მთავარი » საზოგადოება

მეუფე თეოდორე იშხანზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.04.2013 ერთი კომენტარი | 1,540 ნახვა

იშხანის რესტავრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბატონ ელევენთ მურათ ბურჰანს მიმართავს და იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს:

“ა.წ. 7-8 აპრილს მე, მცირე დელეგაციასთან ერთად ვიმოგზაურე თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მოვინახულე ქართული ტაძრები და მონასტრები. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხანის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად მიუღებელია. და ასევე გაუგებარი რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე.

ვიმედოვნებთ, გულისხმიერად მოეკიდებით აღნიშნულს და მიიღებთ ზომებს, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იქნას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში,”- ნათქვამია მეუფე თეოდორეს განცხდებაში.

ანალოგიური წერილებით პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებს.

ფოტო – ბუბა კუდავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მარიამ–ხათუნა says:

    მადლობა მეუფე თეოდორეს რომ ნახა და შეგვატყობინა, მაგრამ ნუთუ ეს არ იციან საგარეო და კულტურის მინისტრებმა და რას აკეთებენ შესაჩერებლად და რატომ არ არის ქართველი არქეოლოგები გარეული ამ სამუშაოებში???რატომ დაჩქარდა??? რას ვერ ასწრებენ, ან სად ეჩქარებათ???

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი