მთავარი » კულტურა

მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.05.2018 | 721 ნახვა

ქვევრი მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფოტოიმიტაცია და მოსაზრება აბსოლუტურად მცდარია და მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტს არ იცნობს და შესაბამისად, მცხეთაში მისი განხორციელების შესაძლებლობა უწყებაში არც განხილულა და განხილვა არც სამომავლოდ იგეგმება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვაზე, საგანგებო ვალდებულება აქვს აღებული, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სპეციალური მორატორიუმითაა გამყარებული. ამავდროულად, ამ ტიპის პროექტის განხორციელება უხეშად დაარღვევს სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს ძეგლების ერთობლიობით შექმნილ ისტორიულ კონტექტს, მის კულტურულ ლანდშაფტს და უარყოფითად იმოქმედებს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გამორჩეულ ზოგადსაკაოცბრიო ღირებულებაზე. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ ტერიტორიაზე ამ ტიპის, გარემოზე მძიმედ მოქმედი მოცულობის გაჩენა კატეგორიულად არ განიხილება.

* მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას 2016 წელს დაუბრუნდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.