მთავარი » ქრისტიანობა

მიცვალებულთა მოხსენიება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.03.2018 4 კომენტარი | 30,742 ნახვა

მიცვალებულის სულს ლოცვითა და მოწყალებით შეეწევი

დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირის შაბათი დღეები მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია.

კანდელი რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესიაში მიცვალებულის სახელზე პანაშვიდის გადახდა და როგორი უნდა იყოს საკურთხის სუფრა? ამ თემებთან დაკავშირებით “ამბიონი” წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზს ალექსი ადამაშვილს ესაუბრა.

მამა ალექსი (ადამაშვილი): “აღდგომის მარხვაში ლიტურგიკული მსახურება იცვლება. დიდ მარხვაში კვირაობით ბასილის დიდი წირვაა, შაბათობით – იოანე ოქროპირის. ოთხშაბათსა და პარასკევს კი – პირველშეწირულის წირვა. დანარჩენ დღეებში სრულდება სამეუფო ჟამნები.

მხოლოდ ერთი დღე არის შაბათი, როდესაც მიცვალებულთა მოხსენიება არ ხდება. პირველშეწირულის წირვაზე შეწირულია ძღვენი და აქაც არ ხდება მოხსენიება.

ეკლესიაში ასეთი ტრადიციაა: 40 დღიან მოსახსენიებელს აგროვებენ და ორმოცი დღის განმავლობაში ყველა ტაძარში მოძღვარი პანაშვიდს იხდის და ყველა იმ ადამიანის სახელი იკითხება, ვინც ამ მოსახსენიებელში წერია.
ეკლესია გარდაცვლილთა სულისთვის განსაკუთრებით მიცვალებულთა ხსენების დღეებში ლოცულობს. დიდ მარხვაში მეორე, მესამე და მეოთხე კვირის შაბათები მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია.

რაც შეეხება საკურთხის სუფრას, ის უნდა შედგებოდეს სამარხვო საკვებისაგან, რაც მშიერი ადამიანების დასაპურებლადაა განსაზღვრული. ასევე, მორწმუნეებს ერთი ბოთლი ზეთი და შავი ღვინო მოაქვთ ეკლესიაში.

ტაძარში წირვის მერე დიდი საერთო პანაშვიდი ტარდება. ხოლო მთელი დღის განმავლობაში შეუძლია ადამიანს მიბრძანდეს ეკლესიაში და თავისი მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადოს.

პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის სულისთვის აუცილებელია. ზოგს ჰგონია, თავისი მიცვალებულის სულს იმით შეეწევა, თუ ძვირფას ქვას დადებს, ან ძვირფას სასაფლაოს გაუკეთებს. ფიქრობს, რომ დიდი პატივი სცა ამით თავის მიცვალებულს.

მიცვალებულის სულისთვის ყველაზე დიდი მისავალი არის ლოცვა და მოწყალება, ლოცვა სულისთვის და მოწყალება მისი სახელით.
სწავლების მიხედვით, თუ ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდა, შესაძლებელია ლოცვამ და მოწყალებამ იქიდანაც გამოიყვანოს 19 სექტემბერს მთავარანგელოზ მიქაელის დახმარებით.

ლოცვა და მოწყალება მარტო ჩვენს მიცვალებულებს არ შეეწევა. უფალი ამას ღვთის სათნო საქმედ გვითვლის. ჩვენც ვაგროვებთ იმ სულიერ მადლს, რომელიც ჩვენივე სულიერი საზრდო იქნება.”

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • tamar amalidi says:

    sulze zrunva sakutari ikneba tu sxvisa titoeuli cventaganis upirvelesi movaleobaa.unda gavufrtxildet ertmanetis sulier samkaros.gavucodot ertmanets xeli sicocxleshi da agar dagvcirdeba damdzimebuli sulebis gamoxsna. toma on ;gmerto,mihxede tandzulta,/ushvele,sheickaleo!/kargi kargia mainca,/becavi shaikvareo!/tandzulta locva-mudara/guls vardi daikareo!/tu at ushveli,sacklebis/sulebi miibareo!’ at sheidzleba at gikvardes vasa.is ceshmariti kristiania. ganciruli,sasikvdilod gamzadebuli,arsebitad mkvdari agaza kistebs;mostaca’ da kovelta mfarvel ufals ,kristes, sheavedra …mounatlavi asuli mas miabara… adamianze zrunva ganurcevlad skesisa,erisa,rcmenisa ,asakisa upirvelesia.

  • Giorgi says:

    Sheuzlebelia iyo qristiani da micvalebulebze ar zrunavde.micvalebulze locva ubrundeba tvit mlocvels da masze mzrunvels.wmida mamebi ambobem:rogorc chven vixsenebt micvalebulebs iseve mogvixseneben chven roca am amao wutisoplidan maradiul samyopelshi shevabijebt.micvalebulze zrunva qristianis ert-erti mtavari saqmea.gmertma shegvazlebinos.martmadideblobit shesvenebulebi yvela acxonos gmertma.

  • Giorgi says:

    Sheuzlebelia iyo qristiani da micvalebulebze ar zrunavde.micvalebulze locva ubrundeba tvit mlocvels da masze mzrunvels.wmida mamebi ambobem:rogorc chven vixsenebt micvalebulebs iseve mogvixseneben chven roca am amao wutisoplidan maradiul samyopelshi shevabijebt.micvalebulze zrunva qristianis ert-erti mtavari saqmea.gmertma shegvazlebinos.martmadideblobit shesvenebulebi yvela acxonos gmertma.

  • Nino says:

    Icit ra mainteresebs orsuls mkvdari bebo tomelic sul zrunavda naxo gbandes da ambobdes:chemze kargad versvin dabanso”ras nishnavs?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი