებს.. მაშინ როცა ქვეყანაში 1 წლის ბავშვები შიმშილით კვდებიან.. ეს მარაზმია და თვალებს ნუ იბრმავებთ..იმ ბავშვის სიკვდილიც, რომელიც 2 დღის წინ შიმშილით გარდაიცვალ, თითოეული ჩვენგანის ბრალია..

    • ლიკა ბერიძე says:

      ერთს იძახი და ფაქტი კი სულ სხვა რაღაცააა., თუ ასე ფიქრობ ეკლესიაზე საპატიარქოზე სასულიერო პირებზე მრევლზეეე საერთოდ ამ გვერდზე რაგინდა? ესხომ ფაქტია უბრალოდ გიყვარს ცხვირის ჩაყოფა იქ რაც არც გაინტერესებს და არც გიყვარს… ტიპიური მოცლილი ხარ…თან ეხლა ხომ ესეთი ტენდეცია წამოვიდა რაც მეტ ცუდს იტყვი მართმადიდებლებზე საპატრიარქოზე და.ა.შ მით “მოდური” ხარ და განვითარებული…სულ ესააა და ეს… დიდი პრობლემა გაქვს იმ მხრივ რომ არაფერი არ იცი… ელემენტარული ისაც კი არ იცი რომ როცა კამათობ რაღაც თემაზე სხვისი აზრის მოსმენა უნდა შეგეძლოს, და პატივს უნდა სცემდე სხვის აზრსაც…

      • ანი says:

        :)) ფაქტობრივად, რაშიც მადანაშაულებთ ( + შეურაცხყოფას მაყენებთ) თავადვე ხართ ამის განსახიერება..:) რა შუაშია, ამ გვერდზე რა მინდა? ეს მხოლოდ თქვენისთანა ფანატიკოსების გვრედია?! მე ასე არ ვფიქრობ.. ეკლესიაში საბედნიეროდ, მხოლოდ თქვენისთანა ბრმა ფანატიკოსები არ დადიან და არც ყველა მოძღვარია პოლიტიკანი.. თანაც, ეკლესიში პირველ რიგში უფალთან მივდივარ და მერე მღვდელთან და ასე შ…:)პ.ს. ისე, გირჩევთ ვაჟა-ფშაველას წერილი წაიკითხოთ “მღვდლების ვინაობა”.. ბევრ რამეს გაიგებთ..
        პ.ს. პ.ს. თქვენთან პოლემიკას არ ვაპირებ და ნუღარაფერს დაწერთ ჩემი მისამართით.. მე მადანაშაულებთ სხვისი აზრის მოსმენა არ შეგიძლიაო და ამ დროს, თავს მესხმით და შეურაცხყოფას მაყენებთ , მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენსავით არ ვფიქრობ.. ეს ფანატიზმის უტყუარი ნიშანია..;)

        • ლიკა ბერიძე says:

          ეხ ანი ანი ერთი გაცვეთილი სიტყვა აგიჩემებია “ფანატიკოსი” და მის ირგვლივ ტრიალებ… რა უნდა გელაპარაკოო როცა ყველაფერს მარტო ერთი მხრიდან უყურებ… თუ ასე გაბედნიერებს მღვდლების კრიტიკა ილაპარაკე… კიდევაც დიდი დრო დაგითმე თუმცა შენ ის კატეგორია ხარ ვინც უბრალოდ…შესაბრალისია… ” ნურავის მიაგებ სანაცვლოს., რადგან მას ბოროტება კი არა უსუსურობა ბადებს. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასდროს გადმოლახავს ნაპირს იმ უგუნურის დასახრჩობად, მას ქვებს რომ
          ესვრის!!!”

          • mariami says:

            ani mgvdlebis sawinaagmdegos ar ambobs,rac dainaxa is tqva da tqven ki, sulac ar gaqvt ufleba mis yvela sityvas sdiot da adanashaulot ragacebshi. :) cudad ar gamigot,magram tvelas aqvs ufleba cxviri chayos sazogadroebriv saqmianobashi. . tanac,savsabit samartlianad adanaushaulebs sazogaoebas. “brmebi xart da brmata winamdzgolni”!

    • ელისაბედი says:

      კიდევ და კიდევ არ მინდოდა ანა ამ საშინელი აგრესიის მერე პასუხი, მაგრამ უბრალოდ გეტყვი, ამავე ვებ-გვერდზე ნახე, თუ რა არის ის ,,საპატრიარქოსათვის გამოყოფილი მილიონები” და იქვე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონიდან ამონარიდია, სადაც მშვენივრად ჩანს, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები. მე ყველას ადვოკატი ვიქნები, და თუ საჭიროა შენიც, სადაც სიმართლის შეურაცხყოფას დავინახავ. შენ სამწუხაროდ მხოლოდ ეკლესიის ლანძღვა გინდა. ნება შენია, შედეგსაც შენ მოიმკი

  • შორენა says:

    თუ გაქვს ფული, გაიღე მოწყალება.
    გააკეთე კეთილი საქმე,
    და ნუ ეძიებ, ვინაა ის და რატომ
    გაიწვდინა ხელი????????!!!!!!!!!!
    და რა იცი, რომ ის მღვდელია და წირვას ატარებს ეკლესიაში?
    რახან ტანისამოსი აცვია მამაოსი?
    იქნებ სულაც არაა მამაო და ჩაიცვა ტიპმა მამაოს ტანსაცმელი?

  • tamari says:

    სურათზე რომელიც ამ სტატიას ახლავს თან მამა თომაა გამოსახული..ბერი რომელიც ჩვენსტაძარში მსახურობდა..და ზამთარშიც კი პეშიშველი დადიოდა,როგოე გეკადრებათ ხალხო თვითმარქვია მღვდელი ნამდვილად არ გახლავთ და საერთოდ,ტუი გაქვთ საშუალება ის ხურდა რომელსაც გაიმეტებთ არც რამეში დაგაკლებათ პირიქით ტ რ მოგემატათ.
    და რაც შეეხება ზოგადად მოძგვრის თემას აბა დაუკვირდიტ იესო ქრისტე ტავისივე მოწაპემ გაყიდა 30 ვერცხლად და ამიტ გვიჩვენა რომ იდეალური სამყარო არ არსებობს თვით ზეცაშც კი..
    ამიტომ დავპიქრდეთ და ყველას ერთ ტაპაში ნუ მოვხრაკავთ

  • tamari says:

    ოგონდ საშუალება მქონდეს და სადაც კი რომელ კუტხე კუნჭულში ხელგაწვდენილი შემხვდება ყველას დავეხმარებოდი უანგაროთ..კარგით ხალხო ტიტოეულმა თქვენთაგანმა წარმოიდგინეთ შეძლებთ ქუჩაშ გასვლას და დახმარების მოთხოვნას..როგორ უნდა გაიჭირდეს ადამიანს რომ ა დგეს და დახმარება ითხოვოს..იქნებ სახლში მშერი შვილი ელოდება,იქნებ ავადმყოპი დედა მამა და ან ძმა ყავსს..ის ჩვენი გაგებული კაპიკი ჩვენთის თ არაპერია მათთვის ხომ ყველაფერია.
    პ.ს. არ ვგულისხმობ ციგნებს და ზოგზოგიერთებსსს..
    გაიგეთ მოწყალება ტქვენი გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის სახელზე.

  • tamari says:

    იცით ინდოეთში რა მოხდა ერთელ ერთა ადამიანმა შეამჩNია როგორ ჭამდა მატხოვარი ბოდიშიტ ამ სიტყვაზე საკუთარ პეკალურ მასას..და მას მერე ცჰამოაყალიაბა ორგანიზაცია დილით 4 საატძე სგებოდა და ყველა მატხოვარს აპურებდა,ბანდა,ურიგებდა პირველადი მოხმარების და პირადი ჰიგიენის საშუალებებს..
    ვიყოტ მოწყალენი ვიატრცა მამა ჩვენი მოწყალე არს

  • qeti says:

    awi uares ambebsac gavigebt ragazea laparaki roca sapartiarqos da sakatedro tadzar sions shoris eshmakis sasaxle agmartes saxelad ”shangrila” amis mere raunda vilaparakot romel martlmadidebels gvaqvs amosagebi xma es xom eklesiis da chveni ududesi damcireba da tavs lapis dasxmaa.

  • tamari says:

    მართალი ბრძანდებით თუნდაც ანჩისხატის ცმინდა ტაძარი როგორი აგსადგენია სამაგიეროდ მის გვერდზე როგრ ბრწყინავს ამბასადორი..მეორედ მოსვლშიც ხომ სწორედ ეგ არის ნათქვამი ეკლესიების გვერდზე სასტუმროებს ააშენებენ და მის მოპირკეთებეას დაიეწყებენო…უფალო დაგვიპარე და გვიხსენი ყოველგვარი განსაცდელისგან..და გაგვინათე გონება რათა სწორი გზიტ ვიაროტ..

    • qeti says:

      xoo rato gachumdit yvelaaa?tu aset da iset qristianebad mogakt tavi. tkventvis mgvdlebis gakicva upro advilia vidre shengrilas da mistanebis winaagmdeg brdzola.xoda arapris tavi rom ar gakvt enebi pirshi daitiet da mgvdlebs tavi daanebet imat isedac didi tvirti aqvt satarebeli tkveni enebic rom ar daawves kidev tvirtad saxarebis sityvebi gaixsenet macxovari rom ambobs medzavni da yachagebi chvebze win shevlen sasupevelshi

  • nona says:

    zogjer ara makvs sashiualeba ro mivce fuli,uxerxul mdgomareobashi vardebi.sakutari tavis mrcxvenia ro ver vigeb mowyalebas qushashi sasuliero piri ro itxovs.albat momitevebs ufali amisatvis.

  • Tamri says:

    tetr tmiani aris toma… romelic adre beri iko da kaba gaxades da agar akvs upleba xalxs zeti acxos rasac dzalian xshirad aketebs. gamixarda rom es statia vnaxe adre ert kalbatons vutxari beri ar aris tko da kargad gamomlandzga shen tu ar gwams sxvas nu axvev shens azrebso.

  • mariami says:

    chen ar gvaqvs gansjis ufleba.tumca chvens tanamedroveobashi,rogorc sulit wminda,ise fariseveli mgvdlebic arian.nawilis mixedvit ver ganvikitxavt sruliad samgvdeloebas.
    chems garshemo vici modzgvari,romelic mrevls imis mixedvit archevs,tu ramdeni fuli aqvs da ert qals uari utxra mis sulier mamad yofnaze imis gamo,rom is qali gachirvebulia.mizezi ki yvelaze absurduli utxra>> bevri mrevli myavs da ver agiyvano. .
    nuravin ityvis,rom aseti rame ar xdeba,magram modzgvari yvela martlmadidebels unda hyavdes,agsarebisa da ziarebis gareshe sasufeles ver davimkvidrebt.
    rac sheexeba quchashi mowyalebis shegrovebas,es patriarqis kurtxeva araa da kurtxevis garashe ase gamosvla araa swori, codvaa…
    meorec,tadzars aqvs shewiri da visac surs mowyalebis gagheba,amas moaxerxebs,araa aucilebeli uxerxulobashi chayaron xalxi…
    shemindet! gmerts ebarebodet!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი