მთავარი » სხვადასხვა

მერაბ კვიტაშვილი – თეირანი 43 – “ემიგრანტები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2015 | 2,450 ნახვა

მერაბ კვიტაშვილი სამთო ინჟინერი, დიდი ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი და რადიო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის დირექტორი მერაბ კვიტაშვილი 1902 წლის 2 ივლისს დაიბადა რაჭაში, სოფელ ველევში.

მერაბი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა სსრკ–ს საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. …

მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1952 წელს ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში “ამერიკის ხმის” რედაქციაში მიიწვია. მუშაობდა ფსევდინიმით “ნიკო რაჭველი”. იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის “ბედი ქართლისა” კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა.

1951 წელს მერაბ კვიტაშვილი პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. შეეძინათ ორი ქალიშვილი – ელისო და მერი. მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა.

აღნიშნული ვიდეო ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” გვერდზე განთავსებულია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასა” და “ამბიონს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი