მთავარი » ქრისტიანობა

მიმტევებლობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.08.2011 14 კომენტარი | 31,203 ნახვა

“მიუტევლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.”

მიმტევებლობა ერთ-ერთი სათნოებაა, რომლის მატარებელიც ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს. ამ სათნოების გარეშე აღსრულებული საღვთო მცნებები უფლისათვის არასრულფასოვანია.

მიმტევებლობათუკი ადამიანს უფალთან სიახლოვე სურს, მიმტევებელი უნდა იყოს და ეს სათნოება მოყვასთან ურთიერთობისას არ დაივიწყოს, რადგან როგორც უფალი ბრძანებს, აუცილებელია მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვიტევოს მაცხოვარმა ჩვენი შეცოდებანი.

“როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს”,- წმიდა იოანე ოქროპირი.

თბილისის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი გელასი ნატროშვილი:

როგორ დავითმინოთ წყენა, თუკი ვგრძნობთ, რომ მწუხარება და რისხვა გვეუფლება, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ? როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?

ეკლესია გვასწავლის 7 სულიერ და 7 ხორციელ განსაკუთრებით მოწყალებით საქმეს.
7 სულიერ მოწყალებათა შორის ერთ-ერთია “ჩვენ მიმართ შემცოდეთა (ანუ თანამდებთა) მიტევება”.
ჩვენს თანამდებთა მიმართ შურისძიება მხოლოდ ღვთის უფლებამოსილებაშია.
უფალი კი გვეუბნება:
– ჩემია შურისძიება და მე მივაგო!

თუ ღვთისაგან დადებულ მცნებას დაარღვევ და თავად გადაწყვეტ შურისძიებას, ამით ღვთის ადგილას დააყენებ თავს, რაც სატანისეულ ცოდვაში ჩავარდნას ნიშნავს. და თუ შენს მიმართ შემცოდე უფლისგან უნდა განკითხულიყო, ახლა შენ ხდები ზეციური სამსჯავრობოს განსასჯელი.

სწორედ ამის გახსენება უნდა ვცადოთ, როდესაც გვაწყენინებენ, ან შეურაცხყოფას მოგვაყენებენ და “მივუტევოთ, რათა მოგვეტევოს”. ეს კი ცხოვრებაში საუფლო ლოცვაში წარმოთქმული ერთ-ერთი ვედრების გატარება იქნება: “და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა”…

უფალი იესო ქრისტე ჯერ გვასწავლის საუფლო ლოცვას, ანუ “მამაო ჩვენოს”, შემდეგ კი მცნებას გვიწესებს: “უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმა ზეცათამან” (მათე6,14),
“ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი” (მათე6,15).

ეს რაც შეეხება მოცემული თემის სულიერ და სარწმუნოებრივ ასპექტს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ყოფითი, ფიზიკური მხარეც. კერძოდ, მედიცინიდან ცნობილია, რომ ადამიანს, რომლის გულშიც ჩარჩენილია წყენა და შურისძიების წყურვილი, მას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

მიუტევებლობა არღვევს ადამიანის შინაგან სამყაროსაც და აშკარად ცუდად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. თუმცა უმთავრესია უფლის მიერ ჩვენთვის ნასწავლი უმოკლესი გზა ცხონებისა – “მიუტევე, რათა მოგეტევოს”.

ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფალი ნება მიანიჭა. ამიტომ აცხადებს პავლე მოციქული: “ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია!”.

ჩვენთვის ნებადართულია, ანუ შეგვიძლია არ მივუტევოთ ჩვენ მიმართ შემცოდე ადამიანს, მაგრამ ეს სასარგებლო არ იქნება ჩვენთვის არც ამ და არც იმ სოფელში.

რატომ უნდა მივუტევოთ? – სვამთ თქვენ კითხვას. Aამავე კითხვას სვამს არაერთი ადამიანი. პასუხი უფლისგან გაცემულია და ძალზედ მარტივია:
– იმიტომ, რომ შენც მოგეტევოს!

განგვიმარტეთ წმიდა წერილი მიმტევებლობის შესახებ…

“უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.”

უფლის ამ სწავლებიდან გამომდინარე, უფლისათვის მიუღებელი იქნება ყველანაირი მსხვერპლი და ღვაწლი ადამიანისგან გაწეული, თუ მის აღსრულებამდე ჩვენ წინაშე შემცოდეთ არ მივუტევებთ და არ შევურიგდებით. სხვა შემთხვევაში ქრისტე ჩვენთვის უცხო დარჩება.
ფუჭი და ამაო იქნება მარხვაც, ლოცვაც, ტაძარში სიარულიც.

წმიდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “…უკანას-მას დავივიწყებ და წინას – მას მივსწვდები, და კრძალულებით ვსდევ გვირგვინს – მას ზეცის, ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუს მიერ”. ანუ როგორც წმ. მოციქული ამბობს, ჩვენი ლტოლვაც ღვთის უზენაესი მოწყალებისკენ უნდა იყოს მიმართული.

სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენს უამრავ ცოდვას შეგვინდობს, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთს გვეუბნება:
“მიუტევე, რათა მოგეტევოს”.

რამდენად საძაგელია ღვთისათვის გულღრძოობა და რა მდგომარეობაშია ამით შეპყრობილი ადამიანი?

რამდენადაც ცოდვა ღვთის მცნების დარღვევისას ჩნდება, ამდენად, იგი ბოროტებაა. ე.ი. ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებას არღვევს, სცოდავს.
უფალი გვეუბნება: “მიუტევე”, ანუ გვაძლევს, გვიწესებს მიტევების მცნებას. ვინც არ არის მიმტევებელი, ის მცნების დამრღვევია. ცოდვილი კაცი კი ღვთისათვის სათნო არ გახლავთ.

ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, ამაღლდეს საკუთარ სისუსტეებზე და შეასრულოს ის, რასაც გვავალებს უფალი. ამით გადაირჩენს თავს და ნეტარ მარადისობას ეზიარება.

ადამიანი, რომელმაც ეს იცის და არ აკეთებს, ეშმაკის ტყვეობაშია და მისი მონობა ურჩევნია უფალთან მეგობრობას. ასეთი პიროვნება თვითონ იღუპავს თავს, რადგან თავისუფალი ნებით განუდგება მაცხოვარს და მის მცნებებს არაფრად აგდებს.

“მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა”,- ნეტარი ავგუსტინე.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • ლია says:

    didi madloba qeti dzalian saintereso statia.me ar vici mimtevebeli var tu ara.chxubi ar miyvars,ara tu ar miyvars ar shemidzlia.roca vinme mechxubeba goneba mtlianad meketeba da pasuxs ver vcem.magram vbrazdebi dzalian,mitumetes sul ubralo ramis gulistvis,rom gedaveba vinme.mere gabrazeba mivlis da vagrdzeleb urtiertobas.tu is adamiani ver mixvdebara gavakete da kidev gaagrdzela(tu pasuxs ar adzlev debili hgonixar)vwyvet saertod urtiertobas.ar vici es qristianulia tu ara magram tu ver daafaseb chems megobrobas da roca ginda sheurawyofas mayeneb ara mwhirdebi… ghmertma shemindos magram guli aghar miwevs da danaxvac ar minda xolme eseti adamianisa. ar vici es tu aris shendoba.ghmertma tqva gaeride cud adamianso.tqven ras ityvit?

  • გვანცა says:

    “მივუტევოთ, რათა მოგვეტევოს”

  • ლარისა says:

    მივუტევიდ აუცილებლად

  • ქეთი says:

    “ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, ამაღლდეს საკუთარ სისუსტეებზე და შეასრულოს ის, რასაც გვავალებს უფალი. ამით გადაირჩენს თავს და ნეტარ მარადისობას ეზიარება.”

  • მანანა says:

    ერთმანეთის სიყვარული თანადგომა ,მიმტევებლობა მოგვმადლოს უფალმა! გაიხარე კარგი სტატიაა…

  • რომა says:

    ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც დებთ ასეთ ინფორმაციებს.ღმერთმა გაგახაროთ.ამ სტატიას მეორეჯერ ვკითხულობ და უფრო კარგია მეორედ წაკითხულით მეტი გავიგე

  • meri says:

    ღმერთმა ყველას მოგვცეს მიტევების ნიჭი, ვინაიდან ვფიქობ რომ ესეც ერთ-ერთი ნიჭია

  • ირი says:

    დიდი მადლობა ძალიან კარგი სტატიაა ნამდვილად უნდა ვისწავლოთ მიტევება და მივუტევოთ ერთმანეთს რათა ჩვენ მოგვიტევოს უფალმა

  • lamzo says:

    მიუტევებლობა არღვევს ადამიანის შინაგან სამყაროსაც და აშკარად ცუდად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. თუმცა უმთავრესია უფლის მიერ ჩვენთვის ნასწავლი უმოკლესი გზა ცხონებისა – “მიუტევე, რათა მოგეტევოს”.
    “მიუტევე, რათა მოგეტევოს”.

  • mzia says:

    ერთხელ რომ დაგიშავებს ადამიანი შენ აპატიებ, პრობლემა ის არის რომ ბევრი ვერ ხვდება რომ სულგრძელად პატიობ, და იმეორებენ შეცდომებს,
    რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ?
    თუ ადამიანი ორჯელ, სამჯერ და მეტჯერ დამიშავებს ხმა არ უნდა გავცე?

  • ekaterine says:

    mec xshirad micevs im situacia chavardna sadac ver vitmen usamartlobas da sheuracyofas ,amis gamo zalian agresuli vxdebi erts metyvian da me 5 imdeni unda utxra ,sul vcdilob movitmino sxvisi sheuracyofa chemdami magram ar gamomdis , ki dacerilia rom moeride adamianebs vinc sheuracyofas gayeneben da usamartlod gekcevian ,magram samsaxurs xom ver datoveb amis gamo da tan sadac ar unda caxvide yvelgan aris boroti da shemzaravi adamianebi tumca adamianebi ar arian shemzaravebi ,mat sxeulshi chabudebul borot arsebebs vgulisxmob ,romlebic akontroleben mat gonebas da kcevebs ,ubidzgeben siborotisa da sirdzulvisagan rom chvennairi xalxi cyobilebian gamoiyvanon da codvebi chaadeninon ,is adamianebi gansakutrebit vinc urcmunoa da ar camt ufali ieso ,mat advilad epatronebian . ase rom mainc unda vecadot chven chveni uflis siyvarulistvis .

  • Shoka says:

    Miuxedavad imisa,rom uamravi boroti adamiania irgvliv,sazogadoeba unda ecados humanurobis gancda gaagvivos matshi; shurisdziebit ki ara,aramed zneobrivi magalitit, iqneb da shevdzlot gvardzliani da gulboroti adamianebi ragacaze davapiqrot. Aucileblad mivutevot ertmanets!

  • ეკა says:

    დიდხანს ვფიქრობდი მიმტევებლობაზე.უნდა შევძლო….

  • Liana Hoffmann says:

    Roza winmeze gabrazdebi, an ar gijerebs schwili,kmari, an mezobeltan konpliktia,an piradi zchowrebit char ukmakopili, pinansurad ar chsr gamartuli ,da msgswsi ram stschirs winmes ,es imas nischnaws rom gmerti ukmakopiloa schenit, , rezepti., am dros gulschi usurwe kowels mcholod ketili pikrebi, 13dekembers schesziret eklesias,an gaezit ieso kristes 12 mozapis sachelit/simon petre da misi dzma andrea;jakobi zebedesi da misi dzma joane; pilipe da bartlome;toma da mate mebadsche;iakobi alpesisa lebeosi tadeosad zodebuli;simon kanaaneli da juda iskarioteli; mate10/42. Saertod schabati aris zminda ,kowel schabats achal clamde didi mnischwneloba akws moichseniet zmindanebi,ieso christes zinaprebi,318zminda mama da pirweli okumenuri conzili, gaezit mat sachelze,izodet gaimeoret asjer dgeschi raz mabadia uplisganaa kwelaperi. “ golgotas mysteriumi zaikitchet“ rudolph steineri.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი