მთავარი » ეკლესია-მონასტრები

მგალობლიანთკარის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.08.2018 | 1,060 ნახვა

მგალობლიანთკარის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,ქალაქ მცხეთაში მდებარე ე.წ. „მგალობლიანთკარის“ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ეკლესია დარბაზულია (6,37×4,63 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, გადახურულია კრამიტით. გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმელთა თაღები და ლავგარდანი). შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა, ნახევარწრიულ აბსიდში ექვსი ნიშია. დარბაზი გეგმით კვადრატულია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია.დასავლეთის კედელი საბჯენი თაღითაა შემოსაზღვრული. თაღი ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზე იკვეთება. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა (ორ ჰორიზონტალურ რიგად დალაგებულ აგურებს შორის ჩასმულია სამკუთხად ნაშვერი აგურები).
მგალობლიანთკარის ეკლესიას ადგილობრივები წმ. გიორგის სახელობის ეკლესიად მოიხსენიებენ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი