მთავარი » კულტურა

მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.08.2012 ერთი კომენტარი | 2,807 ნახვა

მირზაანში მხატვარ ნიკო ფიროსმანის საცხოვრებელი სახლის სრული რესტავრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას მხატვრის საცხოვრებელი გარემოს რეექსპონირება მოხდება.

ფიროსმანის სახლი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით დაგეგმილია ფოროსმანის ორი ნამუშვერის – “მწოლიარე ქართველი ქალის” და “თამარ მეფის პორტრეტის” რესტავრაცია, რომელიც შემოდგომაზე ფოროსმანის 150 წლის იუბილეზე გამოიფინება.

მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ყოველწლიურად, ეტაპობრივად ხორციელდება.

2009 წელს 17 წლიანი სიბნელის შემდეგ, მუზეუმში პირველად მოწესრიგდა ელექტროენერგიის პროებლემა, წყლისა და გაზის გაყვანილობა. მუზეუმი ახლიდან გადაიხურა და გასულ წელს მთლინად განახლდა მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე.

წელსვე მუზეუმის ტერიტორიაზე დამთვალიერებლისთვის მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • forebichi says:

    მირზაანი მოსალოდნელზე მეტად ლამაზი და მომხიბვლელია. თუ გსურთ ფიროსმანის სუნთქვას ჩაწვდეთ მირზაანის ჰაერი უნდა ჩაისუნთქოთ. მას სიტყვით ვერ გადმოვცემ ის უნდა ნახოთ წლის ოთხივე დროს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი