მთავარი » ქრისტიანობა

„დღეს ნარკომანია აღარ არის ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.09.2018 | 557 ნახვა

მეუფე შიო სასულიერო პირებმა კონფერენციაზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ამასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს შეეხება, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გამოხატეს.

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ საკუთარი პოზიცია ვრცლად დააფიქსირა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება მოწონებული და მხარდაჭერილი ეკლესიის მხრიდან.

„დღეს ნარკომანია აღარ არის ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში პროცენტულად ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით, შესაბამისად მდგომარეობა ძალზედ რთული და საგანგაშოა.

კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ კი ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, სადაც წერია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, გამოეტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახურ ღირებულებებს“, – განაცხადა მეუფე შიომ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.