მთავარი » ხატები და ფრესკები

მინსკის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2011 ერთი კომენტარი | 2,122 ნახვა

(13.08.)

მინსკის ღვთისმშობელიმინსკის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი დიდმა მთავარმა ვლადიმირმა დესიატინის ეკლესიას შესწირა და იქ ხუთას წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა. დაახლოებით 1500 წელს კიევში შემოსულმა თათრებმა ხატს ძვირფასი სამკაულები შემოაძარცვეს და დნეპრში ჩააგდეს. გარკვეული ხნის შემდეგ ხატი პინსკში მდინარე სვისლოჩზე იპოვეს, სადაც მოსახლეობამ მას არაჩვეულებრივი ნათების მიხედვით მიაგნო. 1500 წლის 13 აგვისტოს ის ციხის ეკლესიაში მოათავსეს, სადაც 116 წელი გაატარა. 1616 წელს მინსკის სულიწმიდის ეკლესიაში გადააბრძანეს და ღვთის მადლით, დღემდე მრავალი სასწაულითაა გაბრწყინებული.

1635 წელს რუტის მიტროპოლიტმა, რომელიც მართლმადიდებლობიდან უნიისაკენ გადაიხარა, ბრძანა, რომ მართლმადიდებლური ტაძრიდან ამაღლების მონასტერში გადაებრძანებინათ. მაგრამ ხატი ისევ მინსკის მართლმადიდებლურ ტაძარშია.

მინსკის ღვთისმშობელი ტაძარში კანკელის მარცხნივაა მოთავსებული. ხატი კვერცხის საღებავებით ხის დაფაზეა შესრულებული. 1852 წელს მართლმადიდებელთა გულმოდგინებით ის ვერცხლის პერანგით შეამკეს. ღვთისმშობელს და ყრმა ღმერთს, რომელსაც სამყარო უპყრია, ამშვენებს ვერცხლის ბრილიანტებით მოჭედილი და მოოქროვილი გვირგვინები. ქვემოთ ამოკვეთილი წარწერა ხატის ისტორიას მოგვითხრობს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • თამარ says:

    სასწაული ხატის გამოჩენა ერთერთი მართლმადიდებლური სასწაულია და ეს სასწაული ჩვენი ცხოვრებისთვის ხდება სულიერად რომ გავძლიერდეთ……..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი