მთავარი » ქრისტიანობა

მეტეხის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოების მეორე ეტაპი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2018 | 79 ნახვა

მეტეხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (დასავლეთი ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების მეორე ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა დასავლეთის ფასადის,დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული ქვის კონსოლიდაციას, წინაპერიოდის სარესტავრაციო ჩარევების მოხსნას, ჰაერის ჭავლით ამოწმენდას, ქვის ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას. ქვის ზედაპირზე დროთა განმავლობაში გაჩენილი ნაპრალებისა და სიცარიელეების შევსების მიზნით გამოყენებულ იქნა ინექტირების მეთოდი, ჰიდრავლიკური კირისა და პოცოლონას საინექციო ხსნარის მეშვეობით. ქვის ნაკლული ადგილები, შეივსო გრასელოს (კარბონატული კირი) , მინაბოჭკოვანი დამანატის სილიციუმის ქვიშისა და პოცოლნას ნაერთით. შესაბამისი გრანულომეტრია საშუალებას იძლევა მივიღოთ იმ ტიპის ხსნარი, რომელიც სწორედ ინტეგრირდება არსებულ მასალასთან. მეტეხის ტაძრის დასავლეთ ფასადზე,როგორც ტაძრის მთელ პერიმეტრზე,აღინიშნება წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევები. უმეტეს შემთხვევაში სახეზე გვაქვს ცემენტის „შევსებები,რომლებიც დღეს ამორტიზირებულია და ვეღარ ასრულებენ საკონსერვაციო დანიშნულებას. აქედან გამომდინარე ხორციელდება მათი მექანიკურად მოხსნა ქვის სატეხისა და ჩაქუჩის გამოყენებით, რადგანაც დაუშვებლია ყოველგვარი პნევმატური ან ავტომატური სატეხების გამოყენება,რომლებიც თავის მხრივ მცირე ბიძგებს და რყევებს ქმნიან ქვის მატრიცაზე,რაც უკვე დაზიანებულ ქვას მეტად დააზიანებს.

პროექტს ხელმძღვნელობდა პროფ.ნანა კუპრაშვილი და სტეფანო ვოლტა,სარესტავრაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა-ალექსანდრე რუბაშვილი, სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან: სალომე ახალაშვილი,მარიამ ამაშუკელი,ირაკლი ბერიძე,ელენე თორღვაიძე,საბა ციკოლია, ალექსანდრე თოდუა,ნუცა ადეიშვილი, ნინო ზედგენიძე,ელენე ონაშვილი,ნინო უგრეხელიძე,მარიამ ჭელიძე, რომლებიც პრაქტიკას გადიან უშუალოდ ქვის კონსერვაციის დისციპლინაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.