მთავარი » სხვადასხვა

მეღვინეობის პირველადი კერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.03.2013 ერთი კომენტარი | 1,951 ნახვა

ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კერაშიძველი წელთაღრიცხვის V-IV ათასწლეულებით დათარიღებული კულტურული ვაზის წიპწები 1965 წელს აღმოაჩინეს.
წიპწები წიპწები მსოფლიოში უძველესია და ეს უპირველესი მატერიალური საბუთია, რომ საქართველო მეღვინეობის პირველადი კერაა.

უძველესი წიპწები საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტის ძირითად ფონდში სხვადასხვა ექსპონატთან ერთად ინახება.

მუზეუმში წარმოდგენილია ქრისტიანობამდელი მასალა. VII, VI, V, IV, III ათასწლეულის, ე.წ.მტკვარ–არაქსული, II და I ათასწლეულის კულტურა.

ეროვნული მუზეუმის დეპარტამენტი ექსპონატებს საგამოფენოდ ამზადებს. წიპწების გარდა გამოიფინება მრავალფეროვანი საღვინე ჭურჭელი, ხელოვნების ნატიფ ნიმუშებად ქცეული სასმისები, კერამიკა, ლითონი…

მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ “ამბიონს” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამთავრო – თრიალეთისა და საგამოფენო ფონდის კურატორ–მენეჯერი ერეკლე ქორიძე ესაუბრა:

“საქართველოში ყურძენი მოვიშინაურეთ უკვე ძვ.წ.აღ.VI ათასწლეულში, დაახლოებით 8000 წლის წინ. ამ პერიოდის კულტურული წიპწები აღმოჩენილია, უპირველეს ყოვლისა, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის ველზე. ეს გახლავთ ადრესამიწათმოქმედო კერა. ესენია გორა, ნამოსახლარები, ფაქტობრივად, პირველი სოფლები კულტურულ კერებში, ძირითადად მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში.

მეექვსე ათასწლეულის პირველნახევარში ვაზი უკვე გაკულტურულებულია. ვაზის და, ზოგადად, მცენარის მოშინაურება-კულტივირება, ფაქტობრივად, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა მეშვიდე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყეს. ამ პერიოდისთვის გვაქვს არა მარტო ბოლომდე კულტივირებული ვაზი, არამედ ნახევრად გაკულტურებული, გარკვეულ შუალედურ პროცესში მყოფი. ე. ი. ამ დროს აგრძელებდნენ კიდევ სხვადასხვა ჯიშის მოშინაურებას.

აქედან მოყოლებული საქართველოში გვაქვს უწყვეტი ჯაჭვი კულტურული ვაზისა. 8000 წლის მანძილზე ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ვაზი გახლდათ. ის არ წარმოადგენდა ადამიანისთვის მხოლოდ საქეიფო საშუალებას. ეს არის კულტი. ღვინო რელიგიის დონემდეა აყვანილი. ამ პერიოდის ძეგლებზე დაახლოებით 7850–7800 წლის ანალიზმა აჩვენა ღვინის მჟავა, რაც ნიშნავს, რომ ამაში ღვინო ესხა.

მთელი ჩვენი დეპარტამენტი აქ წარმოდგენილ მასალას გამოფენისთვის ვამზადებთ. ჩვენს კონცეფციაში ჩადებულია, რომ, უპირველს ყოვლისა, წიპწები წინ უნდა წამოვწიოთ მეღვინეობა და მისი ისტორია. გამოფენა წლის ბოლოს მზად იქნება. მუზეუმს გააჩნია საგამოფენო დარბაზები, სადაც ზემოაღნიშნული მასალა გადაინაცვლებს.

წიპწების გარდა გამოიფინება კერამიკა, ლითონი, სრულად იქნება წარმოდგენილი ქართული მითის ისტორია. მეტალურგია, მეთუნეობა, კერამიკის წარმოება, ძვლის, ქვის, რკინის, ბრინჯაოს დამუშავება და ა.შ. – ეს ყველაფერი პირველად გამოიფინება სრულად. ვინაიდან ქრონოლოგიურად დიდი სხვაობებია წიპწებში, გამოვფენთ როგორც მეექვსე, მეოთხე, მესამე ათასწლეულში და ასევე, სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილ ყურძნის წიპწებს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ჩაისახა ვაზი. საშუალება გვაქვს დავამტკიცოთ, დავასაბუთოთ ეს ყოველივე.

სწორედ მეღვინეობასთან დაკავშირებით ჩამოდის უამრავი უცხოელისაქართველოში. ეროვნულ მუზეუმში დაცული წიპწების შესახებ ძირითადად სპეციალისტებს აქვთ ინფორმაცია. როდესაც გამოიფინება, ბუკლეტები დაიბეჭდება. ვაპირებთ რეკლამირებას, კატალოგის გამოცემას არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ და სხავდასხვა ენაზე, რაც მასებშიც გახდება ცნობილი.

მუზეუმის დირექციის ინიციატივაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, რაც გაგვაჩნია.
არა მარტო ღვინოზე ვაპირებთ ისტორიის წამოწევას, არამედ გვაქვს კულტივირებული ხორბალი, უკვე სამი ენდემური ჯიშია ამ პერიოდისთვის ნაპოვნი. ენდემური გულისხმობს, ჩვენი, ქართული მიწის ჯიშს. ასე რომ, აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ მემინდვრეობაზეც.

არა მარტო ყურძენი და ხორბალი, არამედ მეექვსე ათასწლეულში მოვიშინაურეთ უკვე ქერი, ფეტვი, შვრია, რა კუთხითაც მიწათმოქმედება უმაღლეს დონეზე გვაქვს.
აგრეთვე, გამოფენაზე აქცენტი გაკეთდება უამრავ მოშინაურებულ გარეული მცენარეების ჯიშზე.

ყურძნის წიპწების ჯიშებს რაც შეეხება, ამერიკელები აპირებენ ჩართვას მათ გენეტურ კვლევაში, რაც აუცილებელია. საჭირო აპარატურა საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის. ანალიზით გაირკვევა, თუ ყურძნის რა ჯიშს განეკუთვნება არსებული წიპწები”.

ქეთი ჭლიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი