მთავარი » ქრისტიანობა

წმინდანები – მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.09.2020 5 კომენტარი | 7,535 ნახვა

მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორახსენება – ახ. სტილით 23 სექტემბერი

წმინდანი სამნი დანი მოწამენი – მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა IV საუკუნეში ბითვინიაში ცხოვრობდნენ. მათ ყველაზე მეტად ქალწულებრივი სიწმინდე შეიყვარეს და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. წმინდანების ცრემლიანი ლოცვებით უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ისინი უფლისადმი ვედრებით სულიერ მანკიერებებსაც კი კურნავდნენ და სულს თოვლზე უსპეტაკესს ხდიდნენ. მთავარმა ფრონტონმა დების შესახებ შეიტყო. იგი ადამიანური გონებისათვის მიუწვდომელმა ქალწულთა სილამაზემ შეიპყრო და მათ შეჰპირდა, რომ მდიდარ კარისკაცებს მიათხოვებდა, თუ კერპებს თაყვანს სცემდნენ. ქალწულებმა კი მიუგეს: “ვინ შეიძლება ქრისტეზე უკეთესი იყოს, რომელსაც სარწმუნოებით ვექმენით სასძლონი?” მაშინ ფრონტონმა ისინი სასტიკად აწამა.

მარიამობის მარხვის დამდეგს (14 აგვისტო, 2003 წ. ) სამთა დათა მოწამეთა გამოცხადებით შექმნილი ხატი, ღვთის ნებითა და განგებულებით და დეკანოზ ილია ნასიძის ხელით, საქართველოში ჩამობრძანდა.

ხატის შექმნას საინტერესო ისტორია უკავშირდება:

2003 წლის ივლისის მიწურულს სანკტ-პეტერბურგის იუბილეზე ქართული დელეგაციაც ჩავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩვენი სასულიერო პირებიც იყვნენ. იუბილის დასასრულს ქართველი სამღვდელონი მორწმუნე მრევლთან ერთად აეროპორტიდან დივეევოს სერაფიმ საროველისეულ სავანეში უნდა გაფრენილიყვნენ ამ წმინდანის დღესასწაულზე დასასწრებად. თვითმფრინავში ასვლისას ტრაპს მანქანა მოადგა, საიდანაც რუსი ცოლ-ქმარი გადმოვიდა. აი, რა უამბეს მათ ქართულ დელეგაციას:

1999 წელს ვინმე მორწმუნე გიორგის (ქართველებს თავისი დაწერილი ხატი სწორედ ამ გიორგიმ გადასცა) ანგელოზი გამოეცხადა და აცნობა, რომ ამ სამ წმინდან დას სახარებისეული ხუთი ქალწულის მსგავსი მადლი აქვს; რომ ხატი უნდა დაეწერა და მასზე გველოცა, თუ გვსურდა, ქვეყანაში ომები და რელიგიური დაპირისპირება ჩამცხრალიყო, ოჯახებში მშვიდობას დაისადგურებინა, ხალხს ერთმანეთი შეყვარებოდა.

გიორგის მორწმუნე დედა ჰყოლია, ნადეჟდა. 2000 წელს მას წმინდა მამა გიორგი ათონელი და ვინმე ივერიელი მეფე გამოსცხადებიან (თავად გიორგი წმ. გიორგი ათონელის ხსენების დღეს დაბადებულა). გიორგი ათონელს უთქვამს, რომ საქართველო როგორიც ამ მეფის დროს იყო, ისევე აღორძინდებოდა და გაბრწყინდებოდა. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს მეფე დავით აღმაშენებელი გახლდათ და ისიც დაუმატებია, რომ ხატი ქართველებისათვის გადაეცათ, რათა საქართველოში წამობრძანებულიყო.

ნადეჟდას სიცოცხლეში სერაფიმე საროველი ორჯერ გამოცხადებია და თავადაც ამ წმინდანის ხსენების დღეს, 15 იანვარს (2003 წ.) აღსრულებულა. ხატთან ერთად ჩვენს სამღვდელოებას 3000 ევროც გადასცეს, რაც წმინდანთა გამოცხადების შემდეგ ნადეჟდას ლოცვა-კურთხევით შეუგროვებია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეს წმინდა ხატი დროებით სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარშია დასვენებული. მისი უწმიდესობის გადაწყვეტილებით, ხატმა სრულიად საქართველო უნდა მოიაროს, რათა მშვიდობა მოჰფინოს მას.

ვედრება წმინდა ქალწულთა მიმართ ეხმარება სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს. დაამკვიდრებს მშვიდობას, აგვაცილებს სისხლისმღვრელ ომებს, მათ შორის, რელიგიური ხასიათისას, ერთაშორის შუღლს. შეეწევა ბედნიერი ოჯახის შექმნასა და განმტკიცებაში.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ნანა says:

    წმიდანო დანო მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა სეწყალებად სულტა ჩვენთათვის!

  • საინტერესო სტატიაა,ბებიაჩემს ერქვა მინადორა და მისი სახელოობის წმინდანის სესახებ პირველად წავიკითხე,ძალიან კმაყოფილი დავრჩი,ჭკვიანი წინაპრები გვყვანდნენ.

  • გვანცა says:

    სად არის ამჟამად ეს ხატი დაბრძანებული შეგიძლიათ მითხრათ???

  • კეკე says:

    დების სახელობის დაუჯდომელი ვინ დაწერა, თუ იცით, ძველი ქართულით არის ნაწერი, მაგრამ როგორც ჩანს თანამედროვე უნდა იყოს,ან ნათარგმნი თუ არის, რომელი ენიდან?

    ბითვინიის თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი