მთავარი » ქრისტიანობა

“მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.02.2019 | 1,007 ნახვა

მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ
არსებობდა. ამიტომ არ ვიცი, რა ხერხებს მიმართავენ, რომ ბავშვი რწმენით
გაიზარდოს. ამიტომაა, რომ პატარა ბავშვების აღზრდას ხელს არ ვკიდებ, ამას
ვიწყებ პერიოდიდან, როდესაც მათთან მსჯელობაა უკვე შესაძლებელი. ერთი კი
დანამდვილებით ვიცი, ბავშვზე უნდა ვილოცოთ. ორსული ქალი აუცილებლად უნდა
ლოცულობდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, რადგან ის, რაც მის თავს
ხდება, ვრცელდება ნაყოფზეც. როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მისთვის უნდა
ვილოცოთ. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ ლოცვას, მგონია, რომ სათანადო ლოცვის
შერჩევაა საჭირო (დასაშვებია შეთხზვაც), რომელიც მიაღწევს არა ყველა,
არამედ იმ კონკრეტულ ბავშვის გულამდე. რითი არსებობს, რა გზით შეუძლია
ღმერთთან საუბარი – ეს მხოლოდ მშობლებმა იციან, რადგან კარგად უწყიან,
როგორ საუბრობს ბავშვი მათთან. ხშირად ვახერხებთ ხოლმე დიდი სიხარულის
უსიამოვნო მოვალეობად გადაქცევას. მახსოვს, ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა,
გზად ლოსკებთან შევიარე (ჩვენ პარიზში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით).
ემზადებიან, ჩააცვეს სამ ბავშვს, მეოთხე დგას და ელოდება, მაგრამ მას არ
აცმევენ. იკითხა: „მე?“ მამამ კი უპასუხა: „შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი,
რომ ეკლესიაში არაფერი გესაქმება! ასეთი ქცევა არ შეეფერება ქრისტიანს.
ახლა კი იჯექი სახლში…“

ჩვენ კი ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით; ვაძალებთ: „წამოდი, წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს…“ საბოლოოდ, უფალთან შეყრა გადაიქცევა ხოლმე ვალად, აუცილებლობად და საშინელი სამსჯავროს ძალიან უსიამოვნო კარიკატურად. თავიდან ბავშვს შთააგონებენ, რა საშინელი და საშიში იქნება მისთვის ცოდვების აღიარება, შემდეგ კი იქ იძულებით აგდებენ. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენთან შვიდი წლის ბავშვები ამბობენ აღსარებას, ხან ოდნავ პატარებიც მოდიან, ოდნავ დიდებიც, გამომდინარე იქიდან, მიაღწიეს თუ არა იმ ასაკს, როდესაც საკუთარი ქმედებების შეფასება შეუძლიათ. ხანდახან ბავშვს საკუთარი შეცოდებების გრძელი ჩამონათვალი მოაქვს. არადა ცოდვები დედიკომ ჩამოუწერა, თან ისეთები, თვითონ რომ აღიზიანებს. ბავშვი კი კითხვაზე – „შენ ნამდვილად გრძნობ, რომ ეს ცოდვაა?“ – შემოგხედავს და გიპასუხებს – არას. „და რატომ ამბობ აღსარებაში?“ – „დედამ მითხრა“… სწორედ ეს, ჩემი აზრით, არ უნდა გავაკეთოთ …

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ბავშვების ქრისტიანულად აღზრდის შესახებ




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი