მთავარი » საზოგადოება

მეჰმედ გორმეზი იმედოვნებს, რომ საქართველოში ახმედისა და აზიზიეს მეჩეთი აშენდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2014 2 კომენტარი | 2,203 ნახვა

საქართველოს პატრიარქთან შეხვედარზე თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზმა მადლობა გადაუხადა უწმინდესს დახვედრისა და მიღებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი პირველი ვიზიტი საქართველოში და უწმინდესთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ძმობისა და მეგობრობის გამტკიცებას.

მეჰმედ გორმეზმა შეხვედრაზე მწუხარება გამოთქვა, რომ კაცობრიობა წინსწვალს განიცდის სხვადასხვა სფეროში, მეჰმედ გორმეზი მაგრამ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებს უჭირთ და ამ მხრივ უკუსვლაც კი შეინიშნება.

მისი განცხადებით, ისტორიულად თბილისი მუსლიმანთა და ქრისტიანთა თანაცხოვრების ადგილია. მუსლიმანთა მმართველობის პერიოდში ქრისტიანებს ჰქონდათ თავიანთი ქრისტიანული რელიგიის აღმსარებლობის უფლება, ისევე, როგორც ქრისტიანული მმართველობის პერიოდში მუსლიმანებს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება. მან ასევე თქვა, რომ თანამედროვე პერიოდში აშენებული მეჩეთების რაოდენობა ძალიან ცოტაა.

„ანკარაში ყველა ქართველ ქრისტიანს აქვს თავისი აღმსარებლობის უფლება, გაზარდონ შვილები თავიანთი სარწმუნოების მიხედვით. ასევე ყველა მუსლიმანს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს უნდა ჰქონდეს თავისი აღმსარებლობის, შვილების რელიგიური განათლებისა და რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება,” – აღნიშნა მეჰმედ გორმეზმა.

მეჰმედ გორმეზმა შეხვედრაზე ისაუბრა თურქეთისა და საქართველოს ერთობლივ რელიგიურ კომისიაზე, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ამ თვალსაზრისით მრავალი პრობლემა უნდა მოაგვაროს.

“დღეს აღმსარებლობის გამო ხდება გაუცხოება და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს სივრცეს არ უტოვებენ. ეს არის მიუღებელი, ეს არის კაცობრიობის ბოლო წლების სერიოზული პრობლემა. არ გაივლის დღე ისე ევროპაში, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად ითვლება, არ მოხდეს თავდასხმა მეჩეთზე, ან ღორის თავი არ იყოს ჩამოკიდებული. ჩვენ ვიცით იმ მიზეზების შესახებ რით არის ეს გამოწვეული, მაგრამ ეს მიზეზები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თავდასხმები განხორციელდეს”, – ბრძანა მან.

სტუმარმა პატრიარქის ანკარაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა თურქეთში ქართული ეკლესიების პრობლემა დასვა. გორმეზიმ აღნიშნა, რომ მათ ეს საკითხი ჩაინიშნეს და ამაზე მუშაობენ. გორმეზის თქმით, გააკონტროლებენ სტამბულში ქართული ეკლესიის სამართლებრივი სტატუსს, რომელიც სხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებს უკავიათ.
ოშკისა და იშხანის შესახებ კი აღნიშნა, რომ ეს ტაძრები არ უნახავს და პატრიარქის მოსაზრებებს ამ ტაძრებთან დაკავშირებით მოისმენს.

“აქვე მინდა გამოვთქა ჩემი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ხელისუფალთა შეთანხმების შესაბამისად, ახალციხეში არსებული ახმედის და ასევე ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება. ორივეს სარესტავრაციო სამუშაოები ისე უნდა წარიმართოს, რომ აღსდგეს მისი პირვანდელი სახე”, – აღნიშნა მეჰმედ გორმეზიმ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი