მთავარი » ქრისტიანობა

რა შემთხვევაშია დაშვებული მეორედ ნათლობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.09.2013 2 კომენტარი | 5,020 ნახვა

“ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა.”

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

მრწამსის მიხედვით, ვაღიარებთ „ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. ანუ, ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება. თუმცა, არის მეორედ მონათვლის შემთხვევებიც. რა დროსაა დაშვებული ადამიანის მეორედ მონათვლა? გვესაუბრება სამართლის დოქტორი, ნათლობა წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, დავით ჩიკვაიძე:

“მეორედ ნათლობას, როგორც ასეთს, საეკლესიო კანონები არ უშვებს. არსებობს ორი შემთხვევა, რომელიც პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ “მეორედ” ნათლობად:

ა) როდესაც ნათლობის წესი შესრულებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. უფლებამოსილი პირი არის უწყვეტი სამოციქულო მადლის მქონე, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღვდელი ან თავად ეპისკოპოსი. შესაბამისად, სხვა პირის მიერ შესრულებული ნათლობა ვერ ჩაითვლება კანონიკურად. აქვე უნდა ითქვას გამონაკლისის შესახებ, რომ მომაკვდავი ადამიანის მონათვლის უფლება აქვს ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს, სქესის მიუხედავად.

ბ) თუ ადამიანმა არ იცის, მონათლულია თუ არა და არ არსებობს არავინ, რომელიც დაამოწმებს მის ნათლობას. ასეთ დროს, საიმისოდ, რომ ადამიანი დაზღვეული იყოს მოუნათლავად გარდაცვალებისგან, დაიშვება მისი მონათვლა, მაგრამ ნათლობის ფორმულის წინ წარმოითქმის სიტყვები „უკუეთუ არა ნათელღებულ არს…”

რაიმე საეკლესიო სასჯელი თუ სრულდება მეორედ მონათლულზე და ამ ნათლობის აღმსრულებელზე?

საეკლესიო კანონებით, თუ შეგნებულად შეასრულა მეორე ნათლობა მღვდელმა, ისჯება სასულიერო ხარისხიდან განკვეთით ან მღვდელმოქმედების უვადო შეჩერებით, ხოლო ერისკაცი – უზიარებლობით. უზიარებლობის ვადას ადგენს ეპისკოპოსი.

თუ მეორედ ნათლობა შესრულდა საეკლესიო წესის დარღვევით, რომელი ნათლობა მიიჩნევა შესრულებულად?

თუ პირველი ნათლობაც განწესის დარღვევით არის შესრულებული და მეორეც, ნათლობა არ ჩაითვლება შესრულებულად.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ნათლულს, ნათლიასთან გარკვეული მიზეზის გამო ურთიერთობის შეწყვეტის გამო სურს, თავიდან მოინათლოს და ჰყავდეს ახალი ნათლია. რამდენად მიზანშეწონილია ამ შემთხვევაში მეორემ მონათვლა?

ნათლიის შეცვლა და მით უფრო, ამ მიზეზით მეორედ ნათლობა საეკლესიო კანონებით აკრძალულია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • xatuna says:

    გამარჯობა მამა მეუბნება რომ ბავშვობაში გავინათლეო, მარა არ აქვს ნათლობის ჯვარი ლეკი იყო ჩემი ნათლიაო. რამდენად ითვლება ასეთი ნათლობა სწორად. მე მოვიხსენიებ ლოცვაში მარა ეჭვი მეპარება არის კი მონათლული. მირჩიეთ მამაო როგორ მოვიქცე ახლიდან უნდა ჩატარდეს ნათლობა?

  • xatuna says:

    gamarjobat var muslimanze gatxovili anu viyavi amjamad gankorwinebis zgvarze vart myavs vaji misgan sakartveloshi chamoosvlisas movnatle bavshvi.amjamad misi natlia kontaktshi ar shedis chems shviltan da arc kitxulobs aris uweso man chem shvilze ganacxada uari me misi natlia agar varo chemi natluli asgar ariso dalian gtxovt am shemtxvevashi rogor moivikce

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.