მთავარი » ქრისტიანობა

“რა უნდა ვქნა იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მიჭირს სასულიერო პირებთან ურთიერთობა და აღსარების თქმა?”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2015 2 კომენტარი | 4,276 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვები და სასულიერო პირთა პასუხები…

მკითხველის კითხვა:

მოძღვარი და მრევლიმირჩიეთ, რა უნდა ვქნა იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მიჭირს სასულიერო პირებთან ურთიერთობა და აღსარების თქმა. ორჯერ ვთქვი აღსარება და ორივეჯერ ისეთი შეშინებული ვარ, რომ ასე მგონია, ნახევარი სიცოცხლე იქ დავტოვე. შეიძლება თუ არა მოძღვრის გარეშე დილა-საღამოს ლოცვების კითხვა? ასევე, პატრიარქის კურთხევისამებრ, ახალი აღთქმის ერთი თავის წაკითხვა ყოველ დღე და ფსალმუნების?

პასუხი:

რა თქმა უნდა, დილა-საღამოს ლოცვების კითხვა შეიძლება, მაგრამ როგორც ზღვაში გემი არ შეიძლება არსებობდეს საჭის გარეშე, რადგან ის შეიძლება ტალღებმა დაამტვრიონ, დაანგრიონ და ჩაიძიროს, ასევეა ადამიანი სულიერი მოძღვრის გარეშე. სულიერი მოძღვარი არის მისი მესაჭე, რომ წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება სწორი გზით. აქედან გამომდინარე, მოძღვრის გარეშე ეკლესიური ცხოვრება არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰყავს თავისი სულიერი მოძღვარი, რომელსაც ის უნდა აბარებდეს აღსარებას, ითვალისწინებდეს მის ლოცვა-კურთხევას და ეზიარებოდეს. რაც შეეხება ამ მდგომარეობას, თუ მოძღვართან მისვლის დროს კომპლექსი გაგიჩნდათ და ამის გამო ვეღარ მიხვედით მასთან, არსებობს ასეთი გამოსავალი: ღვთის წყალობით, საქართველოს ეკლესიებში არის უამრავი მოძღვარი. თუ დაესწრებით მათ წირვა- ლოცვებს, მოუსმენთ მათ ქადაგებას და თქვენ სულთან ახლოს მოვა ეს პიროვნება თავისი ქცევით, ხასიათითა და სხვა თვისებებით, მაშინ უნდა მიხვიდეთ მასთან, სთხოვოთ, რომ გახდეთ მისი სულიერი შვილი და შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვა (დეკანოზი დავით დათუაშვილი – თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი).

მკითხველის კითხვა:

დამლოცეთ, მამაო. მყავს სულიერი მოძღვარი, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ ვუმხელ, მრცხვენია და როგორ მოვიქცე?

პასუხი:

სულიერი მოძღვარი ის ადამიანია, რომელსაც შენთვის ყველაზე ძვირფასსაც ჩააბარებ, რაც უფალმა მოგანიჭა, სულსაც გაიღებ და სიცოცხლესაც. მე, პირადად, მქონია შემთხვევა, როცა ასეთი ცოდვა გაუმხელია ჩემს სულიერ შვილს და შემდგომ შვება უგრძვნია. უკვე შემიძლია მასთან მუშაობა და მიხარია. როცა ადამიანს ძალუძს, აღიაროს ცოდვა, თუნდაც საშინელება, მასზე ღვთის მადლია. თუ ვერ ამბობ, ან ბევრი შრომა გაკლია იმისათვის, რომ ამას მიაღწიო, ან თუ რამე გაბრკოლებს, თუნდაც მოძღვართან ურთიერთობა, სჯობს, გადახედო შენს ნავსაყუდელს და სხვაგან მოძებნო ის (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • თაკო says:

    დამლოცეთ მამაო.დიდი ხანია რაც უკვე ცუდი აზრები დაფიქრები მაწუხებს.ეს მეც არმინდა ისე ხდება,ერთხელ ვიფიქრე და ეხლა თავს ვეგარ ვანებებ.თავიდან ეს აზრები მაწუხებდა დედაჩემზე მეგონა რამე ცუდი უნდა დაშავებოდა,სინადვილეში კი ვიცი რომ როდესაც ასე ფიქრობ მაშინუფრო ხდება ცუდი.ამ ბოლო ხანებში კი ცუდი აზრები უფალზეც მაწუხებს.ვიცი ეს ძალიან დიდი ცოდვაა.ძირითადად ეს მაშინ ხდება როდესაც არაფერს ვაკეთებ ვერ ვერთობი ან მარტო ვარ.ხან მარტო ყოფნისაც კი მეშინია ხოლმე. ვგრძნობ რომ უფალი ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მეხმარება და ჩემთანაა. როგორ მოვიქცე მინდა ეს საშინელი აზრები საერთოდ დავივიწყო რო აგარ ვიფიქრო მათზე.

    • ერთი ცოდვილი says:

      სისტემატიურად სუფთა ჰაერზე ფიზიკურად იმუშავეთ ან ივარჯიშეთ (შესაძლებელია სირბილიც), ისე რომ კარგად დაიღალოთ და მერე ლოცვები წაიკითხეთ მაგ. დაუჯდომლები.
      მერწმუნეთ ძალიან მალე, ასეთი ფიქრები უკანმოუხედავად მიგატოვებენ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი