მთავარი » ქრისტიანობა

მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილის) პირველი მსახურება მარტვილში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.02.2021 | 142 ნახვა

დღეს, 2021 წლის 20 თებერვალს, მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) წარუდგინა.

ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).

წარდგინების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიას ნეკრესის ეპარქიის სახელით გადაეცა მაცხოვრის ხატი და შესრულდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი სტეფანე და მასვე დაევალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობის შეთავსება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი