მთავარი » ხატები და ფრესკები

მიასინის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2012 | 2,188 ნახვა

(01.09)

მიასინის ღვთისმშობელი ლეონ III ისავარიანის (717-741) მიერ ხატთა დევნის წამოწყების შემდეგ სასწაულთმოქმედი ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელია გამოსახული და სომხეთში, მიასინის მონასტერში, ქალაქ მელეტინის სიახლოვეს იმყოფებოდა, ტბაში ჩააგდეს. თითქმის ასი წლის შემდეგ, მიხეილ III და თეოდორას ზეობის დროს, როცა ხატმებრძოლეობა სრულიად შეწყდა, ტბის სიღრმიდან ხატი ზემოთ ამოიმართა და ამდენი ხნის მანძილზე წყალში ყოფნის მიუხედავად, სინესტისაგან სრულიად დაუზიანებელი მორწმუნეებმა იპოვეს.

სასწაულებრივი გამოჩინების მოსახსენებლად სამხრეთის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში დაწესებულია, რომ სექტემბრის პირველ დღეს მორწმუნეები შეიკრიბონ და თაყვანი სცენ სასწაულთმოქმედ ხატს.
ამ დღესასწაულის საგალობლებში ეკლესია მწუხარებას გამოთქვამს ხატმებრძოლობის მძვინვარების გამო და როგორც ზეციურ მფარველს, ევედრება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მშვიდობა მიანიჭოს ყოველსა სოფელსა.

ღვთისმშობელი ცოდვილებს სინანულისკენ მოუწოდებს და ამით ჭეშმარიტ სარწმუნოებას ასწავლის თავის მონებს, რათა ისინი ცდომილებას განერიდონ და ჭეშმარიტება აღიარონ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი