მთავარი » ემიგრანტის წერილები

“მე არ ვწერ ემიგრანტების ტრაგიკულ ისტორიაზე!” – წერილი ესპანეთიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.11.2014 10 კომენტარი | 4,438 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ნატა ბაიხოძე, 23 წლის
ჟურნალისტი

უკვე ათი წელია, რაც ჩემი საყვარელი დეიდა და დეიდაშვილები ესპანეთში ცხოვრობენ და რამდენიმე თვეა, რაც მათ შევუერთდი! მე არ ვწერ ემიგრანტების ტრაგიკულ ისტორიაზე!

ჩემი დეიდაშვილი ტარიელი (ტატო) ოთხი წლის იყო, როცა საქართველოდან წაიყვანეს. ახლა ის 15 წლის ხდება, ნატა ბაიხოძე
ლუკა აქ, ესპანთში გაჩნდა და იზრდება!

ყველამ იცით ემიგრანტების სამუშაო გრაფიკის შესახებ! სწორედ ასეთი გრაფიკის მიუხედავად დეიდაჩემმა შეძლო და ასწავლა მათ “ყველაფერი” ქართული!

ლუკა 6 წლის არის და მან უკვე დაამთავრა “დედა ენა”, რომელიც საქართველოდან გამოუგზავნეს!
ის არაჩვეულებრივად წერს და საუბრობს ქართულად! ტარიელმა უკვე გაიარა ერთიანი საქართველოს მეფეები და ახლა უახლეს ისტორიას ეცნობა იმ ქვეყნისას, რომელიც ბავშვობის მერე სულ ორჯერ ნახა! ლუკამ იცის რომ საქართველოში პაპა ელოდებ! იცით?! პაპამ ლუკას კომბალი გაუკეთა! პაპას ძალიან უყვარს ლუკა! ლუკასაც უყვარს პაპა!

ლუკა ჯერ პატარაა და ბევრ რამეს ვერ ხვდება, მაგრამ მან იცის, რომ ქართული მისი მშობლიური ენაა. ის კარგად არ იცნობს საქრთველოს, მაგრამ მას უყვარს საქართველო თავისებურად!… მაგრამ მათ ბევრი რამ არ იციან იმ საქართველოს შესახებ, რომელიც მე დავტოვე რამდენიმე თვის წინ! იმ საქართველოს შესახებ სადაც დიდ შოუს უძღვნიან, ახალგაზრდების მიერ მოკლულ ლეკვს და ადამიანის მკვლელობა არაფრად მიაჩნიათ იმიტომ, რომ ის ტრანსგენდერი იყო. საქართველოს შესახებ, სადაც რომ გვკითხონ ყველანი სიმართლის აპოლოგოტები ვართ და მზად ვართ ყოველი ცრუპენტელა სამარცხვინო ძელზე გავაკრათ, მაგრამ საქმე ისაა, ამდენი ძელის შოვნა გაგვიჭირდება! იმ საქართველოს შესახებ, სადაც ვაგზალზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, მაგრამ თეტრის დარბაზის ნახევარი ყოველთვის ცარიელი!…

სულაც არ ვფიქრობ, რომ ემიგრანტობა ტრაგედიაა! რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ქვეყნიდან შორს ხარ და გენატრება მეგობრები, ნათესავები, მაგრამ სადაც ხარ, იმ ქვეყანამ მოგცა მცირედი რაც საქართველოში არ გაგვაჩნდა. ოტია იოსელიანმა ერთი კარგი რამ თქვა: “ცოდვილი ცოდვილს ზნეობას ვერ უკარნახებს.” როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ. ამიტომ როცა იმ ქვეყნის და ხალხის ძაგებას იწყებთ ხოლმე, სადაც ცხოვრობთ და საიდანაც აცხოვრებთ ბევრს!… იმ მიზეზებასაც გადახედეთ რის გამოც წამოხვედით!…

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, მაინც არ იქნება ყველაფერი იდეალურად. დედა ტერეზა ამბობდა: “მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა.” – და სწორედ ამ შეგრძნებისა და მარტოობის, არასაჭიროების სიღარიბემ ჩამოგვიყვანა ბევრი ჩვენგანი! განა საქართველოში არ ვცხოვრობდით?! თუ ასეთი კარგია რატომ არ ვბრუნდებით უკან?! საქმე ისაა, რომ ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე! ამიტომ ეცადეთ, ჩვენს სხვა ქვეყანაში ცხოვრებასაც მოვუძებნოთ კარგი მხარე!… ახლა დეიდაჩემი მთელ ოჯახს მიცვლის! ისიც სხვებივით მუშაობს, ისიც ისე იღლება, როგორც სხვები, მაგრამ დღის ბოლოს ყოველთვის გვიღიმის!…

ის დიდი ხანია აქ ცხოვრობს მაგრამ ის, ისევ ქართველია! ქართველი, რომელიც თავის შვილებს, მშობლიური ქვეყნის ისტორიას და ენას ასწავლის!
ის ჩემთვის მზესავითაა, იმ მზესავით აღმოსავლეთ კიდეზე ალიონს რომ ხვდება!…

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • inga says:

    ამ წერილის კითხვისას დავრწმუნდი, რომ წერილის ავტორი საერთოდ ვერ ერკვევა თუ რა არის ემიგანტობა…მცნება „ემიგრანტი“ წარმოუდგენია მაინცდამაინც სხვის კარზე მადლიერი მათხოვარი, რომელიც უნდაა ითმენდეს ყოველგავარ უსამართლობას და დამცირებას. შენ ჩემო კარგო ,,პატარა გოგო,, ემიგრანტობა არ ნიშნავს სხვის ქვეყანაში ათჯერ ნაკლებ გიხდიდნენ იმას რაც სინამდვილეში გეკუთვნის, არ გენატრებოდეს შენი ოჯახი, შვილები, სამეგობრო, ჯიში, ჯილაგი….ყველაფერი რაც შენში წლების განმავლობაში იზრდებოდა, მყარდებოდა და გიყვარდებოდა. ცნობისათვის ემიგრანტების დიდი ნაწილი იძულებით არის ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომუნდა იტანდეს ყოველგვარ დამცირებას, უსამართლობას. ჯობდა ჯერ კარგად გარკვეულიყავი რა არის ემიგრანტობა. ჯერ ხომ სულ რამდენიმე თვის ჩასული ხარ. ყველას არ უმართლებს ბედი, რომ მხოლოდ კარგი დაინახოს. რა თქმა უნდა კარგი და ცუდი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე აძაგებს იმ ერს სადაც ცხოვრობს და მუშაობს. შენ ერთმანეთში არეული გაქვს მატერიალური და სულიერი განცდები და ვერ გარკვეულხარ მგონია ბოლომდე. სწორედაც ოტიას სიტყვების გამოც არ გაქვს უფლება ასე მიფუჩეჩებით დამოძღვრო ემიგრანტები….

  • iasoni says:

    ყველაფერი კარგად დაწერა, სულიერება და მატერიალური განცდები საქართველოში რომ არის არეული ერთმანეთში ეგრე არსად არ არის, ყოჩაღ

  • nana says:

    qabatono inga ar getanxmebit. me momwons am patara gogos tvait danaxui “emigratoba” . tkven ambobt rom man ar icis am sityvis mnishvneloba magram mtavari eg araa. mtavari isaa rom mas monad ar miacnia tavi. cemo kargo zalit aravin gvicers. roca mogvindeba shegvizlia davtovot da wavidet ukan saqartveoshi. mere…. gvaaqvs cvens sanatrel samshobloshi tavisufal adamianad yofnis realoba? ki davigalet davigalet sxvadasxva ojaxebis,samsaxurebis gamocvla….. ramdenjer roca axal samsaxurshi game sawoltan mivsulvar cremlebi camiklapavs … gmerto netav kidev ramdeni ucxo sawoli unda gamovicvalo… magram es ar nishnavs imas rom me mona var.

  • whatever says:

    sauketesod dawera ase pataram da ase kargad danaxuli…emigranti viyavi sami weli da isev saqartveloshi var vmushaob sakmaod karg tanamdebobaze da bevrad mona mgonia chemi tavi vidre emigraciashi sakmaod rtul shromashi viyavi…

  • Nata Brata says:

    ქალბატონო ინგა უკვე გითხარით რომ თქვენთან კამათს არ ვაპირებ ,მაგრამ ერთს კი გეტყვით. როგორც თვენ ამბობთ მე შეიძლება,არ ვიცოდე ცნება ემიგრანტის მნისშვნელობა, მაგრამ ვერ ვხვდები სად დაინახეთ ჩემ წერილში ის რომ ემიგრანტი წარმომიდგენია ისე როგორც სხვის კარზე მადლიერი მათხოვარი,ეს მე არ მითქვამს ეს თქვემი სიტყვებია! ციტირება მომყავს თქვენი კომენტარიდან “მცნება „ემიგრანტი“ წარმოუდგენია მაინცდამაინც სხვის კარზე მადლიერი მათხოვარი, რომელიც უნდაა ითმენდეს ყოველგავარ უსამართლობას და დამცირებას. შენ ჩემო კარგო ,,პატარა გოგო,, ემიგრანტობა არ ნიშნავს სხვის ქვეყანაში ათჯერ ნაკლებ გიხდიდნენ იმას რაც სინამდვილეში გეკუთვნის, არ გენატრებოდეს შენი ოჯახი, შვილები, სამეგობრო, ჯიში, ჯილაგი….ყველაფერი რაც შენში წლების განმავლობაში იზრდებოდა, მყარდებოდა და გიყვარდებოდა. ცნობისათვის ემიგრანტების დიდი ნაწილი იძულებით არის ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომუნდა იტანდეს ყოველგვარ დამცირებას, უსამართლობას.” სამწუხარო მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ ვერ გაიგეთ ჩემი წერილი ,რადგამ მე გარკვევით მიწერია რომ ძნელია ოჯახისგან მეგობრებისგან ,ნატესავებისგან და ქვეყნისგან შორს ყოფნა, ისიც მიწერია რომ რიგი მიზეზებს გადავხედოთ რის გამოც წამოვედი , არასად არ მიწერია რომ ემიგრანტმა უნდა აიტანოს ყოველგვარი დამცირება,და ის ბევრი სხვა რამ რაც ტქვენ დაკომენტარეთ . აგრეტვე ტქვენ კომენტარში წერთ რომ ყველგანა კარგი და ცუდი,მაგრამ ვეჭვობ თვენ რამე კარგი დაგენახოთ ამ წერილში?! აგრეთვე,თვენთქვით კომენტარსში რომ “ყველას არ უმართლებს ბედი, რომ მხოლოდ კარგი დაინახოს” და ვშიშობ ახლა “გაბოროტებული” ჩემზე იყრით ჯავრს :).ან რატომ ჩათვალეთ,რომ მიფუჩეჩებულად ემიგრანტებს ვმოძღვრავ :) რა გითხრათ ჩემი მიფუჩეჩებული მოძღვრების ,მარა აი თქვენ კი ნამდვილად დამმოძღვრეთ… განიცილავთ ჩემ მატერიალურ და რაც ყველაზე ცუდია ,სულიერ ემოციებს,თქვენ რა იცით ჩემი სულიერი განცდების შესახებ ?! როგორც თვენ თქვით ეს ჩემი “მიფუჩეჩებული მოძღვრება ” თვენ თვენი მოძღვრება გაქვთ ამიტომაც თქვენ გზაზე წარმატებებს გისურვებთ!!! და მადლობა ყველას ვინც სწორად გაიგო ჩემი წერილი.

  • eka says:

    სტატიის აზრს ვერ მივხვდი, ანუ რა? რისი თქმა უნდოდა ავტორს? ემიგრანტი ვარ და დავამატებ, სამშობლოში ანუ საქართველოში არ მიჭირდა, კარგად ვიყავი ფინანსურად, მაგრამ მიჭირდა სხვა მხრივ, გარემოა დაბინძრებული, ვგულისხმობ ქართული სულიერება და ყველაფერი ის, რასაც სკოლაში ასე სათუთად მასწავლიდნენ ჩემი პედაგოგები დაკარგულია (ან ღრმად დამალული) და მიჭრს ამ დეგრადაციის ყურება, ადამიანს, სიცოცხლეს, წესიერებას ფასი დაეკარგა. თქვენი არ ვიცი და მე მომწყინდა “ქარის წისქვილებთან” ბრძოლა, ფარისევლობის ყურება. ყველაფერი ფასადური გვაქვს: მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები. ვისაც გსიამოვნებთ და მოგწონთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს “სიკეთეები”. მე რეალობაში ცხოვრება მირჩევნია.

  • maia says:

    Ras cers tu icis an adamianma tviton?!?!?!?!?!?!

  • TEA says:

    tavad emigrant, bevr azrs vissmen ,am sakitxtan dakavshirebiT da mxolod ers davden: ISE ROGORC SHVILS DEDIS AUGI AR GAEMARTLEBA ASEVE QARVELEBS SAMSHOBLOS DZAGEBA AR SHVENIT. ME
    AMAYEBA QARTVELOBA APERUM ROM BEVRI GVAQVS SAAMAYO!!!!

  • მერსიკო says:

    ამასობაში დაიცალა ქვეყანა. როცა მობრუნებას დააპირებთ, იქნებ უმცირესობაშიც კი აღმოჩნდეთ. ვერ ვიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შეიძლება. გულწრფელად ჩაიხედეთ თქვენს გულებში და აზროვნებაში. მე ყველანი მიყვარხართ და ძვირფასები ხართ, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი შვილები. ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ისე დავცოტავდით, რომ გაქრობის პროგნოზიც მოგვიახლოვდა. ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას არასოდეს დავტოვებ. დაგვიბრუნდით ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ ერთად. ბრძოლაში უფრო გავძლიერდებით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი