მთავარი » ემიგრანტის წერილები

“მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ” – წერილი იტალიიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2014 9 კომენტარი | 4,827 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ლალი (ნატალია) შოშიაშვილი
ფრანგული ენისა და
დაწყებითი კლასების მასწავლებელი

მოგესალმებით, მე ლალი შოშიაშვილი გახლავართ. 13 წელია იტალიაში ვცხოვრობ. საქართველოში რომ დავბრუნდე, არავინ დამასაქმებს, რადგან 50 წელს გადაცილებული ვარ. ლალი შოშიაშვილი პროფესიით ფრანგული ენისა და დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ, თუმცა აქ მოხუც ქალს ვუვლი. ღვთის წყალობით კარგ ოჯახში ვარ. აქ ისეთ ოჯახებშიც მუშაობენ ძილი, დაბანა, საჭმელი ენატრებათ. იტალიელები, განსაკუთრებით ძველი თაობა, ცოტა არ იყოს ძუნწები არიან, მაგრამ უძლებენ, მეტი რა გზა აქვთ, ხომ იცით…
ევროპა ქართველებით გაივსო, ბევრი ნეოქართველი დაიბადა, ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები დადგებიან სადაც დაიბადნენ, მათთვის ქართული ენა უცხო იქნება.

ახლახან აქაური ახალგაზრდის, ანასტასია ჯანეტის ლექსი წავიკითხე და გული მეტკინა.

ჩვენ იმედია დავბრუნდებით…

ვერასდროს დავუბრუნდები ჩემს ფესვს,
იმ დროში როცა თავი მოვიწყვიტე…
იქ ახლა სხვა კვირტნი ჰყვავიან…
სხვა ქარებმა ჩაიქროლეს…სხვა წვიმებმა გადაიარეს…
სხვა მზემ გამოანათა… სხვა ადამიანებმა ჩაიარეს…
იქ სხვა თაობა იშვა.
მე, შენ, თქვენ…
ჩვენ ყველანი სამშობლოდან შორს
დაკარგული თაობა ვართ.

მე მაქვს ბედნიერება და ყოველ წელს ჩავდივარ საქართველოში. ჩემი შვილი 10 წლის დავტოვე, კიდევ კარგი მადლიერების გრძნობა აქვს, არ წამოვიყვანე, ფუძე არ დავაკარგინე, ოჯახი შექმნა, მაგრამ უმუშევარი დარჩა. ძალიან მინდა დავბრუნდე, მაგრამ ერთადერთი მარჩენალი ვარ. მყავს მოხუცი მშობლები, ჩემი ბიჭი და მისი ცოლშვილი.

ვხედავ, საქართველო დაიცალა. სამაგიეროდ სხვა ერი მოედო. ნეტავ მოხდებოდეს სასწაული და ყველა ქართველი ერთდროულად დაბრუნდებოდეს. ეგებ, თავიანთი ცოდნითა და ბარაქით გადაარჩინონ საქართველო გადაგვარებას. ის, რაც ვერ შეძლო თემურლენგმა და შაჰაბასმა, შევძელით ჩვენ, მივატოვეთ და წამოვედით, მე თავს იმით ვიმართლებ, რომ ყველა იქ მელოდება, მაგრამ სხვები დედაბუდიანად გადასახლდა ამერიკაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრალიაში…

ისინი, ალბათ აღარ დაბრუნდებიან, უფრო სწორედ, საქართველოში დაბრუნება ოცნებად დარჩებათ.

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • mez zalian minda davbrunde saqartveloshi ukve me9 zelia italiashi vart me da chemi meugle shvilebis gulistvis, maqvs damtavrebuli soziologiuri, vmushaobdi skolashi fsiqologad,, magram rogorz kvela ,shvilebi rom gsase daakeno ar kmaroda is anasgaureba,,,,neta rodis davbrundebi samudamod, ar vizi , ufro szorad rodis eshveleba chvens qvekanas,,,,,,,,,,,

  • xatia says:

    vis ar unda dabruneba :((((((((( yvelas tavisi mizezi aqvs samshobloshi daubruneblobis :(((((((((

  • lia chikovani gogrichiani says:

    icit ras getkvit qalbatono xatia chven kvela siamovnebit davbrundebit tu ki amis shansi mogvecema gijs vgavar ise minda gaviqce am tanjuli cxovrebidan da iq vicxovro sadac chemi sakvareli xalxi cxovrobs da sadac adamianad vigrdznob tavs,aq oqros koshki rom gqondes mainc aravin iqnebi , zog uvis gonia aq kofna siamovnebas gvanicebs emigrantebs magram vinc ase fiqrobt dzalian cdebit chveni ocnebaa chvenive qvekanashibcxovreba da mushaoba

  • megi says:

    chemo sakvarelo kartvelebo ar inerviulod dro movida da gvinda ar gvinda kvelani zavalt ak aravis daupatijebivart chveni problemebis gamo vimkofebit da tu ak gvkavs shvilebi eg zogistvis piradi cxovrebidan gamomdinarea zogistvis kide ra.tkven tvlit rom kargi gaketet rom ar zamoikvanet shvili magram me ar getanxmebit me ik unda mkvdes chemi shvili sadac var man deduri gznoba unda gamocados me ki misi gazdit unda vtkbebobode.aravis uxaria ak kofna magram ertsac getkvit amatma rac gamiketen arcerti kartveli gamiketebda da arc chemsakutar mshoblebs shezlod gaeketebinad kmarze da sxvebze agar mak saubari.zalian gtxovt aset samzuxaro scenebs ak nu debt isedac cudat vart.24 zlis mere ak var vshromob dge da gameeeeeeee

    • nata says:

      24 zlis manzilze tkven ykve tkveni zxovreba geknebat shekmnili,etkoba iset karg kvekanashi xart,gmertma xeli mogimartot,zarmoidginet kvela kartveli zamosyli tavisi shvilebit emigraziashi,kvela 100% kvelas mshobliyri vali moxdili ekneboda da ara mamylishvilyri.tymza male es grznoba gagvikreba da odesgaz skolashi patriotizmis grdznobaze ,rom temebs vzerdit agar daizereba,amas globalizatsia kvia kalbatono megi,aravinaa gasamtkynari,kvela tavisi zxovrebis meyfea

  • რუსო says:

    თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
    მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.
    ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.

    სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

    მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

    ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

    ილია II.
    ყველას გისურვებთ ძალიან მალე თქვენს სამშობლოში დაბრუნებას……

  • anna-maria says:

    emigranti qvia imac mtliani ojaxi rom aric ragac misesic gamo cxva qvekanashi zaculi cazxovreblad da ara camushaod rom arian zaculebi qartveli qalebi evropashi..amac emigrantoba ar qvia… da kidev ratom xart shezuxebuli imit rom saqartveloshi cxva naciic xalxi momravlda ra qarvelebi cxvagan ar momravldne? an kidev imkopine rac ishove da daubrundi camshobloc magram ara!!!! tqven xom upro meti gindat upro bevri da bevri magit ar xart kmakopili rac ishovet… da ar gindat exla tirili tu genatrebat iqauroba dabrundit mash ukan.. (EMIGRANTO)

  • shm 777 says:

    Gulis achukeba araris sachiro.ki vicit zogs gachirvebam gagvaqcia emigrantad zogs ….. ? Xaart ikvat.ar gindad chamodit. Au es da is mito ver movdivar vali da problema da egetebi tan tirit menatreba da es da ls.eg magari truxa saubaria tore dafiqrdit.aq tavs vinmes tu acodebt ar vici? An tu ragacis gamotqma gindat ubralod sxvanairad gamotqvid satqmeli.mec vici emigracia rac aris bevri kargic minaxavs bevri cudic.valic vici da ara valuc.prosta imis tqma minda nu cucunebt .tqvens garda sxva eric aris maqed.da tu xart emigraciashi aq cucunit martla emigrantat sulsac nu gaxdit xalxis tvalshi.xaart ikavid ar gindad chamodit.genatrebat chamodit.gamovalt kravebi

  • shm 777 says:

    Eg pirovnulad aravistvis mimimartavs saertod vambob

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.