მთავარი » ქრისტიანობა

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2019 | 16,674 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია წირვაზე წმიდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ იგავს იხსენებს, მეზვერე და ფარისეველი თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.

სახარება ლუკასაგან (18, 10-14)

“10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.”

მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი, ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ.

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულში ხსნილია ყოვლითურთ. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.

დიდმარხვას წინ ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.