მთავარი » ეკლესია-მონასტრები, კულტურა

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.09.2019 | 884 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია.

სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლადმოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილმდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. გადახურვის კონსტრუქციაზე მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე ქვედა დონის სახურავები შეიმოსა ხის ფენილით, სადაც უახლოეს მომავალში ავთენტური ფორმის კრამიტის მოწყობის პროცესი დაიწყება. ქართული აგურით აღდგა ეკლესიის კანკელი, რომელიც კირხსნარით შეილესა. წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი