მთავარი » სოფლის მეურნეობა

მაყვლის პლანტაციის გაშენება და დარგვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.01.2022 | 407 ნახვა

გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს: ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული – მოხნული და დაფარცხული. აუცილებელია ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარი გასუფთავება, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და აქვეითებს მოსავლიანობას.

მაყვლის გაშენებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წინამორბედი კულტურა, უმჯობესია, რომ ისეთი კულტურების მოყვანიდან, როგორიცაა: პამიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი და მარწყვი, გასული უნდა იყოს სულ მცირე 5 წელი მაინც.

მაყვლის გაშენების ოპტიმალური პერიოდია – გვიან შემოდგომა, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან გვიან ზამთარი – ადრე გაზაფხული პერიოდი – თებერვალი – აპრილის დასაწყისი.

დარგვისას ნერგის ფესვთა სისტემა კარგად უნდა გაიშალოს ნიადაგში. ნერგი ირგვება 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე სანერგეში იზრდებოდა. დარგვისას ფესვების გარშემო ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს, შემდეგ კი საფუძვლიანად უნდა მოირწყას თითოეული ნერგის გარშემო. დარგვის შემდეგ მცენარე გადაიჭრება 10 -15 სმ-ის სიმაღლეზე. დახურულ ფესვთასისტემიანი ნერგები არ მოკლდება.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი