მთავარი » ქრისტიანობა

“მიღებული კანონი ჩვენი ეკლესიისათვის შეურაცხმყოფელია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2011 33 კომენტარი | 6,881 ნახვა

უფლის სახელის, ეკლესიის დაცვისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ერი გაიმარჯვებს

თუ რას გულისხმობს საქართველოში მოქმედი რელიგიებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ მიღებული კანონი, რამდენად დაირღვა დემოკრატიის პრინციპები ქვეყანაში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, გვესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია:

მამა პეტრე კვარაცხელია“პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ფაქტობრივად ეკლესიისთვის არ არსებობს. ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეკლესიის პრინციპებს. კანონის მიღება პატრიარქის ნება-სურვილის წინააღმდეგ მოხდა. ჩვენ, სამღვდელოებას ცალსახად, გაგვაჩნია ერთიანი, გულწრფელი აზრი და ამ კანონს არ ვაღიარებთ, რადგან ის ჩვენი ეკლესიისთვის შეურაცხმყოფელია. რაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ არ განხორციელებულა, ეს XXI საუკუნეში მოხდა და თითოეული ჩვენგანი ვართ დამნაშავე. კანონი არ უნდა განხორციელებულიყო და არც პარლამენტს უნდა მიეღო.

ვიდრე კანონს პრეზიდენტი მოაწერდა ხელს, უწმიდესის კურთხევა და ალბათ, თხოვნაც გახლდათ, მისთვის ვეტო დაედოთ. როგორც კი უწმიდესმა კანონის შესახებ იქადაგა, იმ წუთიდან გავრცელდა ინფორმაცია მისი ძალაში შესვლის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება არა მარტო დიდი დანაშაული, არამედ დიდი ცოდვაცაა, რაც არა მხოლოდ ჩვენ, მომავალ თაობებსაც მოეკითხებათ.

კანონის თანახმად, ქართულ სამოციქულო ეკლესიას საქართველოში არსებული სხვა რელიგიური მიმდინარეობები გაუთანაბრდა. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ავტორიტეტული, უპირატესი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ერი და ბერი ერთიანი, განუყოფელია ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია რომ ეკლესია ხმას არ ამოიღებს და ჩვენ, საპატრიარქო ამაზე არ ფიქრობს, მწარედ ცდება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სიბრძნით, გადამწყვეტ ბრძოლაში ქართული სამოციქულო ეკლესია გაიმარჯვებს.”

მამა პეტრე, ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს, აღნიშული კანონის დაჩქარებით მიღებასა და სომხეთის პატრიარქის გარეგინ II –ის საქართველოში ვიზიტს შორის?

სომხეთის პატრიარქის ვიზიტი, თავისთავად, მიზნად ისახავდა მისი რელიგური პოლიტიკის გატარებას საქართველოში. როგორც მაშინ მედია საშუალებებით გავრცელდა, გარეგინ II სომხეთში განაწყენებული დაბრუნდა, რადგან მისი ყველა წინადადება უგულებელყოფილი იქნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე. როგორც აღმოჩნდა, ქართველებს სომხებთან დამოკიდებულებაში წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდა. რელიგიური შუღლი, ომი მხოლოდ ერთი კვირის, წლისა თუ ერთი საუკუნის უკან არ დაწყებულა.

სომხეთი ყოველთვის ცდილობდა მისი გავლენის ქვეშ მოექცია ქართლის სამეფო, გაეხლიჩა რელიგიური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. სომხებმა საუკუნეების მანძილზე განუხორციელებელი მიზნები, XXI საუკუნეში ჩვენი პოლიტიკოსების, სახელმწიფოს მესვეურების ჩარევით განახორციელეს.

ჩვენს ქვეყანაში სომხეთის პატრიარქის ვიზიტი მიზნად ისახვდა, იგი კმაყოფილი დაბრუნებულიყო სომხეთში. აქედან გამომდინარე დაიწყო ეს ძვრები, ცვლილებები. მაგრამ ისევე, როგორც არასოდეს ქართველი ერი ერთიანია. ქართველ ადამიანს შეიძლება ლუკმა-პური წაართვა, სახლ-კარი გადაუწვა და ხმა არ ამოიღოს, მაგრამ როდესაც საკითხი ეკლესიის დაცვას შეეხება, ქართველი ერი შეუპოვარია, უკომპრომისო. უფლის სახელის, ეკლესიის დაცვისათვის ის ყველა ომში მიიღებს მონაწილეობას, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ქრისტე ღმერთი ქართველ ერს არასოდეს დატოვებს მარტო. საქართველო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქევყანა ბრძოლის ველზე გამარჯვებული გამოვა.

აღნიშნული კანონის მიღებით განსაუთრებით რომელი კონფესიები არიან დაინტერესებულნი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათი ინტერესების განხორციელებას მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ?

ამ კანონის ძალით ყველა კონფესიას, რომელიც საქართველშია რეგისტრირებული უფლება მიეცემათ იყვნენ თანასწორუფლებიანი მართლმადიდებლობასთან. ეს ყველაფერი სომხების ამბიციებიდან მომდინარეობს. მათ საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ სურვილი, ესარგებლათ იმ უფლებებით, რაც ქართველ ერს აქვს საქართველოში. მათ შემდეგ უკვე სხვა კონფესიებიც მიემატა, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

ერთ დღესაც, შეიძლება სომხები სამების საკათედრო ტაძრაში მოვიდნენ და გვითხრან, რომ ამ ეზოში სომხური ეკლესიაც შეუძლიათ ააშენონ. სომხური მხარე ძალიან ბევრ ქართულ ეკლესია-მონასტერზე გვედავება. მათ ქვემო ქართლში მნიშვნელოვანი ტაძრების მიმართ შეიძლება გაუჩნდეთ პრეტენზია და უბრალოდ წაგვართვან. საუბარია რელიგიურ შუღლზე, ეკლესიების წართმევაზე და სანამ ეს პრაქტიკაში განხორციელდება, ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია უნდა გამოვხატოთ და ხმა ავიმაღლოთ. ამაზე უარესი ჟამი ქართველი ერის ისტორიაში არ დამდგარა. გვყოლია ბევრი დამპყრობელი, მაგრამ ყველაზე დიდი ბრძოლა, ქართველებისთვის იდეოლოგიური ბრძოლაა. იდეოლოგიური ბრძოლის დროს, ქართველი ერი ყოველთვის ინარჩუნებს მართლმადიდებლობის სტატუსს და როგორც ბიძინა ჩოლოყაშვილი ამბობს,- არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვიდილისა. ვახტანგ გორგასალმა ქართველ ერს დაუტოვა ანდერძი: ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა. სწორედ, ქრისტესთვის მაძიებელია დღეს ქართველი ერი, სამოციქულო ეკლესია და ვიმედოვნებ, ყველა ამოიღებს ხმას და შეეწინააღმდეგება იმას რაც, დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

მოხდა თუ არა ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის პრინციპების დარღვევა? მოსახლეობის უმრავლებს აზრი არავის გაუთვალისწინებია..

თავისთავად, დაირღვა ეს პრინციპი. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე რომ ეს ღვთისათვის სათნო არ არის და მეორეც, როდესაც სახელმწიფოს ცალსახად აქვს მიღებული გადაწყვეტილება და უგულებელყოფილია ქართული სამოციქულო ეკლესიის, პატრიარქის ინტერესები, მრევლის ინტერესები მითუმეტეს, რელიგიის ჭრილში. აქ მხოლოდ პიროვნების თავუსუფალ ნებასა და მისი აზრის დაჩაგვრაზე კი არა, ეკლესიის დაჩაგვრაზეა საუბარი. შესაბამისად, დარღვეულია დემოკრატიის პრინციპები. ეკლესიის მიზნებისა და ამოცანების უგულებელყოფა ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას ღვთის წინაშე. ვიმედოვნებთ, გამოჩნდება , სახელმწიფო სტრუქტურებში ვინმე ვინც დაგმობს ამ გადაწყვეტილებას. რაც მალე მოხდება ეს უკეთესია. რამეთუ, ერი არ გაჩერდება. დედა ღვთისმშობელი კი ქართველ ერს საბრძოლო ველზე არ გაწირავს და არ მიატოვებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

33 კომენტარი »

  • თამთა says:

    ვასო, შენ იაღოველი ხარ? :)

    უფალს ვევედროთ რომ გონება გაგვინათოს და სწორი გზით გვატაროს, იმედია ჩვენი ხელისუფლება გონს მოეგება და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის

  • ნატა says:

    ჩვენ უნდა ვაიძულოთ რომ შეცვალონ!!

  • ელზა says:

    ნაბოდვარი ვინ დარჩება მაგის ჟამიც მოვა, ადამიანმა მარტო თავის სხეულზე არ უნდა იფიქროს, ყველაფერი წარმავალია სულის გარდა, შეუნდე ღმერთო რამეთუ არ იციან რას იქმან

  • მარიამი says:

    გმერტი ცჰვენს ნაცვლად არ ისჰრომებს ის მხოლოდ გვეხმარება.მადლი სიდზნელეებს არ გვასჰორებს.იგი მატ დაზლევასჰი გვეხმარება ბრმა ყრუ და მუნჯია ვინც ამ ინტერვიუს ეცინააგმდეგება

  • ზვიადი says:

    ეს კიდევ ერთი ლახვარია, მართლმადიდებლობისათვის ჩაცემული, ვერ ხვდებიან რომ ამით ღმერთს უპირისპირდებიან. ასეთები ყოველთვის იყვნენ, (ახალი აქ არაფერია, იყვნენ და მათი სახელები აგარც ახსოვთ, ან ახსოვთ ზალიან ცუდად. მთავარია ჩვენი საზოგადოება საღად აღიქვამდეს იმას, რაც შეიძლება ამ კანონმა მოიტანოს და თუ ჩვენ წინ არ აღვუდექით ღვთის რისხვა არ დააყოვნებს.

  • ნუკრი says:

    ეს არა მარტო ქართულ ეკლესიას არამედ, ქართულ სახელწიფოებიობას უქმნის უდიდეს საფრთხეს.
    დღეს უამრავი მაჰმადოანო ქართველი აპირებს ქაშუეთთან აქციზე მისვლას და საპატრიარქოსათვის მხარის დაწერას, რაც საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს.!

  • თეონა says:

    საშინელებაა,ამაზრზენია,ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს სანამ დროა! უნდა მოეწყოს მსვლელობა მე ასე ვფიქრობ..უნდა გავაპროტესტოთ და დავიცვათ ის,რასაც 21 საუკუნე ვიცავდით!რწმენამ მოგვიყვანა აქამდე და ახლა საკუთარი ხელით ვიღუპავთ თავს?წარმოუდგენელია!მოეწყოს მშვიდობიანი მსვლელობა,ყოველი მორწმუნე გამოვიდეს,მხოლოდ ამით შეგვიძლია რამე მოვიმოქმედოთ.

  • ნია says:

    ყველაზე საშინელება ისაა რომ საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია, რეგიონებში მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, რუსთავი 2 მა ისე გადასცა პატრიარქის კომენტარი, თითქოს უწმინდესი მადლობას უხდის სააკაშვილს ასეთი კანონის მიღებისათვის.!!

  • გიორგი (სხვა) says:

    სიცრუე იქცა ამ იქედნეს ნაშობისა და მისი გობლინების საქმედ, რასაც ყურმოჭრილი მონა ტელევიზიები ტირაჟირებას უწევენ. გვაცხოვრებდნენ ამ გაჭირვებასა და შეურაცხყოფაში, მაგრამ ვითმენდით.
    ხელისუფლებამ თავისი უგნურებით პანდორას ყუთი გახსნა, რწმენის ხელყოფას და შერყვნას არ და აღარ მოვითმენთ.
    გაფრთხილდით სამშობლოსა და რწმენის გამყიდველებო, ღვთის რისხვა თქვენ თავზეა დაკიდებული.

  • არჩილი says:

    მსურს, უღრმესი მადლობა მოვახსენო სომხურ გაზეთ: “არავოთის” სარედაქციო კოლეგიას და მის რედაქტორს, გამოქვეყნებული სტატიის ,,გარეგინ II მაფიოზს ჰგავს” გამო, სადაც სომეხი ჟურნალისტი და სარედაქციო კოლეგია განიცდის სირცხვილს მათი პატრიარქის თავხედური საქციელის გამო.

  • mamadaviti says:

    მეც ვუხდი მადლობას მათ ასეთი ობიქტურობისა და სწორი პოზიციისათვის.

  • ანონიმი says:

    მოგესალმებით ყველას და მინდა მცირედ ჩემი აზრიც გამოვთქვა ამ ყოველივეზე…
    საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებლურ ეკლესიას ყოველთვის ეკავა მოწინავე როლი და ყოველთვის იყო ქვეყნის შემაკავშირებელი და სიმტკიცისთვის აუცილებელი.ერთმორწმუნეობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყოფდა ხალხის ერთიანობას. მათ გაერთიანებას ერთი მიზნისკენ, ერთი მტრის საწინააღმდეგოდ ერთი “ბატონის” ქვეშ. ხშირად ეს “ბატონი” იყო მეფე, ან რომელიმე ფეოდალი, ან თავად სამღვდელო პირიც. ასე იყო თუ ისე…ეკლესია (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური) უზრუნველყოფდა ქვეყნის ერთიანობას, როგორც დუღაბი, კედლის შენებისას… სწორედ ამიტომ ხდებოდა ეკლესიის გაძლიერება, ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ, რაც თანდათანობით ეკლესიის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებდა…მაგრამ ამ ყოველივემ მოიტანა ეკლესიის პოლიტიზირებაც.რაც ჩემი აზრით ეკლესიისთვის დამღუპველია. თუ შევხედავთ რომის კათოლიკურ ეკლესიას, შუა საუკუნეებში მისი დეგრადირება სწორედაც იმან გამოიწვია რომ უსაზღვრო ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ. პაპის კურთხევით და ერთი სიტყვით ომს იწყებდა მთელი ევროპა და ეს ყველაფერი ხდებოდა არა “წმინდა მიწის” დასაცავად, იმ მიწას არაფერი შემატებია ამ ომებით, არამედ ძალაუფლების გასაზრდელად, ქონების მოსახვეჭად და მასაზე ბატონობის შესანარჩუნებლად…ძალაუფლებამ კათოლიკურ ეკლესიას შუასაუკენეებში მოუტანა უღმერთობა და სრული ურწმუნოება. მანიპულირებდნენ ღვთის სიტყვით და აკეთებდნენ აფსოლიტურად უღმერთო საქმეს!
    დრევანდელ დღეს დიდი გამოწვევის წინაშეა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია…იგი მფლობელია საქართველოს პირობებში უდიდესი ქონების და ხალხზე გავლენის მხრივ კი უსაზღვრო ძალაუფლების.მას შეუძლია ეს ყოველივე ქვეყანას და ხალხს მოახმაროს. რწმენის გაზრდას მოახმაროს ამ ხალხში და ამით ებრძოლოს სხვა კომფენსიებს, ამით დაანახოს თავის უპირატესობა ხალხსაც და მთავრობასაც. ან შეუძლია პატრიარქმა და ყველა მღვდელმსახურმა თავიან მრევლს მოუწოდონ ბრძოლისკენ, შეურიგებლობისკენ, პროტესტისკენ…ეს ყოველივე კი დათესავს ერთი განხეთქილებას, გაყოფას, ურთიერთ სიძულვილს და დაპირისპირებას. ეკლესიას შეუძლია იდგეს თავის სიმაღლეზე და როგორც უწინ, ახლაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს(ქვეყანას ერთიანობა და მშვიდობა ჭირდება), ან პირიქით გახლიჩოს და დაპირისპირებები გამოიწვიოს ერში… სამწუხაროა თუ მეორეს აირჩევს.

  • ანონიმი says:

    ერთსაც დავამატებ…
    დემოკრატია არის როდესაც უმცირესობების აზრიც და უფლებებიც ისევეა დაცული, როგორც უმრავლესობის. სხვა მხრივ დემოკრატია საჭირო არ იქნებოდა. უმრავლესობას ხომ ისედაც შეუძლია თავისი გაიტანოს…ის უმრავლესობაა და ნებით თუ ძალით თავისას მიაღწევს…

  • გიორგი (სხვა) says:

    ანონიმ

    ცოტა თქვენ მსჯელობაში არ ჩანს ლოგიკა თქვენ წერთ: ,,დრევანდელ დღეს დიდი გამოწვევის წინაშეა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია…იგი მფლობელია საქართველოს პირობებში უდიდესი ქონების…”
    მაპატიეთ, მაგრამ იცით თუ არა, რომ დღემდე არ არსებობს კანონი ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების შესახებ” და ამის გამო იმ ქონებაზე, რომელზეც თქვენ ამახვილებთ ასეთ დიდ ყურადღებას იგი ამის გამო ფაქტიურად არ არსებობს. ეს ერთი და მეორეც – სად ჩანს ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი უფლებები დაიცვა და როგორც თქვენ ბრძანებთ ,,უმრავლესობას ხომ ისედაც შეუძლია თავისი გაიტანოს…ის უმრავლესობაა და ნებით თუ ძალით თავისას მიაღწევს…” როდის იქნა ეს უფლება განხორციელებული?
    ანდა ამ დღეების მოვლენების თვალთახედვით ვინ გაითვალისწინა უმრავლესობის ინტერესები?
    კი ბატონო არავინ ამბობს უმცირესობის დაუცველობას, მაგრამ სადაა უმრავლესობის უფლებები დაცული?

  • შოთა says:

    არ ვიცი რა ვთქვა, საიდან დავიწყო. უბრალოდ ამ ყველაფერს, რაც ხდება იმდენა დ არ ვეტანხმები, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ აზრის ჩამოსაყალიბებლად… მე შევცდები ციტირება მოვოყვანო რამოდენიმე და ვიმსჯელო.
    “როგორც აღმოჩნდა, ქართველებს სომხებთან დამოკიდებულებაში წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდა. რელიგიური შუღლი, ომი მხოლოდ ერთი კვირის, წლისა თუ ერთი საუკუნის უკან არ დაწყებულა.” (ეს კაცი ღვთის მსახური?თუ კი საიდან ამდენი ბოღმა?განა ჩვენ არ უნდა ვისწავლოთ პირუკუ? საიდან აქვს წყურვილი ომისა და საერთოდ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? )
    “თუ ვინმეს ჰგონია რომ ეკლესია ხმას არ ამოიღებს და ჩვენ, საპატრიარქო ამაზე არ ფიქრობს, მწარედ ცდება.” (მწარედ ცდება, რას ნიშნავს ეს მუქარა ხომ არ უნდა გადავხედოთ ჯერ ქრისტეს სიტყვებს და შემდეგ მამათა ნაშრომებს რომ გულები უნდა დავიგლიჯოთ და არა სამოსელი…” არა მხოლოდე ენით არამედ საქმითაც)
    “ერთ დღესაც, შეიძლება სომხები სამების საკათედრო ტაძრაში მოვიდნენ და გვითხრან, რომ ამ ეზოში სომხური ეკლესიაც შეუძლიათ ააშენონ.” (რატომ ჰგონია ამ ადამიანს რომ სხვები ისე მოიქცევიან როგორც ტავად ექცევა მათ.ხომ არ დაავიწყდა კარები რომ აუჭედეს სომხებს? ნუ ყველა იმას ამბობ რაც ტავად არის)
    არ შემიძლია უკვე ამაზე ფიქრი.ძალიან დავიღალე! ნუთუ ოდესმე არავინ გამოჩნდება ვინც ხალხს არ გაურყვნის გონებას და ასწავლის იმას რაც მართლა თქვა ქრისტემ და რისთვისაც მოკვდა.

    “ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო” მთელი გულით განვიცდი ილიას ამ სიტყვებს.

  • ხვიჩა says:

    სწორედ თქვენნაირებზე ბრძანა ილიამ ეს სიტყვები.
    აქ მორალს ნუ გვიკითხავთ და ქრისტიანობას ნუ გვასწავლით ბექა მინდიაშვილო ან მისნაირო, მნიშვნელობა არა აქვს თქვენ ერთი ჯურისანი ხართ მაინც.
    გონების და სულის გარყვნას კი სწორედ თქვენ და თქვენი პრეზიდენტი ემსახურებით.

  • ნიკა says:

    მერე შოთა რაღაზე ბრაზობ? ხომ გვაფურთხებთ შენ და შენი პრეზიდენტი იმ საქართველოს რაც არ გაგიყიდიათ ჯერ? გული რაღაზე გწყდება? გარეგინი ხომაა კმაყოფილი თქვენით, უნდა გიხაროდეს, გული ნუ გტკივა. ილიამ ესეც თქვა: ენა, მამული, სარწმუნოება. მოდი ვნახოთ რას უშვებით ამ სამ ბურჯს:
    ა) ენა – მხოლოდ საქართველოში ამბობენ “გუშინ კარგი ფილმი წავიკითხე რუსთავი 2-ზე” ენის ბარბარიზმებით შეგნებულად ავსებაზე აღარ შეგაწყენ, უნდა გიხაროდეს!
    ბ) მამული – ტერიტორიების 25% რუსეთს გავუფორომეთ, ოღონდ “სდელკა” რომელის ინიციატორი ამერიკა იყო, ქართველი ბიჭების სისხლით დაასველეთ, დანარჩენი საქართველო – ამერიკას, გაზისა და ნავთობის სადენი მილების გასაყვანად და შუა აზიაში შესაჭრელად დერეფნის გასაკეთებლად. ხო, აქ პატარა კორექტირებაა საჭირო, ამისთვის მხოლოდ ფოთიდან – აზერბაიჯანამდეა ტერიტორია საჭირო, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ ახალქალაქი და მთელი ჯავახეთი სომხებს მიყიდოთ სარფიანად, თუნდაც ამჟამინდელი კანონის მიღებით დაძაბულობის წამოწყებით;
    გ) სარწმუნოება – შოთა შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? სამება ავლაბარშია, სომხურად ხომ არ უნდა ტარდებოდეს ღვთისმსახურება, ქართული სუბტიტრებით?:)))))

    მეცოდებით!

  • მედეა says:

    უფალმა გაგვაძლიეროს და შეგვაძლებინოს უფლის გზით უფლისკენ სიარული!

  • ანონიმი says:

    სწორედაც რომ “ფაქტიურად” არის ეს ქონება ეკლესიის და “ფაქტიურად” მას განკარგავს საპატრიარქო…როგორც თქვენ ბრძანებთ იურიდიულად არ არის ეს დაკანონებული, თუმცა ათეულობით და ზოგ შემთხვევაში საუკუნეცაა რომ ეს კონკრეტული ქონება საპატრიარქოს განკარგულებაშია. თავისუფალია გადასახადებისგან და ყოველგვარი ბეგარისაგან…განა ეკლესიისთვის განსაკუთრებულ შეღავათებზე არ მეტყველებს ეს ყოველივე და ისიც რომ დღეს ნებისმიერ ეზოში თუ მოედანზე, ყველასთვის ხელშეუხებელ სკვერებშიც კი ეკლესია დგას ან ამჟამად მიმდინარეობს მისი მშენებლობა? რათქმაუნდა კი!მთავარია ჩვენმა ეკლესიამ თქვას რომ ამადაამ ადგილზე მას სურს ეკლესიის აშენება და ნებისმიერი გამგებელი თუ მერი იმ ტერიტორიას მაშინვე გამოუყოფს…კანონით რომ ამის გადაცემა არ ხდებოდეს კიდეც, განა ვინმე მოინდომებს და დაანგრევიებს ამ ეკლესიას საპატრიარქოს?!…
    რაც შეეხება მეორე კომენტარს კი…მე ვახსენე რომ უმრავლესობა ნებით თუ ძალით თავისას მიაღწევსთქო. სწორედაც ეს ხდება ამჟამად!ნებით თუ არ მოდის მთავრობა ჩვენს მოთხოვნებზე, მაშინ ძალით უნდა მივაღწიოთ და ხდება ხალხის მოწოდება “გადამწყვეტი ბრძოლისათვის”…განა ვის უნდა ვებრძოლოთ?სახელმწიფოს ეს კანონი თვაისი მოთხოვნით არ მიუღია.არც სომხების ან რომელიმე კომფესიის მოთხოვნით მომხდარა ეს. გარეგინ მეორის ჩამოსვლა ან დაემთხვა და ან დაამთხვიეს ამ ყველაფერს. და სომხების უგუნური განცხადებებით(რაც აწუხებდათ მთელი ამდენი წლების მანძილზე უცბად ამოთქვეს…ეკლესიების დაბრუნება) უბრალოდ თვითონ დაიტეხეს თავს ქართველი ხლხისა და ეკლესიის რისხვა…ეს მოთხოვნა იყო ევროკავშირის მიერ! ადამიანთა უფლებების დამცველების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით ისევე გარეთ.ჩვენს მთავრობას ამ ბოლო დროს უწევს არაპოპულარული გადაცყვეტილებების მიღება იმის გამო რომ მივაღწიოთ ევროკავშირის სტანდარტებსა თუ მოთხოვნებს…ერთი კია რომ ამ სტანდარტების მიღწევას ძალიან უხერხული ფორმებით და არადიპლომატიური გზით ახერხებენ და ხალხში უკმაყოფილებას ზრდიან(საქონლის საკლავების შემოღება…რასაც ხორცზე ფასების ზრდა მოყვა და მეორე ეს აკნონი)ამის გამო ისინი ყველაზე კარგ და მცირედ შემთხვევაში მხოლოდ შენიშვნას დაიმსახურებენ დასავლეთელი პარტნიორებისგან.
    ეს ყველაფერი ისედაც გასაგებია, მაგრამ ჩემი პირველი კომენტარი ამის სათქმელად არ დამიწერია…თუ სახელმწიფომ დაიწყო კანონების ჩარჩოში სხვა კონფესიების მოქცევა ეს კარგიცაა. ამით მოხდება მათი საქმიანობისა და ფინანსების დენადობის გაკონტროლება. მართლმადიდებლურ ეკლესიას კი ამით არაფერი დააკლდება. არანაირი სარწმუნოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ტრაგედია ამით არ მომხდარა.ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ისედაც არის კონკორდატი და ამ კონკორდატს არაფერი მოკლებია, მასში არაფერი შეუცვლიათ, ეკლესიის უფლებები არ შელახულა…ხომ ასეა. შესაბამისად განგაშის ატეხვისა და ხალხის აშფოთების საბაბი და აზრიც არ არის.თუ ვინმეს თავმოყვარეობა შეელახა, რომ მას არ კითხეს აზრი და ისე გადაწყვიტეს (გთხოვთ სწორად გამიგეთ ეს ნათქვამი)ეს პირადი პრობლემაა და ამან ხალხის ბედზე არ უნდა იმოქმედოს, ხალხი არ უნდა ააშფოთო და არ უნდა დააპირისპირო ამის გამო. ვიცი ადამიანები რომლებიც მეგობრობდნენ და დღეს კონფლიქტში არიან ამ მოწოდებების გამო.ნახევარი თბილისის სომეხია ან სომეხი ყავთ ოჯახში, რატომ ვლანძღავთ ამ ადამიანებს და შუღლს რატომ ვუთესავთ გულში?
    დღეს ეკლესიას შეუძლია რომ ეს აჟიოტაჟი თავის სასითეთოდ გამოიყენოს და სახელმწიფოსთან მიმართებაში პოზიციები გაიმყაროს, თუნდაც აიძულოს ეკლესიის ქონების შესახებ კანონის შემოღება (რომელიც თქვენ ახსენეთ), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ხალში არეულობა, გათიშვა, შეტაკებები და ის რადიკალები რომლებიც ამ ყველაფერს ასე ძალიან ესწრაფვიან, მაქსიმალურად უნდა მოთოკოს და დააოკოს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთივე სამოქალაქო სისხლისღვრას, რომელიც არაერთხელ მომხმდარა დასავლეთში კათოლიკებსა და პროტესტანდების დაპირისპირებისას. და ამის მბიძგებელი და პასუხისმგებლობის მტარებელი ამ შემთხვევაში ეკლესია იქნება.რაც ბოროტს უფრო გაახარებს ვიდრე ღმერთს :(

  • ლავიზნა says:

    რა სახელმწიფოზე ლაპარაკობს ეს ადამიანი ვინმე ვერ ამიხსნით?რომელ სახელმწიფოზე?სისხლით ტერორით და ძალადობით დამყარებულ ,,დემოკრატიაზე”? ეს ყველაფერი ძალაიან სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს… იღუპება ქვეყანა და იმის მაგივრად რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ აქაც ვნახულობთ დროს დავისთვის..თუმცა ვცდები..იღუპება არა_დაიღუპა უკვე.იმიტომ რომ მთავარი _ ერთიანი სული უკვე გატეხილია. გილოცავთ ბატონო ნაციონალებო! თქვენ გაიმარჯვეთ (ეს ტერმინი_თქვენ_ სწორედ თქვენი საყვარელი სიტყვაა.არსებობთ თქვენ და დანარჩენი საქართველოს ის ნაწილი, რომელიც თქვენ არ გეთანხმებათ!
    ეკლესიის ქონებას რაც შეეხება ეგ თქვენი გასარკვევი არ არის! აჯობებს ყველამ თქვენს ქონებას მიხედოთ სისხლის წვეთები რომ გასდის!
    ჩვენი ქვეყანა დღემდე რწმენამ მოიყვანა და იმედს ვიტოვებ რომ უმრავლესობა ამ რწმენას არ უღალატებს.მარტო ეს გადაგვარცენს დღეს….

  • თორნიკე says:

    ანონიმ
    და რატომ ანონიმ?, რა ნაციონალებმა და თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგებმა უკვე სახელებიც დაკარგეთ?
    თავისუფლების ინსტიტუტი იდეოლოგიას, რომ იზიარებ და მისი მხარდამჭერი ხარ იმაზე მივხვდი, რომ ასე გაღიზიანებული საუბრობ ეკლესიაზე და მის საკუთრებაზე, მის განსაკუთრებულ როლზე და მდგომარეობაზე. იცით რატომ გეჩხირებათ ეს მოვლენა ყელში, იმიტომ რომ ეს პირდაპირი დაბრკოლებაა თქვენთვის საქართველოს მოსახლეობის, მსოფლიო ხალხად ჩამოყალიბების საქმეში, რომელსაც არც ნაციონალობა ექნება, არც სინდისი, არც ნამუსი. იმიტომ ხარ ასე გაღიზიანებული, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სადარაჯოზეა, საქართველოს ყველა მოსახლის, ხაზს ვუსვავ ყველა მოსახლის მიუხედავად თავისი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა იდენტიფირების დაცვის საკითხში, რომ მათ არ დაკარგონ ჩვენი ქვეყნის პატივისცემა და უფრთხილდება უმნიშვნელოვანეს ტრადიციებს, რაც ქართველ ერის განმასხვავებელი ნიშნების საფუძველია.

    ისე ცნობისათვის აქციაზე ჩემი სომეხი, კათოლიკე და მაჰმადიანი მეგობრებიც იყვნენ და მათაც იგივე განცდა ჰქონდათ, როგორც მე. აქ საუბარია არა იმაზე, რომ ეკლესია მოგვიწოდებს სხვა ეროვნებებს და რელიგიებს ლახვარი ჩავცეთ, არამედ იმაზე, რომ არავის არაფერს ეკითხებიან და არავის აზრს არ ითვალისწინებენ. ყველაფერი წყდება ერთი ადამიანის კარნახით და მისდამი დამორჩილებული ყურმოჭრილი მონა პარლამენტარების მიერ, ესაა დემოკრატია? იქნებ რომ გვემსჯელა უფრო უკეთესი პირობები შეგვეთავაზებინა ან სხვა კანონი მოგვეფიქრებინა?

    კაცო, რომ ამბობთ ევროკავშირის მოთხოვნა და პარამეტრიაო, იქნებ ერთ დღეს გვითხრან ქართველები საჰარის უდაბნოში უფრო დემოკრატიულად გამოჩნდებით და იქ გადასახლდითო… რა, გავაკეთოთ!?
    ნებისმიერი საერთაშორისო მოთხოვნა, უაპელაციოთ კი არ უნდა მივიღოთ, არამედ გავიაზროთ, ავწონ-დავწონოთ, რამდენად მოერგება ჩვენ ქვეყანას მის ტრადიციებს და კულტურას, მოსახლეობის მენტალიტეტს და მერე ვიფიქროთ მის ამა თუ იმ ფორმით მიღებაზე. სამწუხაროდ ფიქრი, განსჯა და ანალიზი უცხო ხილია ჩვენი ხელისუფლებისათვის.
    ძალიან ცუდად გესმის მეგობარო, რომ პატრიარქმა ან ეკლესიამ პირად შეურაცხყოფად მიიღო ეს საკითხი. პირველ რიგში ქვეყნის ბედიდანაა გამომდინარე მათი წუხილი, რადგან რა საშიშროება შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონმა არავინ დაფიქრებულა ამაზე.

    მაგალითისთვის დავასახელებ მცხეთის ჯვრის ტაძარს, რომელიც ყოველგვარი საღი მეცნიერული დასკვნის გარეშე, გამოცხადებულია სომხური კულტურის და რელიგიის ობიექტად (ჩაწერილია რუსეთის მიერ გამოცემულ დიდ საეკლესიო ენციკლობედიაში) და ერთ დღეს სომხეთის მონოფიზიტურმა ეკლესიამ, როგორც საჯარო სტატუსის მქონემ საქართველოში, დააყენა საკითხი მის გადაცემაზე. თქვენი აზრით რას გამოიწვევს ეს საკითხი? ნუთუ საქართველოს მოსახლეობისათვის სულ ერთი იქნება ვის საკუთრებაში გადავა ჯვრის მონასტერი?
    თქვენი აზრით გამოიწვევს თუ არა ეს მოვლენა, ხალხში ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებას?
    და იცით თუ არა, რომ ასეთი ეკლესია-მონასტრების ასეთი სია 600 ტაძარს მოიცავს?
    რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ყოველივე ამის შემდეგ?

    თუ იმდენად დაჩლუნგდა და გადაგვარდა საქართველოს მოსახლეობა (მავანი ალბათ ამაზე ოცნებობს), რომ მას პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება? არ უშვებთ, რომ პროცესები შემდეგ აქ უმართავი გახდეს და მივიღოთ ცხელი წერტილები?
    შეექმნება თუ არა საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების ფონზე?
    აი ჩემო კარგო რა აღელვებს პატრიარქს და სამღვდელოებას და არა როგორც შენ ამბობ, საკუთრების დამტკიცება და პირადი შეურაცხყოფა.
    ამიტომ სრულიად სამართლიანია ერის და ბერის პროტესტი!

  • NANA says:

    საქართველოს დაღუპვას ვერ მოესწრებიან ვისაც ეს უნდა,ღვთისმშობლის წილხვედრ და ქრისტე ღმერთის ქვეყანას დაღუპვა არ უწერია.თემურ ლენგმა,აღამაჰმად ხანმა და ათასმა სხვა დამპყრობელმა ცეცხლს მისცა ჩვენი ქვეყანა,მაგრამ ისევ ვართ ღმერთის ნებით.საქართველო განსაკუთრებული მისიის ქვეყანაა და ამიტომაც გვებრძვიან,თორემ მარტო ჩვენი 1 გოჯი მიწისთვის არავინ მოდიოდა აქ…დღეს მძიმე პერიოდი გვიდგას,ახლა გამოჩნდება ვინ ვინაა და თუ აკვირდებით ყველა ავლენს თავის თავს,ერიც და ბერიც, და “ყველა თვითონ გაითხრის სამარეს”…..ვის რა აღელვებს ეგ არავინ იცის,ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ…

  • tengo says:

    aleqsandre mainc argerqvas, shen xar alika, es erti, meore is rom shennaeri dzalit qartvelebi gebuloben eget kanonebs, madloba gmerts rom namdvili qartvelebic arseboben am qveyanashi, gmertma gaadzlieros patriarqi da sruliad saqartvelo

  • თეთე says:

    ღმერთო, გაუნათე გონება აქ მყოფ ზოგიერთ სულმდაბალს :|

  • ანონიმი says:

    დგესაც გამარჯობათ ყველას…
    თორნიკე ნაწილობრივ გეთანხმები, როცა სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკობ. მეც მიმაჩნია რომ ჩვენ ჯერ სახელმწიფოს არ წარმოვადგენთ და საერთოდ ეს 20 წლიანი თავისუფლების პერიოდი როგორც არშემდგარმა სახელმწიფომ ისე განვლეთ…მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს იმ აზრისგან რომ სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს (რამდენად ხშირად ეს სხვა თემაა)…ვფიქრობ, ეს კანონიც ერთერთი ამ ნაბიჯთაგანია, იმიტომ რომ სწორედაც შემდგარ სახელმწიფოში იცის ყველამ თვაისი იურიდიული სტატუსი, რაც ამ კანონის შემთხვევვაში მოხდება. ყველა ეკლესიას ექნება თავისი გარკვეული იურიდიული სტატუსი. და ასევე ყველა მოქალაქეს ამ ქვეყნისას, მიუხედავად იმისა თუ რა მრწამსისაა, ექნება განცდა რომ ამ ქვეყანაში მიღებულია, როგორც მოქალაქე და დაფასებულია მისი რწმენის მიუხედავად და გათვალისწინებით!!!

    რაც შეეხება ჩემს ნიკს ანუ “ანონიმს”…რომ დამეწერა პეტრე ვარ ან ბართლომეთქო რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა? :) ალბათ არანაირი ხომ, ამიტომაც გადავწყვიტე რომ პირდაპირ დამეწერა ანონიმი…განა თქვენთვის რა მნიშნვნელობა აქვს.

    დემოკრატიულობა არ ნიშნავს კლდიდან გადახტომას ან უდაბნოში გადაცხოვრებას :) ამას არავინ მოგთხოვთ, ნუ ღელავთ.არც არავის ქონებაზე ვარ გამწარებული და არც მე გამაჩნია სისხლის წვეთ მდინარე ქონება, თორემ აუცილებლად განვაცხადებდი ტელევიზიით ასეთ სასწაულს:)

    ისე მეგობრებო, აქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შემოვედი და კომენტარი გავაკეთე რომ მოველოდი უფრო პრაგმატულ და რაციონალურ მსჯელობას გავმართავდით და არა ემოციურად ერთმანეთის დამკნინებელს თუ შეურაცხყოფელს.მეგონა უფრო არგუმენტებით ვიმსჯელებდით, ერთად მოვიპოვებდით ამ ახალ კანონს და შემდეგ განვიხილავდით…თორემ მოსაუბრის ანდა ოპონენტის შეურაცყოფით მხოლოდ ემოციებზე საუბარი ხომ გარეთ ბირჟაზეც შეიძლება და ნებისმიერ სხვა ადგილას…მე არ ვარ ანტი ქართველი, რომელსაც სომხებისთვის ქართული ეკლესიების გადაცემა უნდა ან ანტი მართლმადიდებელი, რომელიც ეკლესიის დაკნინება უხარია. ღმერთმა დამიფაროს მეც და ყველა თუ ვინმე ამას ფიქრობს. პირიქით მინდა რომ ეკლესია ისეთი ძლიერი იყოს ჭეშმარიტებაში და ღვთის სიყვარულში რომ თავად ღვთის განსხეულებას წარმოადგენდეს ამ მიწაზე (ასეც დაიბარა უფამა იესომ).

    ღმერთმა ყველანი გვატაროს ჭეშმარიტ რწმენაში, რაც სიყვარულში, მიტევებაში და ურთიერთ პატივისცემაშია.

  • შოთა says:

    მე ვარ ის სულ მდაბალი ვისზეც თქვენ საუბრობთ. დაე ღმერთმა მომიტევოს ჩემი ბინძური ცხოვრება, რომელსაც ვეწვალები რომ უკეთესი გავხადო… თუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა იმაშია რასაც საქრთველოში ვხედავ მე უარს ვამბობ მასზე და ეშმაკსაც წაუღია ჩემი ბინძური სული და ტანჯული იყოს უკუნითი უკუნისამდე და მე ამ გზას არასოდე მივესალმები… ღმერთო მაპატიე მაგრამ არ შემიძლია გაგიგო და მწამდეს შენი თუ კი იმას ასწავლი რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში!!!
    და ვაითუ ეს ხალხი ცდება დაე მიუტევე ყველას და მათ შორის მეც პირველს ყველაზე უგუნურსა და გაუგონარს!

  • ნენე says:

    სომხები ეკლესია მონასტრებზე და მის კუთვნილებაზე ტყუილად კი არ ლაპარაკობენ;
    ჯერ ერთი, მათ იმხელა მრევლი არ ყავთ საქართველოში, რომ ტაძრების საჭიროება ჰქონდეთ, მაგრამ ოდითგან აღებულ კურს და დიად მიზანს ” დიდი სომხეთის” შესახებ შეუპოვრად მიჰყვებიან და ეს მათთვის ერთ- ერთი ეტაპია. ჩვენი ხელისუფლების წყალობით და ჩვენი ბედოვლათობით მალე თავიანთი გეგმის მნიშვნელოვან ეტაპს გადალახავენ და იმ ასეულობით ტაძარს დაისაკუთრებენ რაზეც დიდიხანია პროპაგანდისტულ ომს აწარმოებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით… მერე კი იმ მიწაზე გამოაცხადებენ პრეტენზიას, რომელზეც “მათი ისტორიული ტაძრები” დგას და მალე ჩვენ სომხეთში ამოვყოფთ თავს, თუ რათქმაუნდა, ინებეს ქართველებით დასახლებული სომხეთი…
    თქვენ ეს ნაბოდვარი არ გეგონოთ- სწორედ ასე მწერდა 2 წლის წინ ვინმე სომეხი ისტორიკოსი ოდნოკლასნიკების მეშვეობით; ყოველ დღე მიგზავნიდა ე. წ. სომხეთის რუკებს, სადაც საქართველოს ტერიტორია მთლიანად მისაკუთრებული ჰქონდათ და ტოპონიმები სომხურით შეცვლილი… თავი რომ არ დამანება, მე კი ამაბსურდზე პასუხის ღირსად არ ვცანი, ისეთი ისტორიული ” წყაროები” მოიხმო თმები ყალყზე დამიდგა… თავი რომ არ შეგაწყინოთ გეტყვით, რომ ამ გეგმების განხორციელებაში ჩვენი სომეხი პრეზიდენტის – მიხეილ სააკიანის იმედი ჰქონდა…
    მგონი აგვიხდა ეს კოშმარული სიზმარი- ყველაფერი რეალურს ემსგავსება!

  • ანი says:

    ვისურვებდი,რომ ცოტაოდენ მაინც კომპეტენტურ მოძღვრებს ჰკითხოთ აზრი,თუ მიზანია ისაა რომ საზოგადოება კარგად გაერკვეს პრობლემის არსში, ეს კაცი პოეტობს და კიდეც დამრიგებლურის ტონით გვესაუბრება…სასაცილოაა

    • საწყალი ლაზი says:

      უფრო კომპეტენტური საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაა და შეგიძლია გაეცნო, შეგეძლო საერთოდაც არ წაგეკითხა თუ რიგითი მოძღვრის აზრი არ გაინტერესებს. საზოგადოებას კი, სანამ სახლში არავინ შეუვარდება, მანამ არ დააინტერესებს გარეთ რა ხდება. თურქეთში ჩვენი თანამემამულეების, ლაზების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის საბოლოო გათურქების წინააღმდეგ და აქ კიდე გარეგინ II და სომხებზე საუბრობენ, ეს არის ქართულ სულში ჩაფურთხება და მეტი არაფერი. ანტინაციონალური მთავრობა და 1990-იანი წლების მოძველბიჭო განგსტერები როა ხელისუფლებაში, რატო პატრიარქად გარეგინს არ დაგვისვამენ საერთოდ, არ გიკვირს?!

  • ანი says:

    წაკითხვა არწაკითხვა ჩემი ნებაა, მაგრამ საზოგადოებას ახვევენ თავს არასწორად ინფორმირებული ადამიანების აზრს,მერე რა რომ მოძღვარია? ანუ ყველა საკითხში კომპეტენტურია? –თქვენთვის მთავარი მოძღვრის აზრია და არა კომპეტენტური ადამიანების? და აქ პატრიარქ გარეგინის დასმა არ დასმას კიდე მამა პეტრეს აზრების ფრქვევით ვერ ვუშველით,ჩვენი პრობლემა ისაცაა, რომ პრობლემას ინტერნეტ სივრცეში “ვწყვეთ”ხოლმე,მხოლოდ ერთი მხრიდან ვაფასებთ მათ და ვაიპატრიოტული აზრების სმენა ყელში ამოვიდა,ამას ყველაფერ უცოდინრობას ამოაფარებენ ხოლმე, როგორც წესი!

    • საწყალი ლაზი says:

      ყველაფერს აქვს მიზანი – წაკითხვა-არწაკითხვასაც. ამ სტატიის მიზანი სათაურიდანვე ჩანს, რომ არის ერთი კონკრეტული მოძღვრის კონკრეტული აზრის ჩვენება და არა ოფიციალური და მკაცრად კომპეტენტური განცხადებების გაკეთება. ამისთვის არსებობს საპატრიარქოს ოფიციალური მაუწყებლობები და იქ შეუძლია ყველას გაეცნოს. ეკლესია შედგება უამრავი ადამიანისგან, მოძღვრისგან, მრევლისგან და ა.შ. ამ ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა და ჩემი აზრით, არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც შეიძლება დაცინვისა და განკითხვის საგანი გამხდარიყო. მეც ამიტომ მოგწერე, რომ შენ კომპეტენტურ აზრს და ოფიციალურ პოზიციას ეძებდი იქ, სადაც ის არცაა და არც უნდა იყოს. ბნელ ოთახში არარსებული კატის ძებნასავით… არ გაკმაოფილებს ამ ადამიანის აზრი და შეხედულება და გზა ფართოა, ინტერნეტსივრცე და მედია სავსეა “კომპეტენტური” აზრებით. რაც შეეხება ვაიპატრიოტულ აზრებს და უცოდინრობას, შეურაცხყოფად არ მივიღებ, უბრალოდ გეტყვი, რომ ასეთი დაჩმორებული საქართველო არცერთ საუკუნეში არ ყოფილა და ეს ყველგან და ყველაფერში ჩანს. ლაზებზეც იმიტომ ჩამოვაგდე სიტყვა, რომ ეს ადამიანები ცოცხლები და საღ-სალამათები არიან და მათი ბედი არავის აინტერესებს, არც არავინ საუბრობს, თუკი სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი, აფხაზეთი და სამაჩაბლო არაფრით არ განხვავდება ლაზეთისგან. ჩვენი სახელმწიფო კი ძირძველი ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთების შენებაზეც მიდის. ეკლესია არის ადამიანების ერთობლიობა, ნაკრები და არა ქვები და კედლები. მაშინ როცა ბათუმში მოლა დაიწყებს ყმუილს, ლაზეთში კედლები და ქვები ატირდებიან. მოგწონს თუ არა პოეტიზმები, შენი საქმეა. საქართველო ქართველებისთვის უნდა იყოს და იქნება კიდეც.

  • ანი says:

    სხვა დანარჩენზე აღარ გავაგრძელებ,არც არავის შეურაცყოფა მინდა, არც მქონია სურვილი,მაგრამ რაც შეეხება ეკელესიებს და მეჩეთებს: 1. ოშკი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი განძი, რაღა ქართველობა და საქართველო მის გარეშე, მაშინ ვინ ხარ უისტორიოდ?რა შეგიქმნია დ საით მიდიხარ? თქვენთვის შესაძლოა ქვებია მხოლოდ, ჩემთვის ბევრად მეტია,უდიდესი ქართული გონის და სულიერების მაჩვენებელი,იქ ჩემი წინაპრების ნაფიქრი და ნალოცი ადგილებია,პირველი რაც უნდა მოხდეს უნდა გადარცეს ნაგებობა და მერე მის ფუნქციაზე ვისაუბროთ,ასეა ცივილიზებული მსოფლიო.2. მეჩეთები საქართველოში არასდრს უკვიდრდათ და არც ახლა შეუქმნის კონკრეტული ნაგებობა საფრთხეს ქრისტიანობას,შეგახსებებთ აჭარაში დღესაც ცხოვრობენ ქართველი ქრისტინები, ამისი ჩვენ წინაპრებს არ შეშინებიათ არასდროს,გადით თბილისის ძველ უბანში და ნახავთ, მეჩეთსაც და მოლასაც,ეს ნაციონალისტური განცხადებები მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ერს,სადაც მრავალეთნიკური საზოგადოებაა აგერ საუკუნეებია!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი