მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ დავიზღვიოთ თავი მენინგიტისგან?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2009 5 კომენტარი | 7,017 ნახვა

მენინგიტიზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატებს ისეთი დაავადებების საფრთეხე, როგორიცაა მენინგიტი. ხშირად ადამიანები ცუდად ყოფნას ყურადღებას არ აქცევენ, რასაც სამწუხაროდდიდ გართულებამდეც მივყავართ. მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით კი მოზარდებში ჭარბობს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაავადებების სტატისტიკის მიხედვით, 2009 წელს, მხოლოდ 3 თვეში ჩვენს ქვეყანაში მენინგიტით სულ 35 ადამიანი დაავადდა, ინფიცირებულიდან 21 14-წლამდე ასაკის ბავშვია. აღნიშნული დაავადების შესახებ გვესაუბრება, ნეირო – ინფექციური განყოფილების გამგე, გია დეისაძე.

გია დეისაძე, ნეირო- ინფექციური განყოფილების გამგე: “საქართველო ეპიდემიური ზონა არ არის, ჩვენთან ეს პრობლემა არც არსებობდა. მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს, ვიეტნამიელების ჩამოყვანასა და თბილისში მათ დაბინავებას, მოყვა ეპიდემიური აფეთქება. დღეს ზონები სამწუხაროდ გარღვეულია.

მენინგიტი ჩვეულებრივ ინფექციური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ინფექციების გართულებას წარმოადგენს. ის თავისი ბუნებითა და ხასიათით სხვადასხვა ეტიმოლოგიისა. არსებობს ბაქტერიული, ვირუსული, ტუბერკულიოზური, სოკოვანი მენინგიტები. ასევე დაუზუსტებელი წარმოშობის მენინგიტები, რომელთა წარმოშობის დადგენას ვერ ვახერხებთ, რადგან დღევანდელი მედიცინა და მისი ტექნოლოგიები არა არის ამისთვის მზად.

ავადმყოფს, რომელსაც ეწყება ცხელება, თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, არის თუ არა საჭირო მისი კონსულტაცია ინფექციონისტთან, ეს უკანასკნელი კი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ნეირო-ინფექციურ განყოფლებაში მოთავსებაზე.

ნაზოფარინგიტის დროსაც ადამიანს ემართება ჩვეულებრივ კლასიკური რესპირატორული ინფექცია, რომლის დიფერენცირებაც ანალიზის გაკეთების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია და არაფრით არ განსხვავდება ე.წ. გრიპისგან.

მენინგიტით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს, მაგრამ დაავადებულთა 70-80 % ბავშვები არიან, 3 თვემდე ბავშვები იშვიათად ავადდებიან, რადგან მათ აქვთ დედის იმუნიტეტი. შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული ამ ინფექციის გავრცელების ყველაზე აქტიური პერიოდია.

მენინგიტების ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციაა სერიოზული და ბაქტერიული მენინგიტები. ბაქტერიული მენინგიტების ჯგუფს განეკუთვნება მენინგოკოკური, სტაფილოკოკური და სხვადასხვა მიკრობებით გამოწვეული მენინგიტები.

ეპიდემიური და გადამდებობის თვალსაზრისით რისკ-ჯგუფს განეკუთვნება მენინგოკური მენინგიტი, რადგან გადაცემის მექანიზმი არის წვეთოვანი. ანუ ადამიანები ამ ინფექციას ერთმანეთს გადადებენ ახლო კონტაქტით ყოფაცხოვრებაში, ურთიერთობაში.

მენინგოკოკური მენინგიტის თავიდან აცილების პირველი და ყველაზე კარგი საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სუფთა ჰაერი, ბევრი სეირნობა. მითუმეტეს, როცა ზამთარია და ჩაკეტილ გარემოში უწევს ადამიანს ყოფნა. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი დღეში ერთხელ ერთი საათით მაინც უნდა გავასეირნოთ. ეს არის ძალიან დიდი პროფილაქტიკა ანუ ინფექციის განვითარებისგან დაზღვევა. ყველაზე ხშირად ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვები და ის ადამიანები ავადდებიან, რომელთაც ჩაკეტილ გარემოში უწევთ ყოფნა, ვინც გარეთ გამოდის სუფთა ჰაერზე, შედარებით იშვიათად ავადდება.

ამ დროისათვის არც ერთი მენინგოკოკური მენინგიტის შემთხვევა არ გვაქვს, არის ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის ეპიდემიური”.

ცნობილია, რომ მენინგიტი მზის სხივების ზემოქმედებისას 15 წუთში კვდება. შესაბამისად, პრევენციის თვლსაზრისით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა. არსებობს ასევე მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. მართალია, ჩვენთან ის სავალდებულო აცრების კალენდარში არ შედის, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია ჩაიტაროს მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი