მაყვლის პლანტაციის გაშენება და დარგვის სქემები

გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს: ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული – მოხნული და დაფარცხული. აუცილებელია ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარი გასუფთავება, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და აქვეითებს მოსავლიანობას.
მაყვლის გაშენებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წინამორბედი კულტურა, უმჯობესია, რომ ისეთი კულტურების მოყვანიდან, როგორიცაა – პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი და მარწყვი, გასული იყოს სულ მცირე 5 წელი მაინც.
მაყვლის გაშენების ოპტიმალური პერიოდია – გვიან შემოდგომა, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან გვიან ზამთარი – ადრე გაზაფხული პერიოდი – თებერვალი – აპრილის დასაწყისი.
მაყვლის დარგვის სქემა და რიგებს შორის რეკომენდებული მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპისა და ფორმირების მეთოდების მიხედვით. გაშენების ოპტიმალური სქემაა:
სწორმდგომი ჯიშებისთვის: 2,5 – 3,3 მეტრი X 0.6-1.0 მ.
ნახევრად სწორმდგომი ჯიშებისთვის: 2,5 – 3,3 მეტრი X 1.2 – 1.5 მ.
მხვიარა ჯიშებისთვის: 2,5 – 3,0 მეტრი X 1.2 -1.5 მ.
მაყვლის რიგის სიგანე უნდა შენარჩუნდეს 60 -90 სმ-ის ფარგლებში, ხოლო ვეგეტატიური ამონაყარი, რომელიც ვითარდება მცენარეების რიგის სიგანის 90- სმ-ზე გარეთ უნდა ამოიჭრას. ამას გარდა, უნდა მოცილდეს დაზიანებული, გამხმარი, ან აშკარად სუსტი ღეროები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.