მთავარი » ქრისტიანობა

მოწმეები – მეჯვარეები (თავმდებები)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.10.2019 | 199 ნახვა

ჯვრისწერას აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ მოწმეები – მეჯვარეები: საქმროს მხრიდან და საცოლის მხრიდან. ისინიც, ისევე, როგორც დასაქორწინებელნი, მართლმადიდებელი ქრისტიანები უნდა იყვნენ, და სასურველია – ეკლესიურად მცხოვრებნი. ისინი დიდი მოწიწებით უნდა იყვნენ განმსჭვალულნი ქორწინების საიდუმლოსადმი.

თავმდებთა – მეჯვარეთა მოვალეობანი ქორწინების საიდუმლოს დროს, თავისი სულიერი საფუძვლით, მსგავსია იმისა, როგორიც მიმრქმელებს – ნათლიებს აქვთ ნათლისღების საიდუმლოში: როგორადაც მიმრქმელები, გამოცდილნი სულიერ ცხოვრებაში, ვალდებულნი არიან უხელმძღვანელონ თავიანთ ნათლულებს ქრისტიანულ ცხოვრებაში, ასევე მეჯვარეებმაც სულიერად მხარში უნდა ედგნენ ახლადშექმნილ ოჯახს. ამიტომაც უწინდელ დროში მეჯვარეებად არ იწვევდნენ ახალგაზრდებს, დაუქორწინებლებს, ოჯახური და მეუღლეობრივი ცხოვრების უცოდნელ ადამიანებს.

„რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ, რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“ (იოან. 3, 29), – იოანე ნათლისმცემლის ამ სიტყვებიდან, რომლებიც თავის სახარებაში მოჰყავს იოანე ღვთისმეტყველს, ცხადად ჩანს, რომ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არსებობდა სიძის მეგობრის, ანუ მეჯვარის ინსტიტუტი.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.