მთავარი » ქრისტიანობა

მირონცხების საიდუმლოს შესრულების წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.04.2021 | 542 ნახვა

მოსანათლის ემბაზში სამგზისი შთაფლვის შემდეგ მღვდელი კითხულობს ლოცვას, რომელშიც მადლობას მიუძღვნის უფალს ეკლესიის ახალი წევრის განწმენდისათვის, კურთხევისათვის და (მეორედ) შობისათვის წყლითა და სულიწმიდით, და შესთხოვს მას სულიწმიდის ნიჭის ბეჭდის მომადლებას მირონცხების საიდუმლოში. იგი ჯვარისებურად სცხებს მონათლულს მირონს შუბლზე.

Stitched Panorama

განანათლებს რა მის გონებას; თვალებზე, ნიკაპზე, ნესტოებზე, ბაგეებზე, ყურებზე – განუნათლებს რა ამით გრძნობებს; მკერდზე – განუნათლებს რა გულს; და ბოლოს ხელებსა და ფეხებზე – განანათლებს რა ადამიანის ყველა საქმესა და საქციელს. ამ დროს მღვდელი წარმოთქვამს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა. ამინ“. სიტყვას – „ამინ“ მღვდელთან ერთად წარმოთქვამენ მონათლულიცა და ნათლია-მიმრქმელებიც.

მირონცხების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ყველანი – მღვდელი – ჯვარით ხელში და მიმრქმელები – ახლადმონათლულთან ერთად სამგზის უვლიან გარს ემბაზს, მიდიან რა მზის მოძრაობის საპირისპიროდ – თითქოსდა მის შესახვედრად. წრე – მარადიულობის, დაუსრულებლობის სიმბოლოა, ამიტომ წრისებრი მოძრაობა ემბაზის გარშემო გამოხატავს ახლადმონათლულის შესვლას მარადიულ კავშირში, ერთობაში ქრისტესთან. ამ დროს ზრდასრულ მონათლულს თავადვე უკავია ხელში ანთებული სანთელი, ჩვილი ყრმის მაგივრად კი იგი მიმრქმელებს უკავიათ.

შემდეგ იკითხება შესაბამისი სამოციქულო და სახარება, მიძღვნილი აღსრულებული მოვლენისადმი. ძველ დროში ეკლესიაში მიღებული იყო ჩვეულება, რომ ახლადმონათლულს შვიდი დღის განმავლობაში მონათვლიდან ნათლობის თეთრი სამოსლით მოსილს უნდა ევლო, რომელიც ცხებულ მირონს ფარავდა. მხოლოდ მერვე დღეს ჩამოჰბანდნენ მისგან მირონს, აღასრულებდნენ თმების შეკვეცას და ამის შემდეგღა იწყებოდა ჩვეულებრივი ცხოვრება. ამჟამად წმინდა მირონის ჩამობანა და თმების შეკვეცა მაშინვე ხდება – ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოთა აღსრულების შემდეგ, თუმცა პასიურად დღემდეა შემორჩენილი მათი საღვთისმსახურო სახელწოდება – „მერვე დღის წესები“. სამოციქულოსა და სახარების წაკითხვის შემდეგ მღვდელი იღებს საგანგებო ღრუბელს, ასველებს მას ემბაზის ნაკურთხ წყალში და განუწმედს ახლადმონათლულს სხეულის იმ ნაწილებს, რომელზეც მცირე ხნის წინ წმინდა მირონი სცხო. ეს იმისთვის კეთდება, რომ წმინდა ნივთიერება – მირონი, არის რა ახლადმონათლულის სხეულზე, არ შეეხოს ჩვეულებრივ, განუწმედელ საგნებს. მირონის ჩამობანით ეკლესია ცდილობს აგვაცილოს სიწმინდის უნებლიე შეურაცხყოფა. ამდენად სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი, რომელიც ხილული სახით იყო მონიშნული წმინდა მირონის ცხებით, ახლა უკვე ქრისტიანის გულში რჩება. განბანვის დროს მღვდელი ეუბნება მონათლულს: „ნათელღებულხარ, განათლებულხარ, განმართლებულხარ, მირონცხებულხარ, განწმენდილხარ, განბანილხარ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“.

მღვდელი ჯვარისებურად შეკვეცს თმებს ახლად მონათლულს თავის ოთხივე მხარეს: კეფაზე, შუბლთან, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლებთან, და ამ დროს წარმოთქვამს სიტყვებს: „მოიკვეცს მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“. თმათა შეკვეცა სიმბოლურად ნიშნავს ღმერთისადმი ახლადმონათლულის მორჩილებასა და, იმავდროულად, გამოხატავს იმ მცირედ მსხვერპლს, რომელიც მონათლულს უფლისათვის მოაქვს ნიშნად მადლიერებისა ახალი, სულიერი ცხოვრების მონიჭებისათვის.

ნათლიებისათვის და ახლადმონათლულისათვის ლოცვით თხოვათა წარმოთქმისა და ჩამოლოცვის შემდეგ (რომლის დროსაც აუცილებლად მოიხსენიება ის წმინდანი, რომელიც ამიერიდან მონათლულის ზეციური მფარველია) საღვთო საიდუმლონი ნათლისღებისა და მირონცხებისა დასრულებულია.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი