მთავარი » ქრისტიანობა

რა შემთხვევაშია დაშვებული მეორედ ნათლობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.09.2013 8 კომენტარი | 9,746 ნახვა

“ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა.”

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

მრწამსის მიხედვით, ვაღიარებთ „ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. ანუ, ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება. თუმცა, არის მეორედ მონათვლის შემთხვევებიც. რა დროსაა დაშვებული ადამიანის მეორედ მონათვლა? გვესაუბრება სამართლის დოქტორი, ნათლობა წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, დავით ჩიკვაიძე:

“მეორედ ნათლობას, როგორც ასეთს, საეკლესიო კანონები არ უშვებს. არსებობს ორი შემთხვევა, რომელიც პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ “მეორედ” ნათლობად:

ა) როდესაც ნათლობის წესი შესრულებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. უფლებამოსილი პირი არის უწყვეტი სამოციქულო მადლის მქონე, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღვდელი ან თავად ეპისკოპოსი. შესაბამისად, სხვა პირის მიერ შესრულებული ნათლობა ვერ ჩაითვლება კანონიკურად. აქვე უნდა ითქვას გამონაკლისის შესახებ, რომ მომაკვდავი ადამიანის მონათვლის უფლება აქვს ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს, სქესის მიუხედავად.

ბ) თუ ადამიანმა არ იცის, მონათლულია თუ არა და არ არსებობს არავინ, რომელიც დაამოწმებს მის ნათლობას. ასეთ დროს, საიმისოდ, რომ ადამიანი დაზღვეული იყოს მოუნათლავად გარდაცვალებისგან, დაიშვება მისი მონათვლა, მაგრამ ნათლობის ფორმულის წინ წარმოითქმის სიტყვები „უკუეთუ არა ნათელღებულ არს…”

რაიმე საეკლესიო სასჯელი თუ სრულდება მეორედ მონათლულზე და ამ ნათლობის აღმსრულებელზე?

საეკლესიო კანონებით, თუ შეგნებულად შეასრულა მეორე ნათლობა მღვდელმა, ისჯება სასულიერო ხარისხიდან განკვეთით ან მღვდელმოქმედების უვადო შეჩერებით, ხოლო ერისკაცი – უზიარებლობით. უზიარებლობის ვადას ადგენს ეპისკოპოსი.

თუ მეორედ ნათლობა შესრულდა საეკლესიო წესის დარღვევით, რომელი ნათლობა მიიჩნევა შესრულებულად?

თუ პირველი ნათლობაც განწესის დარღვევით არის შესრულებული და მეორეც, ნათლობა არ ჩაითვლება შესრულებულად.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ნათლულს, ნათლიასთან გარკვეული მიზეზის გამო ურთიერთობის შეწყვეტის გამო სურს, თავიდან მოინათლოს და ჰყავდეს ახალი ნათლია. რამდენად მიზანშეწონილია ამ შემთხვევაში მეორემ მონათვლა?

ნათლიის შეცვლა და მით უფრო, ამ მიზეზით მეორედ ნათლობა საეკლესიო კანონებით აკრძალულია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • xatuna says:

    გამარჯობა მამა მეუბნება რომ ბავშვობაში გავინათლეო, მარა არ აქვს ნათლობის ჯვარი ლეკი იყო ჩემი ნათლიაო. რამდენად ითვლება ასეთი ნათლობა სწორად. მე მოვიხსენიებ ლოცვაში მარა ეჭვი მეპარება არის კი მონათლული. მირჩიეთ მამაო როგორ მოვიქცე ახლიდან უნდა ჩატარდეს ნათლობა?

  • xatuna says:

    gamarjobat var muslimanze gatxovili anu viyavi amjamad gankorwinebis zgvarze vart myavs vaji misgan sakartveloshi chamoosvlisas movnatle bavshvi.amjamad misi natlia kontaktshi ar shedis chems shviltan da arc kitxulobs aris uweso man chem shvilze ganacxada uari me misi natlia agar varo chemi natluli asgar ariso dalian gtxovt am shemtxvevashi rogor moivikce

  • ვარ მონათლული პატარა რომ ვიყავი.დღემდე არმაქ ნათლიასთან შეხება რომ მხვდება ქუჩაში არც კი მკითხულობს და საერთოდ ვთვლი რომ მე არ ვარ მონათლული რადგან ხის ჯვარიც კი არ მაქ მისგან.ძალიან მინდა გადანათვლა რადგან მინდა მყავდეს ნათლია ვისთანაც მექნება ის კავშირი როგორიც ნათლია ნათლულს უნდა ქონდეს.გთხოვთ მირჩიეთ რამე

    • მოძღვარი says:

      თამარ, შვილო!
      ორჯერ ნათლობა დაუშვებელია. ნათლობა, სულიერად დაბადებას ნიშნავს. როგორც ორჯერ დაბადება ვერ მოხდება, ასევე ვერ მოინათლება ადამიანი ორჯერ. (სხვათა შორის, ეს პრობლემა არა იშვიათია)
      რაც შეეხება ნათლიას და მის მოქმედებას, ნამდვილად სამწუხაროა.
      მიუხედავად თქვენი ნათლიის უღირსი ქმედებისა, ღვთის წინაშე თქვენი მონათვლა შესრულებულია და თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხართ. ხოლო თქვენი ნათლიის უპასუხისმგებლო მოქმედება არ განაპირობებს იმას, რომ თქვენ მონათლული არ ხართ.
      ეხლა როგორ შეიძლება თქვენი პრობლემა, ქრისტიანულად და მართებულად მოგვარდეს!
      ეკლესიაში არსებობს შვილობილების კურთხევის რიტუალი, რომლის ჩატარების შემდეგ, თქვენს მიერ შერჩეული პიროვნება, თქვენი სულიერი მშობელი გახდება და მას გაუჩნდება პასუხისმგებლობა, რომ მან თქვენზე იზრუნოს მსგავსად, როგორც ნათლიამ. ასევე მას აქვს უფლება შეგიძინოთ ჯვარი, თქვენ სახელზე აკურთხოს და გაჩუქოთ.
      ღმერთმა დაგლოცოთ.

      დამატებითი კითხვა თუ გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენ მოძღვარს ან ნებისმიერ მღვდელთმსახურს.
      კეთილი ანგელოზები!

      • გამარჯობათ!რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს კომენტარი.და მამაოს მივმართე კითხვით.მართლა შესაძლებელი იყო თუ არა,ის რომ ნათლიის ადგილას ყოფილიყო ის ვინც მე მსურდა.მამაომ თქვა რომ ეს ყველაფერი ფორმდება ოფიციალურად იუსტიციაშიო და მერე ტაძარში კურთხევის რიტუალი ტარდებაო.როგორ მოვიქცე,მირჩიეთ

  • გიორგი says:

    გამარჯობათ მაგალითად მე მსურს ჩემი შვილის მონათვლა მეორედ რადგან ნათლობის დღიდან არც მე და არც ჩემშვილს არგვინახია ნათლია არცვიცით სადაა ვინაა ღმერთმა იცის მომავალში რა გადაკვეთა გვექნება ჩვენ და ჩემი ბავშვის ნათლიის ნათესავებთან ან ძმასთან ან შვილთან ასერომ მინდა აუცილებლად მოვნათლო ხელმეორედ და გთხოვთ მირჩიოთ რამე

    • მოძღვარი says:

      სჯულის კანონის მიხედვით, ორჯერ ნათლობა დაუშვებელია! ნათლიის უღირსი საქციელი, მეორედ ნათლობის საფუძველი ვერ გახდება! როგორც ადამიანი ორჯერ ვერ დაიბადება, ასევე სულიერი დაბადებაც (ნათლობა) ორჯერ ვერ შესრულდება! გარდა ამისა მეორედ მონათვლა დიდ ცოდვად ითვლება და მხოლოდ მღვდელთმთავარს აქვს უფლება რს ცოდვა მოხსნას.

      რაც შეეხება რჩევას, თქვენ უნდა იაქტიუროდ და მოძებნოთ ბავშვის ნათლია!

      ღმერთმა დაგლოცოთ.

  • მონათლული კი ვარ,მაგრამ ნათლია არსდროს მყოლია.აღარც მინახავს არასდროს.აქ წავიკითხე რომ შვილობილის კურთხევის რიტუალი არსებობსო ეკლესიაშიც.ვიკითხეთ და გვითხრეს,რომ იუსტიციაში ოფიციალურად უნდა გაფორმდეს და მერე ეკლესიაში მოხდებაო კურთხევაცო.შვილად აყვანილი უკვე ვარ ოფიციალურად.მინდოდა ვისთანაც Aხლოს ვარ,უფრო ახლობელი ადამიანი გამხდარიყო ჩემთვის.გული დამწყდა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი