მთავარი » ქრისტიანობა

მეუფე საბა – მეუფე პეტრეს ბრალდება დაუსაბუთებელია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.10.2019 | 660 ნახვა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

როგორც მეუფე საბამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან მყოფ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

„ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე. მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა“, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

კითხვაზე: რა არის მეუფე პეტრეს განცხადების მიზანი? მეუფე საბამ განაცხადა, რომ ეს მედიამ მას უნდა ჰკითხოს.

„ის ბრალდება, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს“, – ბრძანა მეუფე საბამ და დასძინა, რომ მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს წმინდა სინოდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი