მთავარი » ქრისტიანობა

“აი, მე, პატრიარქი ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი და ყოველთვის ყველა საკითხში შეუმცდარი ვარ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2022 | 522 ნახვა

“აი, მე, პატრიარქი ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი და ყოველთვის ყველა საკითხში შეუმცდარი ვარ! არც იმას, რომ ყველაზე გონიერი ვარ! როცა რაიმე პრობლემა წამოიჭრება, შემიძლია ამის შესახებ სხვა ადამიანებს დავეკითხო, მათი მოსაზრებები მოვისმინო, კითხვით მივმართავ თუნდაც მორჩილს, თუნდაც ბავშვს, მოძღვრებს, მღვდელმთავრებს… აი, ასეთი საქციელია სწორი. სხვა ადამიანებს უნდა მოუსმინო და შემდეგ მათი ნათქვამიდან მარცვალ-მარცვალ ამოკრეფო ჭეშმარიტება. ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს, თავის აზროვნებასა და ნებას ენდობა, ძალიან ხშირად შეცდომილია.
ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება ვერ არის ისე დახვეწილი, რომ ამგვარი შეთანხმებული ურთიერთობა გვქონდეს ადამიანებს.”

***

ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. თუ დღეს განსაცდელში ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ განსაცდელს ნუგეშისცემა და სიხარული მოსდევს, ხოლო თუ სიხარული და ბედნიერება არ გაკლია, ნუ გაამაყდები, რადგან შეიძლება წინ განსაცდელი გელოდებოდეს. ადამიანის ცხოვრება ხომ დაცემათა და აღდგომათა გაბმულ ჯაჭვს წარმოადგენს.

ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ.”

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი