მთავარი » კულტურა

მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) წიგნის პრეზენტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.03.2012 | 3,693 ნახვა

ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტის, მეუფე ანანიას წიგნის “საქართველოს ს კანონთა კრებულის” პრეზენტაცია გაიმართა (26.03.2012).

მეუფე ანანია წიგნში შესული დოკუმენტები, რომლებიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას ეხება, ახლებურადაა განმარტებული.

პრეზენტაციაზე დამსწრე ისტორიკოსებმა წიგნი შეაფასეს, როგორც ფასდაუდებელი.

სერგო ვარდოსანიძე (პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): “საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი დღეა. 25 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა აღნიშნა და დღეს სიმბოლურად დავამთხვიეთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავრის უნიკალური წიგნის “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კანონთა კრებულის” წარდგენა.

მეუფე ანანია ის პიროვნება გახლავთ,რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის.

ფაქტობრივად, ორი საუკუნის მანძილზე ქართულ ისტორიოგრაფიას ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა. როდესაც საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა, ბუნებრივია, დამპყრობელი არც ერთ შემთხვევაში არ მოგვცემდა საშუალებას, ჩვენი ისტორია, ლიტერატურა, ტრადიცია განგვევითარებინა ისე, როგორც საჭირო იყო. ამ თემაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა.

ეს XIX საუკუნის პირველსა და მეორე ნახევარში ხდებოდა. მართალია, ისტორიკოსები მომრავლდნენ, მაგრამ უმრავლესობამ პეტერბურგის ქართულოლოგიის სკოლა განვლო, რომელსაც, სამწუხაროდ, ქართული საისტორიო წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, რისი მიზეზიც ნიკო მარის მოღვაწეობა გახლდათ. მან ჩვენი სასიქადულო მეცნიერები გაზარდა და სანამ ისინი გამოვიდოდნენ პეტერბურგის ჰიპერ კრიტიკული დამოკიდებულებიდან, უკვე მარქსიზმი, მატერიალიზმი და ბოლშევიკები “წამოეშველნენ” ჩვენს ქვეყანას.

მეუფე ანანიას წიგნი მთელი რიგი საკითხები, რაც საქართველოს ეკლესიის, ქართველი ხალხის, ტაო-კლარჯეთის ისტორიას ეხებოდა, სამწუხაროდ, პეტერბურგის სკოლის ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულების განსჯისა და გავლენის სფეროში დარჩა.

ამ თვალსაზრისით ეს პრობლემები XX საუკუნეში გადმოვიდა და დარჩა პრობლემად, რამაც დღევანდელ საქართველოში მწვავედ იჩინა თავი.

მეუფე ანანიას, როგორც მეცნიერს, ქართველმა საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ უნდა მიაგოს, რომ თუ არ ჩავთვლით მოსე ჯანაშვილს, სარგის კაკაბაძეს, რომელსაც გამოქვეყნებული ჰქონდა საისტორიო დოკუმენტები. ივანე ჯავახიშვილს, რომელიც გაკვრით ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და შემდგომ უკვე თითქმის მივიწყებულ ევ. ნიკოლაძე, რომელმაც წიგნი “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია” გამოსცა. ეს წიგნი დღეს საქართველოში ერთადერთია და ეროვნული ბიბლიოთეკის განსაკუთრებულ განყოფილებაშია დაცული. დანარჩენი, თუ არ ჩავთვლით კათოლიკე ქართველ მეცნიერს მიხეილ თამარაშვილს, რომელმაც “საქართველოს ეკლესიის ისტორია” 10 წლის წინ გამოაქვეყნა, ხოლო პარიზში – 1911 წელს ფრანგულ ენაზე თარგმნა, მანამდე არაფერი გვქონდა.

XX საუკუნეში, როდესაც ქართული ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად იყო გამოცხადებული, არავინ მოგვცემდა საეკლესიო ისტორიის საკითხების გაშუქების საშუალებას.

მეუფე ანანიას წიგნი, რომელსაც დღეს წარვადგენთ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. მას არავითარი ნაკლი არ გააჩნია. ეს წიგნი ფასდაუდებელია თითოეული ქართველისათვის, ვისაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია უყვარს და აინტერესებს. ბევრი დოკუმენტი, რომელიც მეუფე ანანიას ამ წიგნში აქვს მოტანილი, ახლებურადაა განმარტებული. ახალგაზრდობას საშუალება აქვს, ამ წიგნით, დოკუმენტებით სრულიად ახლებურად გაიაზროს საქართველოს ეკლესიის ისტორია. ეს სახელმძღვანელო მათთვის სიბრძნის მიმცემი იქნება”.

შეგახსნებეთ, მეუფე ანანიას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი – ოთხტომეული “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.” ასევე, საქართველოს საეკლესიო კრებები, საქართველოს საკანონმდებლო კრებები, XII-XX საუკუნეების მონოგრაფიები, “ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე”, “საინგილო”, “მესხეთი”, აგრეთვე ნაშრომები: “ქრისტიანობა საქართველოში წმ. ანდრია პირველწოდებულიდან წმ. ნინომდე”, “საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიქში”, “ჩრდილო კავკასიაში აფხაზთა განსახლებისათვის” და სხვ.

17 მარტს მეუფეს მღვდელმთავრობის 31 წელი შეუსრულდა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი