მთავარი » ქრისტიანობა

მეტანია – რითაც სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2020 | 1,501 ნახვა

მეტანია ბერძნული სიტყვაა (metanoia) და „სინანულს“ ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღვთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად, რითაც სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ.

მეტანია ორი სახისაა – დიდი და მცირე.

დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს სიტყვებით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ან შემოკლებით: „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ვიჩოქებით მუხლებზე და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე. მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, წელში ვიხრებით და მარჯვენა
ხელით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვიმართებით წელში.

მუხლმოდრეკით უფლის თაყვანისცემა (დიდი მეტანია) ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო მიღებული, ჯერ კიდევ აბრაამის დროიდან. პატრიარქმა აბრაამმა უფალს მუხლმოდრეკით თაყვანი სცა, ანუ დიდი მეტანია აღასრულა მის წინაშე, როდესაც მას უფალი სამი მწირის სახით გამოეცხადა მამრეს მუხასთან:

„ხოლო ეჩჽჁნა მას [აბრაამს] ღმერთი მუხასა თანა მამბრესა… და თაყვანისცა მათ ქჽჁყანასა ზედა“ (შეს. 18, 1-2). როცა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა უფლის დიდება იხილა, პირქვე დაემხო (იხ. ეზეკ. 2, 1). დამასკოს გზაზე მიმავალი პავლე, როცა ციდან ნათელი გამოუბრწყინდა, შეძრწუნებული დაემხო მიწაზე (იხ. საქმ. 9, 3-6). როცა მენელსაცხებლე დედებმა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე იხილეს, ფერხთ შეუვრდნენ მას და თაყვანისცეს (იხ. მათ. 28, 9). როცა საიდუმლოთა მხილველ იოანე ღვთისმეტყველს ზეციური იერუსალიმის სახილველი გამოეცხადა, მან დაინახა, თუ როგორ ქვე დაემხო საყდარზე – ტახტზე მჯდომარის წინაშე ოცდაოთხი მღვდელი და როგორ სცეს მათ თაყვანი, „რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე“ (იხ. გამოცხ. 4, 10). ქრისტიანულ ეკლესიაში, როგორც ეს მოციქულთა დადგინებებიდან და
იოანე ოქროპირის სიტყვებიდან ჩანს, თაყვანისცემით (თავის დახრით მიწამდე) ლოცულობდნენ კათაკმეველნი, მონანულნი და ბოროტი სულით შეპყრობილნი, ზოგჯერ კი – მართალნი მორწმუნენიც.

მუხლმოყრით ლოცვის ჩვეულება დასაბამს ძველი აღთქმის ეკლესიაში იღებს. ასე ლოცულობდა სოლომონი თავის მიერ ახლადაშენებულ ტაძარში (იხ. 3 მეფ. 8, 55) და დანიელიც ბაბილონის ტყვეობაში (იხ. დან. 6, 10). ეს ჩვეულება ქრისტემ აკურთხა (იხ. ლუკ. 22, 41) და დამკვიდრდა კიდეც ქრისტიანულ ეკლესიაში (იხ. საქმ. 7, 60; 20, 36; 21, 5; ეფეს. 3, 14). მოციქულთა დადგინებებში (წიგნი 8, თავი 9) და წმინდა იოანე ოქროპირთან მითითებულია თვით ის ლოცვებიც, რომლებსაც მუხლმოყრით აღავლენდნენ ქრისტიანთა შეკრებების დროს.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი