მთავარი » ქრისტიანობა

მესვეტეობა – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2018 | 795 ნახვა

მესვეტე სიტყვა მესვეტე მომდინარეობს ბერძნული – stylítes სიტყვიდან, რაც ნიშნავს „სვეტს”.

სიტყვა მესვეტეობა საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

განდეგილობის ერთ-ერთი სახეობა. მესვეტეები დადებული აღთქმის მიხედვით ეყუდებოდნენ ხანგრძლივი დროით სვეტზე.

მესვეტეობა წარმოიშვა მე-3 საუკუნის ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ცნობილნი არიან: სვიმონ მესვეტე, ნეტარი დანიელი, ნეტარი იოანე და სხვა.

პეტროზილო პიეროს “ქრისტიანობის ლექსიკონში” ამ სიტყვის შემდეგ განმარტებას ვხვდებით:

აღმოსავლური ასკეტიზმისა და მონაზვნობის ძიების ფორმათა შორისაა მესვეტეობა, რომლის ყველაზე ცნობილი მაგალითია სირიელი მონაზონი სვიმეონ მესვეტე (†459), რომელმაც მიწიდან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე, სვეტზე გაატარა ორმოცამდე წელი, ლოცულობდა და თავისი სიწმიდითა და სახელით მოზიდული მრავალი ადამიანის წინაშე ქადაგებდა. სვიმეონს მიმდევრები გამოუჩნდნენ, უმთავრესად სირიასა და პალესტინაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი