მთავარი » ჯანმრთელობა

რა სამკურნალო თვისებები აქვს მაყვალს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.08.2011 6 კომენტარი | 19,515 ნახვა

ქართველი ხალხი უხსოვარი დროიდან იყენებდა საკვებ მცენარეებს, როგორც სამკურნალო საშუალებებს სხვადასხვა დაავადებათა წინააღმდეგ. ეს განპირობებული გახლდათ უძველესი ტრადიციებითა და სამკურნალო მცენარეების მდიდარი არჩევანით ჩვენს ტერიტორიაზე.

მცენარეებს საკვების სახით ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა ცოტა რამ თუ ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანში დიდი რაოდენობით მოიპოვება ნივთიერებები ფართო სპექტრით, რომლებიც გამაჯანსაღებელ, მატონიზირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, აღადგენს ფიზიოლოგიურ წონასწორობასა და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

“ამბიონი” პერიოდულად შემოგთავაზებთ ინფორმაციას სხვადასხვა მცენარეთა სამკურნალო თვისებათა და მათი გამოყენების წესის შესახებ.

მაყვალი

მაყვალიმაყვალი ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. ამ გვარის მცენარეები უმეტესად ბუჩქებია. მაყვალს აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ხარობს ზომიერ ჩრდილში. ყვავის მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფი მწიფდება დაყვავილებიდან დაახლოებით 1 თვეში.

მაყვლის ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს.

მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.

მშრალი კენკრის ნაყოფი, ნაყენი და გამონახარში ავადმყოფებს უკლავს წყურვილს, ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, უმწიფარი კენკრა შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც მოსამაგრებელი საშუალება.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.
მაყვალს იყენებენ ნედლად. მისგან აკეთებენ მურაბას, ჯემს..

თუ ჩვენს რაციონში იმ ნივთიერებით მდიდარ მცენარეულ საკვებს შევიტანთ, რომელიც ჩვენი დაავადებისთვის არის აუცილებელი, შესაძლოა ქიმიური პრეპარატების გვერდის ავლით მოვახერხოთ სასურველ შედეგამდე მიღწევა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი